ვენუსი მალე დაბრუნდება

როგორც მიმოხილვაში დავწერეთ, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ვერ შეძლო მადრიდის მასტერსის მერვედფინალში რაფაელ ნადალის წინააღმდეგ კორტზე გასვლა. მიზეზი ბარძაყის ტრავმა იყო. ამერიკის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა იმედი გამოთქვა, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება. ამასთან, დელ პოტრომ კომენტარისას დაამატა, რომ სავარაუდოდ როლან გაროსის გამოტოვება მოუწევს, რომელიც 22 მაისს პარიზში დაიწყება.

"იმედია, დაზიანება სერიოზული არ არის და სწრაფად მოვახერხებ ძალების აღდგენას, - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" კომენტარისას დელ პოტრომ. - მომიწევს რომის ტურნირის გამოტოვება და სავარაუდოდ, ვერც როლან გაროსზე ვითამაშებ. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ტურნირის შუა გზაში მიტოვება, მაგრამ ვერ ვაჩვენებდი კარგ თამაშს. ფიზიკური ფორმის წესრიგში მოყვანის ყველა მცდელობა ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა".

ამასობაში, როგორც ჩანს, მალე მოგვარდება ვენუს უილიამსის პრობლემები. ამერიკელმა ჩოგბურთელმა დაადასტურა ივნისში ისტბურნის ტურნირში მონაწილეობა. ეს შეჯიბრი წინ უძღვის "დიდი სლემის" რიგით მესამე ჩემპიონატს - უიმბლდონს.

ასე რომ, 30 წლის ვენუსმა 1998 წლის შემდეგ პირველად უღალატა ტრადიციას. ადრე დები უილიამსები როლან გაროსის შემდეგ ამერიკაში ბრუნდებოდნენ და იქ ემზადებოდნენ უიმბლდონისთვის.

შეგახსენებთ, რომ უფროს უილიამსს წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ უთამაშია ოფიციალურ შეჯიბრში, მისი დის - სერენას პაუზა კი უკვე თითქმის წელიწადს უტოლდება. სერენას უიმბლდონზე თამაშის საკითხი ჯერაც ღიად არის დარჩენილი.

რუსული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა სვეტლანა კუზნეცოვამ შეწყვიტა ურთიერთობა ესპანელ მწვრთნელ კარლოს კუადრადოსთან. შეგახსენებთ, ეს თანამშრომლობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და შედეგი არ მოიტანა - რუსმა წელს ვერც ერთ ტურნირში ვერ შეძლო თუნდაც ფინალში გასვლა. ამ მომენტისთვის კუზნეცოვა წარსულში ცნობილი ლატვიელი ჩოგბურთელის ლარისა სავჩენკოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, მისი სპარინგ-პარტნიორი კი ალექსანდრ კრასნორუცკია.

რუსმა ამ კვირას მიმდინარე მადრიდის ტურნირზე პირველი წრე წააგო, მომავალ კვირას კი რომის ტურნირზე აპირებს გამოსვლას.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს