საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან ის მოთამაშეები შეირჩევა, რომლებიც 21 თებერვალს საბერძნეთს, ხოლო 24-ში ესტონეთს დაუპირისპირდებიან. გამოძახებულნი არიან, თუმცა ნაკრების შემადგენლობაში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ თორნიკე შენგელია და ნიკა დარბაიძე.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა – ესტონეთთან და ისრაელთან – წააგოს.

ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად ნაკრების კანდიდატები ოლიმპიურ სასახლეში შეკრიბა, სადაც ეროვნული გუნდი 18 თებერვლამდე ივარჯიშებს, ხოლო 19-ში, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც კუნძულ კრეტაზე 21 თებერვალს ელინთა ნაკრებს დაუპირისირდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთიდან 23 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდება და ესტონეთთან მატჩისთვის მომზადებას სპორტის სასახლეში განაგრძობს. ბალტიისპირელებთან მატჩი 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.

საბერძნეთში გამგზავრებამდე, 18 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მასმედიის წარმომადგენლებისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

N
აკი გოგა ტრავმირებულია და ვერ დაგვეხმარებაო?!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89