გიორგი პაპუნაშვილი რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს 22 დეკემბერს, "ექსტრამადურასთან" შეხვედრაში დაუბრუნდა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა.

მას შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კიდევ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს 25 იანვარს "ოვიედოსთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში, თუმცა მას შემდეგ "სარაგოსას" მიერ გამართულ ორ თამაშში - "ლას პალმასთან" და "ლუგოსთან" მონაწილეობა აღარ მიუღია.

ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"2018-19 წლების სეზონი "სარაგოსას" ქართველ ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილისთვის ტრადიციულად მიმდინარეობს. მისმა ტრავმამ ისევ "გამოანათა". მისი მეორე სეზონი ესპანურ ფეხბურთში ფიზიკური პრობლემებითაა სავსე.

რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ ის "ექსტრამადურასთან" დაბრუნდა, გამარჯვების გოლიც გაიტანა და მას შემდეგ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი დაზიანება ვარჯიშზე თანაგუნდელმა ალბერტო ზაპატერმა მიაყენა. ამჯერად გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა კოჭში არ ყოფილა, თუმცა ფეხბურთელი დისკომფორტს მაინც განიცდის, რის გამოც დაბრუნებას ვერ ახერხებს.

გასულ კვირაში ვიქტორ ფერნანდესი ("სარაგოსას" დამრიგებელი) ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ქართველ ფეხბურთელს ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამჯერად პაპუს ფიზიკური მდგომარეობა უცნობია. სამწვრთნელო შტაბსა და სამედიცინო ჯგუფს კი თავის ტკივილი გაუჩნდათ, რადგან "სარაგოსას" გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია" - წერს Eldesmarque.com-ი.

არა ცუდის მსურველი
ვისაც ტკივილი არ გამოუცდია ( ღმერტმა არც გამოგაცდევინოთ) მხოლოდ ისინი თუ გეტყვიან დარჩიო ფაქტია რო შეცდომებია დაშვებული წინა წლებში რაც სამწუხაროდ ვეღარ გამოსწორდება და არ ღირს ტკივილის მოთმენა მაშინ როცა გვირავის ბოლოს სიბნელია რისი გულისტვის თორე კი ბოლოს რამდენჯერაც გამოჯანმრთელდა იმდენჯერ ისევ ტრავმა მიიღო რა ესპანეთში ექიმები არ ყავტ? ისე ცუდათაა საქმე რო გამოსავალი ვერ მოძებნეს სამწუხაროდ ტკივილის მოთმენა ტკივილისთვის არ ღირს ჩემი სუბიექტური აზრით
კ ო მ ბ ლ ე
ალიოხინი ცალი ფეხითაც მაგრად თამაშობდა.
ანესთეზეოლოგი
ჩვენს ფეხბურთელებს აქვთ ერთი დიდი და საერთო პრობლემა. ეს არის მათი ფიზიკური განვითარების პერიოდში დაშვებული შეცდომები. არასწორი ვარჯიშები და ზედმეტი დატვირთვები იმის ფონზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს აღდგენითი პროცედურების დარბაზი და პროგრამები. ასეთი აუცილებელი მატერიალური ბაზის არასებობა იწვევს სწორედ მსგავს პრობლემებს უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებში. მართალია არსებობენ ტრავმისადმი მიდრეკილი ფეხბურთელებიც, მაგრამ ეს საქართველოში მაინც გლობალური პრობლემაა...
ირაკლი
კარგი ფიზიო ან კინეზითერაპევტები არ გვყავს? რატომ სულ ბროლივით ნაზები და მოურჩენლები არიან ჩვენი ბიჭები?
ვასო
მოურჩენელი ჭირს? ექიმები არ არიან მაქეთ? გაიკეთოს ოპერაცია სადმე კაი კლინიკაში ბოლობოლო. აბა ასე წვალება, რა ჭირი გვჭირს.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა