ოზურგეთის "მერცხალი" მომავალ საფეხბურთო სეზონს განახლებული სტადიონით შეხვდება
ოზურგეთის "მერცხალი" მომავალ საფეხბურთო სეზონს განახლებული სტადიონით შეხვდება. ოზურგეთის მუნიციპალური სტადიონის ცენტრალურ არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

სტადიონის რეკონსტრუქცია ფიფასა და უეფას სტანდარტების შესაბამისად წარიმართება. პირველ ეტაპზე მინდვრის საფარის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო. სპეც-ტექნიკის საშუალებით მინდვრის საფარი ჯერ მოიხვნა და შემდეგ მოიტკეპნა, სადაც სპეციალური სასუქი შეიტანეს. რეკონსტრუქციის დასრულებამდე "მერცხალი" მეტოქეებს ჩოხატაურის "ბორის პაიჭაძეზე" მიიღებს. ოზურგეთის მუნიციპალურ სტადიონზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მომავალი სეზონისთვის იგეგმება და მინდვრის საფარის მოწესრიგების შემდეგ, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, ტრიბუნების რეკონსტრუქცია, საერთო საცხოვრებლისა და გასახდელების მშენებლობა, დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილზე სავარიჯიშო მოედნების მოწყობა იგეგმება.

საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს კლუბის მუშაობაზე, დადებითად აისახება.

"1967 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალურ სტადიონზე არ ჩატარებულა, ეს დადებითად აისახება კლუბის მდგომარეობაზე, ჩვენ გავივლით საჭირო მოთხოვნებს, კლუბი მიიღებს ლიცენზიას და ალბათ ახალ სეზონს უმაღლეს ლიგაში ვითამაშებ. ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ჩვენი კლუბი ყოველთვის მიისწრაფვოდა სფფ-სთან პარტნიორული ურთიერთობისაკენ და მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ ასეთი კარგი შედეგი გამოიღო. რაც კეთდება ოზურგეთში ეს ბატონი ზვიად სიჭინავას დამსახურებაა, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტად დანიშვნიდან დაიწყო სტადიონების რეკონსტრუქცია. მაღალი დონის მოედნების დეფიციტი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უმწვავესი პრობლემა იყო და სასიხარულოა, რომ ამ პროექტის განხორციელება მთლიანად ჩვენ საფეხბურთო კლუბს მნიშვნელოვნად წაადგება, გვინდა კლუბის სახელით ბატონ ზვიადს გადავუხადოთ მადლობა".

სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ტაკიძეც ესწრებოდა, ის ადგილობრი ფეხბურთის მესვეურებს შეხვდა და განახლებული სტადიონის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო ოზურგეთის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თავის მხრივ იქეთკენ არის მიმართული, რომ ოზურგეთში იქნება ევროპული დონის სტადიონი. მნიშვნელოვანია, აგრეთვე იმ კუთხითაც, რომ მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ჩვენ გვინდა ფედერაციას დიდი მადლობა გადაუხადოთ, იმისათვის რომ უდიდეს ყურადღებას აქცევენ რეგიონებში საფეხბურთო კლუბებს. ფეხბურთი, ეს არის სტიმული მომავალი თაობებისათვის, რომლებიც არ დაკმაყოფილდებიან რეგიონალურ გუნდებში თამაშით და იფიქრებენ უმაღლეს ლიგაში მოხვდნენ" - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

gff.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე