თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ამჯერად ბოსნიურ სარაევოს დაუპირისპირდა. თამაში ვადაზე ადრე, ფრედ - 2:2 დასრულდა.

ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე უკრაინელი არბიტრი იძულებული შეიქმნა თამაშის წესების უხეში დარღვევის გამო მოედნიდან ჯაჰიჩი გაეძევებინა. მიუხედავად მეტოქის ზღვარს გადასული ქმედებისა, ვიტ ჯორჯიელებმა გამოიჩინეს კეთილი ნება და მეტოქე გუნდს გაძევებული მოთამაშის სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლების საშუალება მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მსაჯს თამაშის სადავეები თავიდანვე გაექცა, რაზეც მოგვიანებით გავამახვილებთ ყურადღებას...

წითელ ბარათს ვიტ ჯორჯიელთა გოლი უძღვოდა, მეთერთმეტე წუთზე სარაევოს კარში გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 1:0. პირველი ნახევარი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე მოწინააღმდეგე გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 47-ე წუთზე გოლი შიშიჩმა გაიტანა - 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი 51-ე წუთზე მიიღეს, გატანილი ბურთი პირად აქტივში შოფრანაჩმა მიითვალა - 1:2. ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობა 75-ე წუთზე აღადგინეს, პაატა ღუდუშაურმა ფენომენალურად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და პენალტი გოლადაც აქცია - 2:2.

გაშვებული გოლის შემდეგ სარაევოს ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, ამას თან დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი სარაევოს ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

საფინალო შედეგი - 2:2 დაფიქსირდა.

ვიტ ჯორჯია 2:2 სარაევო

გოლები: 1:0 მუსელიანი (10') 1:1 შიშიჩი (47') 1:2 შოფრანაჩი (51') 2:2 ღუდუშაური (პენ. 75')

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 65'), გეთიაშვილი (ჩაკვეტაძე 65'), ვაზაგაშვილი (ვასაძე 65'), კურდღელაშვილი (ღუდუშაური 55'), ზარიძე (მოსიაშვილი 55'), მუსელიანი (მუჯირი 65'), კიკნაველიძე (საჯაია 65'), ქისიევი (ჩიტიშვილი 46'), მაისურაძე (კიკნაველიძე 46'), სეხნიაშვილი

სარაევო: ჯაფიჩი, შოფრანაჩი, დუპოვაჩი, შაბანოვიჩი, ბეკიჩი, მუსტაფიჩი, კურდიჩი, ჯაჰიჩი, შიშიჩი, ჰალილოვიჩი, ჰანჯიჩი

შეცვლაზე შევიდნენ: რესიჩი, კაპიჩი, სალჩინი, ჯოკანოვიჩი, კრუზი

witgeorgia.ge

დათო
რა ხდება აკი საქარტველო ყველგან უყვართო, კი არ უყვართ უყვარდათ სსრკ-ს დროს.
kote
ვინ ეუხეშება? ამ ვიდეოში წითელია წაქცეული და ვიტ ჯორჯიელი ფეხზე დგას, ფაქტია რომ ამათმა იუხეშეს და ისინი ჩხუბზე გადავიდნენ. ხვალ ვის ეჩხუბებიან საინტერესოა ))
kote
UFC-ში აპირებენ გადასვლას? )))
Geo_Dinamo
ჩხუბი მაინც ისწავლონ ფეხბურთს მაიც ვერ სწავლობენ.
გოგა
ჩვენი რომელია თეთრი თუ წითელი? წინაზეც ასე ხო მოხდა რა ყველა ამ გუნდს ეუხეშება:)
ლომი
ზედიზედ მეორე თამაშში მოუვიდათ ჩხუბი!!! ესენი. ფეხბურთში სპარინგობენ თუ კრივში?
emigranti
ჯერ პოლონელებთან იჩხუბეს, ეხლა ბოსნიელებთან...საღოლ ვით-ჯორჯია, მაგრად ვარჯიშობენ ჩხუბში და რომ ჩამოვლენ ეროვნულ ლიგას დაერევიან, უფრთხილდით!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?