შუა კვირაში სათასო ელ კლასიკო გადახდილ "სამეფო კლუბს" არანაკლები დაპირისპირება ელის მადრიდული დერბი "ვანდა მეტროპოლიტანოზე". შაბათს დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" სანტიაგო სოლარის "რეალს" მასპინძლობს.

გარდა იმისა, რომ ეს მადრიდული დერბია და ამიტომაც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობაც აქვს - "ატლეტიკო" 44 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით უსწრებს "რეალს". გამარჯვების შემთხვევაში, სოლარის გუნდი მეორე ადგილზე გადავა! იმის გათვალისწინებით, თუ რა კრიზისში იყო გუნდი არცთუ ისე დიდი ხსნის წინათ, ეს დიდი მიღწევა იქნება.

სოლარის გუნდში ტრავმირებული არავინაა, კლასიკოზე დაბრუნდა გარეთ ბეილიც, რომელმაც მეორე ტაიმში ითამაშა. დანი კარვახალი და რაფაელ ვარანი ისევ გუნდში იქნებიან, წინა ტურში ორივე მცველი დისკვალიფიკაციას იხდიდა. დიდი ალბათობით, შემტევ ტრიოში ფლანგებზე ისევ ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჟუნიორი ითამაშებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უელსელ სუპერვარსკვლავს ისევ სათადარიგოთა სკამიდან მოუწევს თამაშში ჩართვა.

სოლარიმ უნდა გადაწყვიტოს დაცვის მარცხენა ფლანგზე ვინ ათამაშოს, სერხიო რეგილონი თუ მარსელო. ელ კლასიკოზე მან არჩევანი გამოცდილ ბრაზილიელზე გააკეთა.

სიმეონეს გუნდში გამორიცხულია სტეფან სავიჩის თამაში, საეჭვოა დიეგო კოშტასა და კოკეს გამოჩენა. სამაგიეროდ, ვარჯიშები განაახლა დიეგო გოდინმა და ურუგვაელი სასტარტო 11-ეულში მოიაზრება.

მარცხენა ფრთაზე საულ ნიგესი იქნება და არა თომა ლემარი, რომელიც ვერაფრით აჩვენებს იმ თამაშს, რაც "ატლეტიკოს" ფანებს დააკმაყოფილებს. საპირისპირო ფლანგზე კი სასტარტოში, წესით, ანხელ კორეა იქნება. დიდი ალბათობით, ახალწვეული ალვარო მორატა შეტევაში ანტუან გრიზმანს შეუწყვილდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა, როდრი ერნანდესი, თომასი, საულ ნიგესი - მორატა, გრიზმანი

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი.

მადრიდული დერბი ერთადერთი საინტერესო დაპირისპირება არ არის ტურში. ლიდერი "ბარსელონა" "სან მამესს" სტუმრობს. მართალია, "ბილბაო" ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. მეოთხეადგილოსანი "სევილია" კი ბასკურ "ეიბარს" მასპინძლობს.

ფაქტები"ატლეტიკომ" და "რეალმა" ბოლო 4 დაპირისპირება (ყველა შეჯიბრება) ფრედ ითამაშეს. ფრე დაფიქსირდა ამ მატჩების ყოველი პირველი ტაიმის შემდეგაც.

ლა ლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 7-ში "ატლეტიკომ" კარი მშრალად შეინახა.

"ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო.

ლა ლიგაში "რეალის" ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა.

ლა ლიგის ბოლო 6 ტურიდან 5-ში "ატლეტიკოს" თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა.

"რეალმა" ლა ლიგის ბოლო 4 ტურში, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

ლა ლიგა. XXIII ტური

პარასკევი, 8 თებერვალი

ვალიადოლიდი-ვილიარეალი 23:59

შაბათი, 9 თებერვალი

ხეტაფე-სელტა 16:00

ატლეტიკო-რეალი 19:15

ესპანიოლი-რაიო ვალეკანო 21:30

ჟირონა-უესკა 23:45

პარასკევი, 10 თებერვალი

ლეგანესი-ბეტისი 15:00

ვალენსია-სოსიედადი 19:15

სევილია-ეიბარი 21:30

ბილბაო-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 11 თებერვალი

ალავესი-ლევანტე 23:59

ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი), იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა