დღეს, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის 5 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში “ზაზა 2″-მა” “მართვე” დამაჯერებლად – 98:67 დაამარცხა, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტთა შორის მყოფი გუნდები – “დინამო” და “ორბი” შეხვდნენ. თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც დინამოელებმა 20:7 მოიგეს და საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

“დინამოში” 17 ქულით ბომბარდირი გეგა ჭაბუკიანი გახდა, 13 ქულა და 5 მოხსნა ვლადიმერ თავაქარაშვილმა მოაგროვა. “ორბში” საუკეთესო იყო ნიკა გურგენიძე, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.

დღევანდელი დღის ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი “ზაზას აკადემიის” პირველი გუნდის მსროლელმა – გიორგი ბიჭიაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს (თსსუ) 3 პერიოდში 9-დან 9 სამქულიანი ჩაუგდო. ბოლო პერიოდში ბიჭიაშვილს მიზანი რამდენჯერმე აუცდა, შეხვედრა კი 15-დან 10 სამიანით და 38 ქულით დაასრულა. საინტერესოა, რომ ბიჭიაშვილის გარდა მის გუნდში 10-ქულიან ზღვარს ვერავინ შესწვდა, “ზაზამ” კი მატჩი 92:57 მოიგო. დღის ბოლო მატჩში “აკადემიამ” 80:39 დაამარცხა “აფხაზეთი”.

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური 7 თებერვალს გაიმართება, მანამდე კი 1 თებერვალს “რუსთავი” “თელავს” უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

სოსო
ნეტავი ვეტერანი კალათბურთელის,გივი ბიჭიაშვილის შვილიშვილი ხომ არ არის?გივი ბიჭიაშვილს, თავისი წერტილი ჰქონდა მოედნის კუთხეში და იქიდან აუცდენლად ისროდა.მაშინ ყველა ტყორცნა 2 ქულით ფასდებოდა და გივი 20 ქულამდე,თითქმის ყოველთვის ადიოდა.მისი დარი მსროლელი,ახლაც ძალიან გამოგვადგებოდა.
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ზაზას აკადემია 2 საქართველოს 16-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი გახდა
ქართული კლუბების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ტურნირი ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა
Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა
"ზაზას აკადემიამ" ბალტიის ლიგა მოიგო – მესამე ადგილი "თბილისი ბასკეტ იბერმა" მოიპოვა
"დინამო" ქალთა საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია