ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქუთაისში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი დაიწყო

ქუთაისში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი დაიწყო

გუშინ, 4 თებერვალს, ქუთაისში დაიწყო ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მე-14 მემორიალური ტურნირი. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელების ხსოვნის ტურნირი 2006 წლიდან იმართება, ბოლო 2 წელია კი მას ქორქია-საკანდელიძის მშობლიური ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს.

მემორიალის მონაწილე სუპერლიგის 8 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული. დღეს, პირველ ტურში, ყველა გუნდმა ითამაშა და თუკი ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, ყველა მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა. პირველ მატჩში ერთმანეთს "დინამო" და "ბათუმი" შეხვდნენ. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. წააგო გუნდმა, რომელიც თითქმის მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა - ბათუმელებმა თითქმის მოგებული მატჩი წააგეს. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ზღვისპირელები 4 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა "დინამოელთა" სიზუსტისა და ბათუმელთა შეცდომების შედეგად დედაქალაქელებმა 70:80 იმარჯვეს.

"დინამოში" 22 ქულით საუკეთესო იყო ხორვატი ცენტრი დემაგოი ბუბალო. 18 ქულა მიითვალა ლევან გრძელიძემ, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე კი 10 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. "ბათუმში" 21 ქულით კეისი შეპარდი გამოირჩა. 15 ქულა და 9 მოხსნა სტეფან ანდრეევიჩმა მოაგროვა, დეიან იეფტიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

მეორე შეხვედრაში ერთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. "თსუ-ჰიუნდაიმ" დაძაბულ ბრძოლაში 81:80 დაამარცხა "ოლიმპი". მატჩის პერიოდები გუნდების მონაცვლეობითი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ათწუთეული "თსუ-ჰიუნდაიმ" 24:16 მოიგო, მეორე კი ოლიმპელთა უპირატესობით - 24:14 დასრულდა. მეორე ნახევარში პირიქით მოხდა: ჯერ "ოლიმპმა" მოიგო მესამე მეოთხედი (25:18), შემდეგ კი, მატჩის გადამწყვეტი პერიოდი "თსუ-ჰიუნდაელთა" სასარგებლოდ - 25:15 დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 1 ქულით იმარჯვა.

"თსუ-ჰიუნდაელებს" ამერიკელმა გამთამაშებელმა კრის ანდერსონმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. 13 ქულა მოაგროვა რატკო პეტრიჩმა, ხოლო კოკა ტომარაძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. "ოლიმპში" 24 ქულით მარკ ოგდენი გამოირჩა. 19 ქულა რევაზ როგავამ მოაგროვა. ჩარლზ ბენეტმა "ოლიმპელებს" 12 ქულა მიაშველა.

მესამე მატჩში "დელტა" და "მგზავრები" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრაც დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. "მგზავრებში" ითამაშა ახალმა ლეგიონერმა, ამერიკელმა პრინს უილიამსმა, რომელმაც დებიუტი 23 ქულით აღნიშნა, თუმცა მისმა გუნდმა ბოლო წამებზე წააგო - 94:97. "დელტას" 2 ლეგიონერი აკლდა. კარგა ხნის წინ ტრავმირებულ არტიომ შვეცს ბოლო მატჩებია, უილიამ ბრანდენბერგი შეუერთდა, თუმცა "დელტა" მათ გარეშეც არ უჩივის შედეგებს. ლექსო ლაფანაშვილის გუნდი თასზე მეოთხედფინალში გავიდა, ქორქია-საკანდელიძის მემორიალიც გამარჯვებით დაიწყო.

"დელტას" ბექა ბექაურმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა მიითვალა ოთარ ფხაკაძემ, საბა ლობჟანიძე კი გამარჯვებულებს 16 ქულით შეეწია. "მგზავრებში" 29 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. რეზო ჩაჩანიძემ 7 სამქულიანი და 26 ქულა ჩააგდო, ზემოხსენებულმა პრინს უილიამსმა კი 23 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

დღის ბოლო მატჩში ტურნირის მასპინძელი და გასული წლის გამარჯვებული "ქუთაისი" "კაკტუსს" დაუპირისპირდა და 15 ქულით დაამარცხა - 89:74. "კაკტუსელები" 3 პერიოდი ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ მასპინძლებს და შანსსაც ინარჩუნებდნენ. ბოლო პერიოდის წინ "ქუთაისი" მხოლოდ 6 ქულით იგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა არ გასჭირვებია.

ქუთაისელთაგან 17 ქულით დეჟუან რაიტი გამოირჩა. 13 ქულა მოაგროვა სამმა კალათბურთელმა - ჯონათან ლიმ, ელჯეი ბუსმა და ტერენს ტომპსონმა. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. "კაკტუსში" 18 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლას ნილი. ანატოლი ბოისამ და დელანო სპენსრმა 14-14 ქულა მიითვალეს.

დღეს, 5 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში მეორე ტურის 4 შეხვედრა გაიმართება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა