შიდა ასპარეზზე გახშირებული ხულიგნობის ფაქტებზე სფფ-ს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გუშინ ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას საგანგებო განცხადება გაავრცელა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში გახშირებული ხულიგნობის ფაქტებთან დაკავშირებით.

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინ, სათასო მატჩის შემდეგ, ზესტაფონის სტადიონზე მომხდარ ფაქტს. გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნურ გამოხდომას - დამტვრეულია სკამები, დაზიანებულია მანქანები... გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა მზადაა, "ზესტაფონს" ზარალი აუნაზღაუროს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით, ის ადამიანებიც დაისჯებიან, ვინც გულშემატკივარი პროვოკაციაზე წამოაგო, რის შემდეგაც ვითარება უკიდურესად გამწვავდა. სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე ამ ფაქტებს განიხილავენ და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან."

სიჭინავამ კომენტარი პოლიციის მიერ რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელების, ალექსანდრე კვახაძისა და ლუკა რაზმაძის დაკავებაზეც გააკეთა. საქართველოს ჩემპიონატის 31-ე ტურში "ოლიმპი"-"ზესტაფონის" მატჩისას ეს ორი მოთამაშე მოედნიდან გააძევეს. თურმე, რუსთავის პოლიციაში საჩივარი სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე შევიდა და ოლიმპელები "საზოგადოებრივი წესრიგის" დარღვევისთვის დააკავეს. მართალია, მალევე გაათავისუფლეს, თუმცა 100-100 ლარით დასაჯეს.

"როგორც ვიცი, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. ჩვენი მხრივ, ნებისმიერი ხულიგნური გამოხტომისას უმკაცრესად დავსჯით ყველას, ფეხბურთელი იქნება, მწვრთნელი, მასაჟისტი თუ გუნდის ხელმძღვანელი. თუ ფედერაციის პრეროგატივა იქნება, ფედერაცია დასჯის. თუ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდება, ის ორგანო დასჯის, ვის კომპეტენციაშიც შედის. დროა, წესრიგი დამყარდეს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. ფეხბურთელის საქმე გინება და ჩხუბი კი არა, მოედანზე გასვლა და თამაშია", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

dabereka
ფულს სახელმწიფო აძლევს ფედერაციას,გარიგებულ თამაშებსაც პოლიციისგან ვიგებთ.ახლა მსაჯთან კამათისთვის,რომლის მსაგვსიც უამრავი ხდება ჩვენთანაც და სხვაგანაც თურმე პოლიციამ უნდა გაარკვიოს,დაიჭიროს და დააჯარიმოს.საღოლ "პროფესიონალ"სიჭინავას!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა