"ვიტ ჯორჯიამ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ "კაისარს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

ანგარიში ვიტ ჯორჯიელებმა სწრაფადვე გახსნეს. მეთორმეტე წუთზე ვეტერინართა კომბინაცია ნიკოლოზ მაისურაძის მიერ გატანილი ბურთით დასრულდა, რომელმაც დავით მუჯირის გადაცემის შემდეგ იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო - 1:0. დაპირისპირების 32-ე წუთზე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, გოლი შოხან აბზალოვმა გაიტანა - 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, კაისარის კარი 38-ე წუთზე დავით მუჯირმა დალაშქრა - 2:1. ყაზახებმა ანგარიში 43-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაათანაბრეს, შედეგიანი დარტყმის ავტორი ტიგრან ბარსეღიანი გახდა - 2:2.

საფინალო რეზულტატი 66-ე წუთზე დაფიქსირდა. ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმა გაითამაშეს, კარში კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა და ქაისარის კიპერმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ბურთთან პირველი გიორგი ვასაძე აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა - 3:2.

ვიტ ჯორჯია - კაისარი 3:2

გოლები: 1:0 მაისურაძე (12) 1:1 აბზალოვი (32) 2:1 მუჯირი (38) 2:2 ბარსეღიანი (43) 3:2 ვასაძე (66)

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე (ისერგიშვილი 46'), გაფრინდაშვილი (საჯაია 65'), ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი (ვასაძე 46'), ზარიძე (მოსიაშვილი 65'), მუსელიანი, კიკნაველიძე (ჩიტიშვილი 60'), მუჯირი (ღირდალაძე 68'), მაისურაძე (ჩაკვეტაძე 58'), კაკაშვილი (ღუდუშაური 68'), სეხნიაშვილი

კაისარი: გრიგორენკო, ამირსეიტოვი, ბარსეღიანი, გორმანი, ლამანჟე, მაროჩკინი, ტაგიბერგენი, ბეზკატი, სადოვნიჩი, ჯოშუა, მბომბო

witgeorgia.ge

FCDB1923
Ar uchxubiat?)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
საჩხერის "ჩიხურამ" ყაზახეთის "კაისარი" დაამარცხა [VIDEO]
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
საბურთალო - კაისარი [LIVE]
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?