ისტორიაში 222-ე მადრიდულ დერბიში დებიუტანტმა სანტიაგო სოლარიმ გამოცდილ თანამემამულე დიეგო სიმეონეს კარგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ახლა უკვე "სამეფო კლუბია" მეორე ადგილზე...
ვიდეორეფერის პულტთან თუ ისევ ესპანელი რეფერი ზის, მაშინ ახალ ტექნოლოგიას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მადრიდის დერბიში ვიდეორეფერის პულტთან უნდიანო მალენკო იჯდა და, სულ მცირე, ორი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო - პირველი, როცა ანტუან გრიზმანის გოლი ჩათვალა (არადა, "ატლეტიკოს" ფეხბურთელი საგოლე პასამდე უხეშობდა), შემდეგ კი ხიმენესი აშკარად საჯარიმოს გარეთ ეუხეშა მეტოქეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ პენალტი არ გააუქმა.
საერთო ჯამში, "რეალმა" დამსახურებულად იმარჯვა დერბიში და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩის წინ შესანიშნავ ხასიათზეა. უელსელმა გარეთ ბეილმა ამ მატჩში მე-100 გოლი გაიტანა "რეალის" მაისურით. სანტიაგო სოლარის შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს "რეალის" თავკაცის პოსტზე - 13 თამაშში 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
სანტიაგო სოლარი ("რეალის" მწვრთნელი): "ეს იყო გუნდური გამარჯვება. სხვა გზა არ არსებობს, რომ ამ სტადიონზე ვინმემ გაიმარჯვოს. თამაშის ყველა ასპექტში ძლიერები ვიყავით. დეკემბრის მერე ასე მაგრად არ გვითამაშია. "რეალი" არასოდეს ნებდება. ჩვენ ახლა მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ ვიცი, "ატლეტიკო" ბოლომდე იბრძოლებს. მეტოქეს უდიდესი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ მიწაზე მყარად ვდგავართ და მუშაობას ვაგრძელებთ".
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ატლეტიკომ" წააგო, რადგან ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მე არასოდეს ვლაპარაკობ ვიდეორეფერის შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ტექნოლოგია დაიხვეწება და ყველას დაგვეხმარება. მე არ მაქვს საშუალება, ისეთი გამეორება ვნახო, როგორც მათ. ასე რომ, იმედი მაქვს, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ "ატლეტიკომ" ვიდეორეფერის გამო წააგო. ოპონენტი უფრო ძლიერი და მოწადინებული იყო, ვიდრე ჩვენ. "რეალს" შესანიშნავი თამაში გამოუვიდა. მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით".
09.02.19. ატლეტიკო-რეალი 1:3
ტურის სხვა მატჩებიდან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე", სადაც "სევილია" 0:2-ს აგებდა "ეიბართან", მაგრამ ევერ ბანეგას გაძევების შემდეგ 10 კაცით უკეთ ათამაშდა და ქულაც იხსნა. აი, "მესტალიაზე" კი პირიქით, ყველა საინტერესო მატჩს ელოდა, მარსელინოს "ვალენსიამ" და "რეალ სოსიედადმა" კი უღიმღამო 0:0 ითამაშეს. ტურის გმირი "ლეგანესის" 21 წლის მაროკოელი ფორვარდი იუსეფ ენ-ნესირია, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და "ბეტისი" დააჩოქა.
დაბოლოს, ლიდერი "ბარსელონა" ლიონელ მესისთან (რომელიც, თითქოს, ტრავმირებული იყო) ერთად ესტუმრა "სან მამესს" - 0:0.
ფაქტები
ნესტორ არაუხოს გოლი "ხეტაფეს" კარში ყველაზე სწრაფია "სელტასთვის" ლა ლიგაში 2007 წლის შემდეგ - 1:57 წუთი.
"ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკომ" პირველ ტაიმში ორი გოლი ისტორიაში პირველად გაუშვა.
კაზემიროს გოლი უსწრაფესია მათ შორის, რაც "ატლეტიკომ" ლა ლიგაში გაუშვა "ვანდაზე" - 15:09 წუთი.
გარეთ ბეილმა "რეალის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრება).
მხოლოდ ტიბო კურტუამ შეძლო "ვანდაზე" ორჯერ გამარჯვება (1 "ჩელსის" და 1 "რეალის" მაისურით).
ესეკიელ ავილია "უესკას" მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში დუბლი შეასრულა.
გარეთ ბეილი "რეალის" 21-ე ფეხბურთელია, ვინც კლუბის სახელით 100 გოლი გაიტანა.
სერხიო რამოსმა (რეალი) ლა ლიგაში 8 პენალტი დაარტყა და 8 გაიტანა.
იუსეფ ენ-ნესირიმ "ლეგანესის" ბოლო 7 მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა.
ენ-ნესირი "ლეგანესის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"ვალენსიამ" სეზონში 13 მატჩი ითამაშა ფრედ, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
პაბლო სარაბიამ (სევილია) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრება) 5 მატჩში შეძლო გოლი პლუს პასის შესრულება. მეტი ასეთი მატჩი მხოლოდ მესის აქვს - 8.
"ბარსელონამ" 1-წლიანი პაუზის მერე (37 მატჩი) ლა ლიგაში ვერ გაიტანა გოლი. ბოლოს ეს 2018 წლის თებერვალში "ხეტაფეს" წინააღმდეგ მოხდა.
ლა ლიგა. XXIII ტური
ხეტაფე-სელტა 3:1
გოლები: 0:1 არაუხო (2), 1:1 მატა (39-პენ), 2:1 მოლინა (62), 3:1 მატა (81)
ატლეტიკო-რეალი 1:3
გოლები: 0:1 კაზემირო (16), 1:1 გრიზმანი (25), 1:2 სერხიო რამოსი (42-პენ), 1:3 ბეილი (74)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლუკა ერნანდესი - ა. კორეა (65. როდრი ერნანდესი), თომასი, საულ ნიგესი, ლემარი (59. ვიტოლო) - მორატა (71. კალინიჩი), გრიზმანი
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (84. სებალიოსი) - ლუკას ვასკესი, ბენზემა (89. მარიანო დიასი), ვინისიუსი (57. ბეილი)
გაძევება: თომასი (80)
ესპანიოლი-ვალეკანო 2:1
გოლები: 0:1 ბა (33), 1:1 ბ. იგლესიასი (72-პენ), 2:1 დარდერი (95)
ჟირონა-უესკა 0:2
გოლები: 0:1 ავილია (35), 0:2 ავილია (40)
გაძევება: ესპინოსა (68. ჟირონა)
ლეგანესი-ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 ენ ნესირი (22), 2:0 ენ ნესირი (36), 3:0 ენ ნესირი (66)
გაძევება: ხ. გარსია (80. ბეტისი)
ვალენსია-სოსიედადი 0:0
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, რონკალია, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (62. კოკლენი), ჩერიშევი (75. გედეში) - გამეირო, მინა (66. როდრიგო)
სევილია-ეიბარი 2:2
გოლები: 0:1 ორელიანა (22), 0:2 შარლესი (63), 1:2 ბენ იედერი (88), 2:2 სარაბია (92)
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კარისო (74. ხილი), კიაერი, ვიობერი - პრომესი, ბანეგა, მესა (62. ფ. ვასკესი), ესკუდერო (61. ხესუს ნავასი) - სარაბია - ანდრე სილვა, ბენ იედერი
გაძევება: ბანეგა (84. სევილია)
ბილბაო-ბარსელონა 0:0
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე (88. ვერმალენი), სერხი რობერტო - არ. ვიდალი (64. ალენია), ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (75. დემბელე)
ვალიადოლ.-ვილიარეალი 0:0
ორშაბათი. 11 თებერვალი
ალავესი-ლევანტე 23:59
ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 11 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).
მომდევნო ტური
15 თებერვალი: ეიბარი-ხეტაფე
16 თებერვალი: სელტა-ლევანტე, რაიო ვალეკანო-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ლეგანესი, ბარსელონა-ვალიადოლიდი
17 თებერვალი: რეალი-ჟირონა, ვალენსია-ესპანიოლი, ვილიარეალი-სევილია, ბეტისი-ალავესი
18 თებერვალი: უესკა-ბილბაო.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფენომენო
ყველამ კარქათ ვიცით რა გუნდია რეალი და ნებისმიერი გუნდის დამარცხება რომ შოუძლია.
912
მსაჯების რეინკარნაცია!!! რეალი ან ვერ იგებს ან მსაჯების დახმარებით აღწევს გამარჯვებას. სამარცხვინო გუნდი!!!
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ვალვერდემ ბოლო წუთზე რეალს ასეთი გოლით მოაგებინა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს