ბათუმის მშენებარე სტადიონის მონახულების შემდეგ Sportall.ge-მ ფოთს მიაკითხა და დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ადგილობრივი სტადიონის მშენებლობა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება.

უკვე აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

ტრიბუნის მიმდებარედ, 1500 კვ. მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებზე ახლა 25 ადგილობრივია დასაქმებული.

ამ ეტაპზე სტადიონი უეფას მე-2 კატეგორიის სტანდარტებით შენდება. მას შემდეგ, რაც ყველა ტრიბუნა მოეწყობა, სტადიონი უეფას მე-3 კატეგორიის სტანდარტის შესაბამებისი უნდა გახდეს, რადგან არსებული ინფორმაციით, შეიძლება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშები და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფოთში გაიმართოს.

ფოთის სტადიონის საბოლოო იერსახე ასე გამოიყურება:

"გასულ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოედანზე ბუნებრივი საფარი დააგო. ამჯერად უსაფრთხოების მიზნით სტადიონი დროებით შემოიღობება, მოედნის ირგვლივ ხელოვნური საფარი დაიგება, გაკეთდება სათადარიგოთა დასაჯდომი სკამები და ოთახები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება", - აცხადებენ ფოთის მერიაში.

აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ სატადიონზე თამაშები განახლდება.

სტადიონის მოვლა-პატრონობას ა(ა)იპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება უზრუნველყოფს. ფოთის "კოლხეთმა" აღნიშნულ გაერთიანებას სტადიონი ფინანსური პრობლემების გამო მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს გადასცა.

ფოთის სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა აიღეს, თუმცა ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. ფოთის მერიასა და აღნიშნულ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

"ამ ობიექტთან დაკავშირებით სამი კონტრაქტორი კომპანია იყო. პირველი არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ჩვენ მიერ იქნა დისკვალიფიცირებული. ასევე მეორე კონტრაქტორსაც მოუწია იგივე. დავა სასამართლოში გრძელდება. შპს "ნიუ ქონთრაქშენმა" ბიუჯეტს 468 ათასი ლარი უნდა დაუბრუნოს, ხოლო შპს "ხიდმა" - 510 ათასი ლარი. ეს მესამე კომპანიაა "ელიტა ბურჯი", რომელიც საკითხის გადაწყვეტას სერიოზულად შეუდგა. ამჯერად სამუშაოების შესასრულებლად 1 მილიონ 870 ათასი ლარი დაიხარჯა. თვის ბოლოს სტადიონს ჩავიბარებთ", - განაცხადა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ თოდუამ.

იმისთვის, რომ სტადიონმა სრულყოფილი სახე მიიღოს, რაც ითვალისწინებს კიდევ სამი ტრიბუნის აშენებას, სტადიონის ეზოსა და პარკინგების კეთილმოწყობას, 5 მილიონ 413 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. როგორც იქ აცხადებენ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მაიკო ძაგანია სპეციალურად Sportall.ge-სთვის

კახა ქირია
ზოგის ვერ გამიგია:არ არის სტადიონი და რატომ არ არისო,არის და რატომ არისო.ქუდი რატომ არ გახურავს, იმის პონტშია.ნეტავ ყველგან გააკეთებენ ეგეთს.წარმატებები
QT
კარგად თუ დააკვირდები, განათებაც არის
QT
ზუგდიდის სტადიონი აშენდა ისე რომ სფფსთან არც პროექტი იყო შეთანხმებული არც მოედნის და ტრიბუნის პარამეტრბი, შესაბამისად არის პრობლემები და მაგ მოედანი სფფმ რომ ჩაიბაროს მან უნდა აგოს პასუხი. ამიტომ ვინც დაუკვეთა მანვე გაოასწროს ხარვეზები სფფს რეკომენდაციის გათვალისწინებით.
კახაბერი
რა ფასი აქვს ამ სტადიონს განათების გარეშე ?!
გოგა
კობიაშვილი კი გამობრძანდეს და თქვას ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით რა ხდება. რაღაც ისე ახსენა წინასარჩევნოდ რო არც ისიც რა ხდება
გოგა
ეე რო არ ჭამდეთ ნახევარს და არაპროფესიონალ კომპანიებს რო არ ქირაობდეთ მაგ თანხებში კარგი სტადიონები გამოვა. ეგ ბოლო იერსახე კი გვანახეთ მაგრამ მაგის დასრულება თქვი შენ
beqa
ზუგდიდშიც, რომ გაგევლოთ კარგი იქნებოდა.
NIGHT
ცოტა ნორმალური კომპანია და მაქსიმუმ 3000 კაცი რომ ეტეოდეს ხარისხიანი და იაფი აქ იმხელა თანხებს ასახელებენ ალბად ჯიბეში მიდის ნაწილი ან ბათუმს რათ უნდა ამხელა სტადიონი გასაგებია ლამაზია მარა ფულის ყრა სტადიონი არ გაივსება თუ ამხელა სტადიონი შენდება გუნდიც ძლიერი სპონსორის ხელში უნდა იყოს რომელიც მილიონებს ჩადებს და მეორე დონის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სიძლიერის გუნდი იქნება მაშინ ეროპაზე გასვლის და სტადიონის გავსების შანსიც იქნება ეხლა არამგონია პირველ მატჩებში შეიძლება გაავსოთ მერე ნელ ნელა დაიკლებს და დაიკლებს როგორც წესი
ლაშა
ძალიან მაგარია!!!
კოლმეურნეობის თავმჯდომარე
რას ამბობ კაცო ეგი საღორეა თუ საკონცერტო დარბაზი?რათ უნდათ ამხელა
ოთო
ძალიან მომწნოს პატარა და ლამაზი სტადიონი ქართულ ჩემპიონათს არ ჭირდება ამაზე დიდი
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე