9 წელი გავიდა კანადის ქალაქ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო.

მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს, უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა. მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და რკინის ჯებირებს შეეჯახა.

ნოდარი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ჰქონდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი უბედურების მიზეზად, სპორტსმენის გამოუცდელობას ასახელებდნენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და აპროტესტებდნენ მოციგავის ოჯახის წევრები და ახლობლებლები. საბოლოოდ კი, საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.

როგორც Sportall.ge-სთან საუბარში ნოდარის მამა დავით ქუმარიტაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ჩამოსულმა დელეგაციამ ოფიციალურად აღიარა, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვა საციგურაო ტრასის ბრალი იყო.

- ჩამოვიდა დელეგაცია საქართველოში და ოფიციალურად აღიარეს, რომ ტრაგედია ტრასის გაუმართაობამ გამოიწვია. გერმანელი, რომელიც შეჯიბრის გამარჯვებული გახდა, ნოდარის ორმოცზე იყო ჩამოსული და სახალხოდ თქვა, ნოდარი რომ არ ყოფილიყო, ჩვენც რომელიმე დავიღუპებოდითო. ნოდარმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლეო.

- დატრიალებული უბედურების შემდეგ გამოასწორეს ტრასის ხარვეზი?

- იმ ღამესვე დაიწყეს ტრასის პრობლემის მოგვარება, მაგრამ მაინც იმტვრეოდნენ სპორტსმენები.

- როგორც თქვენი საჯარო კომენტარებით ცნობილია, ნოდარს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტრასა იყო საშიში. ასპარეზობამდე ხომ არ გისაუბრიათ მამა-შვილს ამ საკითხზე?

- მანამ, სანამ ვარჯიშები დაიწყებოდა, ტელეფონით მელაპარაკა, მითხრა, ძალიან სახიფათო ვირაჟიაო. მე ვუთხარი, თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეში, "დაატორმუზე"-მეთქი, არ გარისკო-მეთქი. ეწყინა ჩემი ეს რჩევა, ძალიან გამიბრაზდა, ტელეფონი გამითიშა... რას ლაპარაკობ, მამაო, "დასატორმუზებლად" ჩამოვედიო?!

- ბატონო დავით, ნოდარმა თვითონ გადაწყვიტა, გამხდარიყო მოციგავე თუ თქვენმა ფაქტორმაც მოახდინა მის არჩევანზე გავლენა?

- თვითონ დაინტერესდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი გადაწყვეტილება. მეც არ მიფიქრია, რომ მოეწონებოდა სპორტის ეს სახეობა. რომ ვუხსნიდი და ველაპარაკებოდი, როგორც ჩანს, დაინტერესდა. სამგზის ჩემპიონი ვარ საბჭოთა კავშირის. მისი პირველი მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილი იყო.

- თქვენი და თქვენი ვაჟის გადაწყვეტილებას, მოციგავე გამხდარიყო, როგორ შეხვდა ნოდარის დედა?

- დედამისი დიდად ვერ ერკვეოდა ამ სპორტში, მაგრამ დათანხმდა შვილის გადაწყვეტილებას. რა ვიცოდით, ასეთი ტრაგედია რომ დატრიალდებოდა.

- გარდა სპორტისა, რით იყო კიდევ ნოდარი დაინტერესებული?

- როცა დრო ჰქონდა, ბაკურიანში თხილამურებზეც დგებოდა, პატარებს თხილამურებზე დგომას ასწავლიდა. ეკლესიური იყო ძალიან, წირვებზე დადიოდა. ეკონომიურზე სწავლობდა. ტრაგედია რომ დატრიალდა, მე-4 კურსზე იყო. დიპლომი სახლში მოგვიტანეს.

- რა ასაკში მოვიდა მისთვის პირველი წარმატება?

- თუ არ მეშლება და კარგად მახსოვს, 16 წლის იყო, როცა გერმანიაში ჩატარდა ტურნირი და თხუთმეტეულში მოხვდა.

- სკოლა საზღვარგარეთ დაამთავრა თუ იქ მხოლოდ სავარჯიშოდ დაგყავდათ?

- წიგნები დაჰქონდა თან და იქ მეცადინეობდა. სკოლა ბაკურიანში დაამთავრა.

ინფორმაციისთვის, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა. ბაკურიანის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, იმ ქუჩას, სადაც ქართველი ოლიმპიელი ცხოვრობდა, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო 2018 წელს, სპორტსმენის დედის, დოდო ხარაზიშვილის ავტორობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა წიგნი, რომელიც 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს.

რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის

არავინ
საქართველოში სპორტული ჟურნალისტიკა მკვდარია, არავინ არაფრის აზრზე არ არის იშვიათი გამონაკლისების გარდა
912
მოციგავე და მოციგურავე განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამოდიან
aleqsandre
ღმერთმა ცათა სასუფელევი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო
შალვა 73
უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული ნოდარ. მადლობა ყველაფრისთვის.
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]
8 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან
"ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ ცოტა ხანში, ტრასა სიკვდილის გვირაბად იქცეოდა" - ქართველი ბიჭი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
ზამთრის ოლიმპიური თამაშები: შამონიდან სოჭამდე
ნოდარ ქუმარიტაშვილს 33 წელი შეუსრულდებოდა
ამბავი, რომელიც ყველას გულს უჩუყებს - საბა ქუმარიტაშვილმა ნოდარის მისია 12 წლის შემდეგ შეასრულა