27 წლის მაია გუჩმაზოვა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს. დაშნით მოფარიკავე სპორტსმენი კარიერის დასაწყისიდანვე შეჯიბრებებში რუსეთის სახელით გამოდიოდა.

როგორც Sportall.ge-სთან საუბარში გუჩმაზოვამ აღნიშნა, შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან მიიღო და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას გარკვეული დროისა და ფიქრის შემდეგ დათანხმდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე გუჩმაზოვამ არაერთხელ ისახელა თავი, როგორც აღმოჩნდა, წარსულის მიღწევებზე საუბარი არ უყვარს.

თუ როდის და როგორ დაუკავშირა მაიამ ცხოვრება ფარიკაობას და სამომავლოდ რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე...

- 1991 წლის ოქტომბერში ვლადიკავკაზში დავიბადე. დედ-მამასთან ერთად ახლაც ვლადიკავკაზში ვცხოვრობ. ჩემი მშობლები ემიგრანტები გახდნენ და ამიტომ მოუწიათ საქართველოდან გადასვლა საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში. ბავშვობა მქონდა ჩვეულებრივი. ვიყავი ძალიან ენერგიული, ცელქი და გათამამებული გოგო. ყოველი წლის ზაფხულს ოჯახთან ერთად ვსტუმრობდით ჩვენს სოფელს, ორთუბანს, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იქ არის ჩვენი მეორე სახლი, სადაც ცხოვრობს ბებია. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როცა ვახერხებ, დასასვენებლად ჩავდივარ.

- როდის გადაწყვიტეთ ფარიკაობაზე სიარული და სად დაიწყეთ ვარჯიში?

- მე-6 კლასში ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. ვლადიკავკაზის მე-40 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს სკოლაში ყოფილა სპეციალური კლასი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ირინა კესაევა, რომელსაც დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ მოგვიახლოვდა გოგონებს და გვკითხა: გაქვთ თუ არა წიგნი ოსურ ლიტერატურაზეო (შვილისთვის უნდოდა)? ჩვენ მივეცით სახელმძღვანელო და ამის შემდეგ ის დაინტერესდა, გვინდოდა თუ არა ფარიკაობაზე სიარული. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ფარიკაობა (სახლშიც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ). საბოლოოდ, მივედი, ძალიან მომეწონა და დავიწყე ვარჯიში ვლადიკავკაზში. როცა გავიზარდე და გავხდი იუნიორების ასაკის, ფარიკაობაზე სიარული მოსკოვში გავაგრძელე, მარინა მაზინას ხელმძღვანელობით.

- როდის მოვიდა პირველი წარმატება?

- სიმართლე გითხრათ, პირველმა წარმატებამ დიდხანს არ მალოდინა, რადგან ბავშვობიდანვე ვიყავი ძალიან მიზანდასახული! ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი საუკეთესო! სამხრეთის ფედერალური ოლქის და რესპუბლიკის დონეზე შედეგები სწრაფად დავდე. როდესაც გავხდი უფრო დარწმუნებული ჩემს თავში, ყველაზე დიდი წარმატებაც მაშინ მოვიდა - ქ. ძერჟინსკში რუსეთის პირველობაზე მე-3 ადგილი დავიკავე, მერე კი ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

- მოგვიყევით თქვენს კარიერულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე...

- წარმატებებს ადრეულ ასაკში მივაღწიე, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, თითქოს გამოდის, რომ ვტრაბახობ. ჩვეულებრივ, როცა ამ ტიპის კითხვას ოსეთში მისვამენ, ვპასუხობ: თუ ჩემ შესახებ არ გსმენიათ, არა უშავს, მალე მოისმენთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ვართ ორიენტირებულნი. აუცილებლად უნდა მოვიგოთ ღვთის წყალობით. სურვილიც გვაქვს და შესაძლებლობაც. საჭიროა ვიშრომოთ და მივაღწიოთ საერთო მიზანს.

- დროის რა ნაწილს უთმობთ ვარჯიშს?

- მთელ დროს ვარჯიშს ვუთმობ. როცა ოსეთში ვარ, ორმაგად ვვარჯიშობ. ახლახან დავბრუნდი შეკრებიდან. იქაც ყოველდღე ვიყავი დაკავებული, დასვენების დღეებშიც კი.

- ძალიან ლამაზი გარეგნობის გოგო ხართ. ხომ არ გყავთ რჩეული? ქართველი მამაკაცები მოგწონთ?

- წინა კითხვის პასუხის შემდეგ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, რჩეული მამაკაცი მყავს, მიუხედავად ჩემი მოუხერხებელი გრაფიკისა. რაც შეეხება ქართველ მამაკაცებზე შეკითხვას, ამაზე არც მიფიქრია. ეროვნებას არასდროს ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარია, ადამიანი იყოს კარგი.

- გარდა სპორტისა, კიდევ რით ხართ დაინტერესებული? როგორც ვიცით, იყავით სტუდენტი. რა პროფესიას ეუფლებოდით და სად?

- თავისუფალ დროს ვცდილობ, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვიყო. განსაკუთრებული გატაცება არ მაქვს. რაც შეეხება სწავლას, როგორც უკვე აღვნიშნე, მე დავამთავრე მე-40 საშუალო სკოლა ვლადიკავკაზში. შემდეგ ჩავაბარე "СОГУ"-ში (ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფიზკულტურისა და სპორტის ფაკულტეტზე, რომელზეც სწავლა დავასრულე 2013 წელს.

- როდიდან ასპარეზობთ რუსეთის სახელით?

- კარიერის დასაწყისიდანვე რუსეთის სახელით გამოვდიოდი.

- ახლა საქართველოს სახელით ასპარეზობთ. რატომ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ რუსეთის სახელით ასპარეზობაზე? როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს რუსეთსა და ოსეთში?

- უარის თქმა ცოტა უხეშად ჟღერს, უარი არ მითქვამს, უბრალოდ, ჩემს მწვრთნელთან ერთად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი წინსვლისთვის ასე იყო საჭირო. თუ გინდა ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიო, უნდა გარისკო. მომივიდა წინადადება საქართველოს ნაკრებიდან, რომ მათი წევრი გავმხდარიყავი. ჩვენ ნახევარი წელი განვიხილავდით ამ შემოთავაზებას, საბოლოოდ კი გადავწყვიტე, რომ დავთანხმებულიყავი. ჩავთვალე, რომ ჩემი მომავლისთვის ასე აჯობებდა. რუსეთსა და ოსეთში ჩემს გადაწყვეტილებას ნორმალურად შეხვდნენ, თუმცა ბუნებრივია, არის ჩემი მისამართით პოლიტიკური ხასიათის თავდასხმები, მაგრამ ვისაც ესმის სპორტი, ის ჩემს გადაწყეტილებასაც გაიგებს.

- როგორია თქვენი შეხედულება და განწყობა საქართველოზე?

- ძალიან თბილი და დადებითი მოგონებები მაკავშირებს საქართველოსთან. ჩემი ნათესავების ნახევარი საქართველოში ცხოვრობს, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან. ბავშვობიდან ვიცი ქართული. მართალია, არასრულყოფილად, მაგრამ მესმის, რასაც ამბობენ ქართულად. მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე სოფელ ორთუბანში, სადაც ცხოვრობს ჩემი ბებია. ეს არის საოცარი ადგილი და მე ის ძალიან მიყვარს.

- ქართველი მეგობრები გყავთ?

- რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრები - არა. ჩვენ ვკითხულობთ და ვწერთ ხოლმე ერთმანეთს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: რუსკა კილასონია

სიმართლის მოყვარული
რესპოდენტისგან ძალიან ზუსტი პასუხებია გაცემული საკმაოდ კარგად დასმულ კითხვებს. აშკარად ეტყობა, რომ გოგონა არა მარტო გარეგნულად არის ლამაზი, შინაარსობროვადაც საინტერესოა. წარმატებებს!
Niko
ოსები გავაძევეთ არ იხვის ტოლმა :D სსრკს დაშლისთანავე ოსებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქართულ მიწაზე ამით დაიწყო და გამწვავდა ადრინდელი კონფლიქტი. ეს ზედმეტი კეთილშობილება დაგვღუპავს მართლა რა. იმათგან 1 ბოდიში არ მომისმენია მაშინ როცა ისინი ბევრად უფრო მეტად არიან დამნაშავეები. და ამ დროს შემოვდივარ აქ და ვკითხულობ კომენტარებს ჩვენი ბრალიაო))) არ შეიძლება ასე. ცოტა თავმოყვარეობა შეინარჩუნეთ
n
ოოო რას გვეუჟმურები ვერ გავიგე
ეი შენ
ძალიან ლამაზი გოგოა და იმედი მაქვს საქართველოს ასახელებს! აგრეთვე ძალიან სასიამოვნოა რომ ეროვნებით ოსია და მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ საკმაო წნეხის ქვეშ იქნებოდა სეპარატისტულად განწყობილი ოსების მხრიდან საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიუღია. ზოგადად ჩვენი დიდი სირცხვილია, რომ 90-იან წლებში უამრავი სრულიად უდანაშაულო ოსი გავაძევეთ აქედან და ეს გულისტკივილი ჩანს ამ ინტერვიუშიც. ოსები ჩვენი უახლოესი ხალხია მენტალურად და კულტურულად ასევე რელიგიიტ და მალე მოვა დრო, რომ ყველანაირი მტრობა წარსულს ჩაბარდება. ყველამ უნდა ვიღვაწოთ ამისთვის!
Bella Sanakoeva
Моя красотка
status quo
კაი გოგოა,ოსებს ლამაზი ქალები ჰყავთ.
Geo_Dinamo
ყოჩაღ და მადლობა ჩვენი სახრლით რომ გამოდიხარ. ძალიან ლამაზი გოგო ხარ. გისურვებ წარმატებებ და ოლიმპიორ ოქროს!
გლახუნა
მართლა ლამაზი გოგოა, წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი !
ტოტტი
ძალიან ლამაზი გოგოა წარმატებები მაიას,
aburjga
ძალიან ლამაზი გოგოა, ძალიან მომხიბვლელი!
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
მარცხი მსოფლიოს 317-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაუტჰაუზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, "კვარადონა" - ფანტასტიკური
"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს
"ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
დიდი მატჩი კვარაცხელიას მონაწილეობით! - ხვიჩა თუ ჰარი?
გილოცავთ! - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული მე-4 ადგილი დაიკავა
6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ჯგუფიდან გავიდნენ
მინიმუმ 2 ოქროს უნდა ველოდოთ - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ქართველი მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიზნებით მიემგზავრებიან
მერაბ ბაზაძე ისრაელში არალეგალურად დარჩენილ ქართველებზე: პირადად არ ვიცნობდი მაგ ხალხს, გვარებიც არ ვიცი
მოფარიკავე მაია გუჩმაზოვა ტაშკენტის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ულამაზესი მოფარიკავე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია [PHOTO]
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე აირჩიეს
მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე იფარიკავებენ
მერაბ ბაზაძე: მსაჯის შეცდომის გამო ვერ მოვხვდით ოთხეულში