"ატლეტიკოსთან" მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წინ "იუვენტუსი" სწრაფი ტემპით კარგავს დამაჯერებლობას. შუა კვირას მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიის თასიდან გავარდა "ატალანტასთან" (0:3), ახლა კი შინ "პარმასთან" გამარჯვება გაუშვა ხელიდან.
შაბათის მატჩის წინ ალეგრიმ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც თითქმის ერთი თვე გამოტოვა ტრავმის გამო. ხორვატის დაბრუნებას ძალიან ელოდა გულშემატკივარი და სამწვრთნელო შტაბი. იტალიაში მიაჩნიათ, რომ მანჯუკიჩი ტურინელების თავდასხმას უფრო მრავალფეროვანს ხდის და კრიშტიანო რონალდოს მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს.
შეტევაში პრობლემების მოგვარების პარალელურად, მასპინძლებმა დაცვაში მიიღეს სირთულეები. ტრავმების გამო ორი ძირითადი მცველი დაკარგეს - ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი. ასე რომ, "იუვენტუსი" მატჩზე დაცვის ცენტრში ექსპერიმენტული წყვილით გადიოდა - კასერესი-რუგანი.
ტურინელებისთვის ყველაფერი შესანიშნავად იწყებოდა: ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფმა რონალდომ 10 მეტრიდან გახსნა ანგარიში, რუგანიმ კი მეორე ტაიმის შუაში ორამდე გაზარდა უპირატესობა.
პარმეზანელები რისკზე წავიდნენ, "იუვენტუსის" მარცხენა ფლანგი გაარღვიეს და ბარილამ სხვაობა შეამცირა. კრიშტიანომ მაშინვე აჩვენა, რომ თავით თამაშითაც ყველაფერი წესრიგში აქვს და ანგარიში 3:1 გახადა.
მასპინძლები მოდუნდნენ, ისევ ჩავარდა სპინაცოლას მარცხენა ფლანგი და ჟერვინიომ ჩასვა ბურთი ახლო კუთხეში. ტურინელებმა საბოლოოდ გააფუჭეს ყველაფერი კომპენსირებულ დროში და გოლი ისევ მარცხნიდან მიიღეს. მანჯუკიჩმა დაკარგა ბურთი კუთხურის ალამთან, სტუმრებმა ის საჯარიმომდე მიიტანეს და ჟერვინიომ დუბლი შეასრულა. 3:3 - ეს არის თითქმის წაგების ტოლფასი ფრე "იუვენტუსისთვის".
02.02.19. იუვენტუსი-პარმა 3:3
ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა ფაბიო კვალიარელას სერიის შეწყვეტა. "ნაპოლი" გახდა ის გუნდი, რომელმაც შეძლო "სამპდორიას" 36 წლის ბომბარდირის შეჩერება.
ცოტა ხნის წინ იტალიის ნაკრებში გამოძახებული ვეტერანი ზედიზედ 11 მატჩში იტანდა, მაგრამ მისი გუნდი ბოლო ტურში 0:3 განადგურდა "ნაპოლისთან". მიუხედავად ამისა, ნეაპოლელი გულშემატკივრები არც ისე კარგ ხასიათზე არიან, რადგან სულ მალე ჩინეთში გაემგზავრება მარეკ ჰამშიკი, რომელმაც "ნაპოლის" 12 წელი უერთგულა.
02.02.19. ნაპოლი - სამპდორია 3:0
ეს ტური განსაკუთრებული იყო სინიშა მიხაილოვიჩისთვის, რომელმაც "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი შეცვალა და სადებიუტო მატჩში "ინტერი" სტუმრად 1:0 დაამარცხა. მილანურმა კლუბმა ზედიზედ მეორედ წააგო, შუა კვირას იტალიის თასიდან გავარდა. ასე რომ, ლუჩანო სპალეტიმ მალე, შესაძლოა, ინძაგის ბედი გაიზიაროს.
03.02.19. ინტერი - ბოლონია 0:1
ფაქტები
კრიშტიანო რონალდოს 17 გოლი დაუგროვდა სერია A-ში. "იუვენტუსის" ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც 22 ტურის შემდეგ ასეთივე მონაგარი ჰქონდა, დავიდ ტრეზეგე იყო 2005-06 წლების სეზონში.
შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "იუვენტუსი" სერია A-ში 26 მატჩია არ მარცხდება.
"ნაპოლის" ზედიზედ 17 მატჩია საკუთარ მოედანზე არ წაუგია. ეს ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა.
"ემპოლი" შვიდი ტურია ვერ იგებს.
სპალ-მა შინ ზედიზედ მეექვსე მატჩი დაასრულა ფრედ.
"ბოლონიამ" შეწყვიტა 14-მატჩიანი მოუგებელი სერია.
"ბოლონიამ" პირველად მოიგო სტუმრად 2018 წლის 6 იანვრის შემდეგ. ეს სერია 21 მატჩს მოიცავდა.
სერია A. XXII ტური
ემპოლი-კიევო 2:2
გოლები: 0:1 ჯაკერინი (31), 0:2 სტეპინსკი (45+1), 1:2 კაპუტო (45+2), 2:2 კაპუტო (52)
ნაპოლი-სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 მილიკი (25), 2:0 ინსინიე (26), 3:0 ვერდი (89-პენ)
ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰისაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი - კალიეხონი, ალანი, ჰამშიკი (74. დიავარა), ზელინსკი - ინსინიე (83. ვერდი), მილიკი (90. უნასი).
სპალ-ტორინო 0:0
გაძევება: ნ'კულუ (65. ტორინო)
იუვენტუსი-პარმა 3:3
გოლები: 1:0 რონალდო (36), 2:0 რუგანი (62), 2:1 ბარილა (64), 3:1 რონალდო (66), 3:2 ჟერვინიო (74), 3:3 ჟერვინიო (90+3)
იუვენტუსი (4-3-3): პერინი - კანსელო, რუგანი, კასერესი, სპინაცოლა - ხედირა (79. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა (46. ბერნარდესკი/87. ემრე ჯანი), რონალდო, მანჯუკიჩი.
ჯენოა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 ჯურიჩიჩი (28), 1:1 სანაბრია (41)
უდინეზე-ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 ლარსენი (56), 1:1 ფერნანდესი (65)
ინტერი-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 სანტანდერი (32)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სოარეში (78. რანოკია), დე ვრეი, შკრინიარი, დალბერტი - ვესინო, ბროზოვიჩი - კანდრევა (46. მარტინესი), ნაინგოლანი (68. ჟოაო მარიო), პერიშიჩი - იკარდი.
რომა-მილანი 1:1
გოლები: 0:1 პიონტეკი (26), 1:1 ძანიოლო (46)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - კარსდორპი (86. სანტონი), მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - დე როსი, ლორ. პელეგრინი - შიკი (81. კლუივერტი), ფლორენცი (65. ელ შაარავი), ძანიოლო - ჯეკო.
მილანი (4-3-3): დონარუმა - კაბარია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბაკაიოკო, პაკეტა (77. კასტილიეხო) - სუსო (87. ლაქსალტი), ჩალჰანოღლუ, პიონტეკი (87. კუტრონე).
03.02.19. რომა - მილანი 1:1
ორშაბათი, 4 თებერვალი
ფროზინონე-ლაციო 22:00
კალიარი-ატალანტა 23:59
ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დუვან საპატა (ატალანტა); 14 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 12 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო).
მომდევნო ტური
7 თებერვალი: ლაციო-ემპოლი
8 თებერვალი: კიევო-რომა
9 თებერვალი: ფიორენტინა-ნაპოლი, პარმა-ინტერი
10 თებერვალი: ბოლონია-ჯენოა, ატალანტა-სპალ, სამპდორია-ფროზინონე, ტორინო-უდინეზე, სასუოლო-იუვენტუსი, მილანი-კალიარი
გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი