"რეალის" გარდა,ტოპ-ოთხეულის ყველა წევრმა დაკარგა ქულები. მიუხედავად ამისა, "ბარსამ" მდევარ "ატლეტიკოზე" ჰანდიკაპი 6 ქულამდე გაზარდა, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდი სულაც დამარცხდა...
ლიონელ მესის ძალიან უყვარს "ვალენსიას" კარში გოლის გატანა. ამ ტურამდე მან "ღამურები" 25-ჯერ დაამწუხრა. "ვალენსიამ" არგენტინელის გაჩერება ვერც ახლა შეძლო და მესის გოლების რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მაგრამ მარსელინოს გუნდმა არათუ გააჩერა ლიდერი, არამედ ცოტა დააკლდა "კამპ ნოუზე" გამარჯვებამდე - რომ არა მესი, რომელმაც შორეული დარტყმით გაათანაბრა, მანამდე კი ერთი გოლი პენალტით გაქვითა, "ვალენსია" 3 ქულას დამსახურებულად მოიპოვებდა.
"ვალენსია" საბოლოოდ დაბრუნდა, თუმცა სეზონში უკვე ბევრი გავიდა, "ღამურები" კი ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან.
და ისევ მესიზე - დუბლის შესრულებიდან ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ ის დაშავდა, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო. მესის ტკივილი ბოლომდე თავის გამოჩენის საშუალებას აღარ აძლევდა, ამიტომ ვეღარ აქტიურობდა. არადა, ოთხშაბათს "ელ კლასიკოა" - "სამეფო თასის" ნახევარფინალში "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს.
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ხვალ-ზეგ უკეთ გვეცოდინება, რა სჭირს მესის. ექიმები გამოიკვლევენ. ჩემი აზრით, მცირე პრობლემაა. ლა ლიგის მოგება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. დღესაც გამოვედით კარგად სათამაშოდ და მოსაგებად".
მარსელინო ("ვალენსიას" მწვრთნელი): "ამ სტადიონზე მოგება თუ გინდა, ბრწყინვალედ უნდა ითამაშო. ჩვენ ეს შევძელით, მაგრამ ბედმა არ გაგვიღიმა. ცოტაც და, 3:1 უნდა გამხდარიყო, სინამდვილეში კი საპასუხო გოლი მივიღეთ. მხოლოდ მაშინ არ ვნერვიულობდი მესის გამო, როცა მას დახმარებას აღმოუჩენდნენ. ის ასე მნიშვნელოვანი და საოცარი ფეხბურთელია".
02.02. 19. ბარსელონა-ვალენსია 2:2
სევილიაში ბოლო 15 წუთი დიეგო სიმეონეს გუნდი სამი ფორვარდით თამაშობდა (გრიზმანი, მორატა, კალინიჩი), მაგრამ ამან "ატლეტიკოს" არ უშველა და "ბეტისთან" წააგო. ასე ვერ გამოიყენა არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა "ბარსას" წაფორხილება.
03.02.19. ბეტისი - ატლეტიკო 3:0
ტურის ფაქტები
"ესტრემადურას" ყოფილ ფორვარდ ენრიკ გალიეგოს (რომელიც ლა ლიგა 2-ში 15 გოლით ლიდერია) სამი დარტყმა დასჭირდა მისთვის ლა ლიგაში სადებიუტო გოლის გასატანად "უესკას" მაისურით.
"ლევანტემ" და "ხეტაფემ" ერთმანეთში მეხუთე 0:0 ითამაშეს.
მიკელ ოიარზაბალმა (რეალ სოსიედადი) "ბილბაოს" კარიერაში მე-4 გოლი გაუტანა.
რაულ გარსიამ (ბილბაო) ლა ლიგაში მე-2 პენალტი გააფუჭა (10-დან). პირველი გაფუჭებული პენალტი მისთვის სადებიუტო იყო "ოსასუნას" რიგებში 2012 წელს.
ლიონელ მესი (ბარსელონა) ლა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, ვინც 50 პენალტი გაიტანა. სხვა ორი - კრიშტიანო რონალდო (61) და უგო სანჩესი (56).
"ბარსელონამ" ამ სეზონში 14 ქულა მოიპოვა იმ თამაშებში, რომლებსაც თავიდან აგებდა (ამდენივე აქვს "ალავესს").
ზედიზედ 11 სეზონია, ლიონელ მესის ლა ლიგაში 20 და მეტი გოლი გააქვს.
"სელტამ" ლა ლიგაში პირველი თამაში მოიგო იაგო ასპასის გარეშე 2017 წლის აპრილის შემდეგ.
სანტი კაროსლამ (ვილიარეალი) 2019 წელს უკვე სამი გოლი გაიტანა, სამივე "კერამიკაზე".
სერხიო კანალესმა (ბეტისი) კარიერაში პირველი გოლი გაუტანა "ატლეტიკოს" (მეშვიდე ცდაზე).
მხოლოდ "ბეტისმა" მოახერხა ამ სეზონში "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დამარცხება.
"ჟირონამ" 2019 წელს 22 გოლი გაუშვა - ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
ქარიმ ბენზემას (რეალი) 2017 წლის მერე საუკეთესო პერიოდი აქვს - ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.
ბენზემას უკვე 10 გოლი აქვს ლა ლიგაში, ორჯერ მეტი, ვიდრე წინა სეზონის 32 მატჩში.
ლა ლიგა. XXII ტური
უესკა-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 ენრიკი (19), 2:0 პულიდო (50), 3:0 მ. გომესი (53), 4:0 ავილია (77)
ლევანტე-ხეტაფე 0:0
სოსიედადი-ბილბაო 2:1
გოლები: 1:0 ოიარზაბალი (16), 2:0 ვილიან ჟოზე (45), 2:1 რაულ გარსია (82)
გამოუყენებელი პენალტი: რაულ გარსია (82. ბილბაო)
ბარსელონა-ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 გამეირო (24), 0:2 პარეხო (32-პენ), 1:2 მესი (39-პენ), 2:2 მესი (64)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (46. ალბა), პიკე, ვერმალენი, სერხი რობერტო - ალენია (66. არტური), რაკიტიჩი, არ. ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (84. მალკომი)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, ლატორე - ვასი, კოკლენი (72. კონდოგბია), პარეხო, ჩერიშევი - როდრიგო (79. მინა), გამეირო (40. ფ. ტორესი)
სელტა-სევილია 1:0
გოლი: 1:0 იოკუსლუ (73)
სევილია (3-5-2): ვაცლიკი - მერკადო, კიაერი, ს. გომესი - პრომესი, სარაბია (76. ესკუდერო), ბანეგა, ფ. ვასკესი (69. ამადუ), არანა (35. მესა) - ბენ იედერი, ანდრე სილვა
ვილიარეალი-ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 იბორა (37), 2:0 კასორლა (65-პენ), 2:1 ბონერა (75. ს.კ.), 2:2 როსალესი (81)
ბეტისი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 კანალესი (65-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი (46. ლუიშ ფილიპე), ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ხუანფრანი - ა. კორეა (75. კალინიჩი), როდრი ერნანდესი, თომასი, ლემარი (63. ვიტოლო) - მორატა, გრიზმანი
ეიბარი-ჟირონა 3:0
გოლები: 1:0 პენია (37), 2:0 შარლესი (46), 3:0 შარლესი (57-პენ)
რეალი-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ბენზემა (30), 2:0 ვინისიუსი (80), 3:0 მარიანო დიასი (91)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ბეილი (63. ასენსიო), ბენზემა (75. მარიანო დიასი), ვინისიუსი (87. ისკო)
03.02.19. რეალი - ალავესი 3:0
ორშაბათი. 4 თებერვალი
ვალეკანო-ლეგანესი 23:59
ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი), იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).
მომდევნო ტური
8 თებერვალი: ვალიადოლიდი-ვილიარეალი
9 თებერვალი: ხეტაფე-სელტა, ატლეტიკო-რეალი, ესპანიოლი-რაიო ვალეკანო, ჟირონა-უესკა
10 თებერვალი: ლეგანესი-ბეტისი, ვალენსია-რეალ სოსიედადი, სევილია-ეიბარი, ბილბაო-ბარსელონა
11 თებერვალი: ალავესი-ლევანტე.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] გენიალური ლიონელ მესი - არგენტინელის გოლი და ორი საგოლე პასი "ტორონტოსთან"
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
[PHOTO/VIDEO] "მიდი, წინ" - როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მიერ "რეალის" დამარცხება
"ბარსელონა" ფლიკთან თანამშრომლობას გააგრძელებს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" ფინალშია - ვინ იქნება ლონდონელთა მეტოქე?
სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
"მბაპე თუ ვინისიუსი?" - პერესმა ცეცხლზე ნავთი დაასხა
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
"მესისთან კონფლიქტი არასდროს მქონია" - პოჩეტინომ ლეოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
"ჩემს თავს მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მახსენებს" - ლიონელ მესი
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] თავის სტილში - მესის ულამაზესი გოლი MLS-ში