სასამართლოში დავა გადაიდო, მანამდე კი "მონპელიეს" და "ტულონს" ურთიერთობის გარკვევა მოედანზე მოუწევთ
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში დღეს რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. პლეი ოფში გასვლისთვის აქ ცხარე ბრძოლებია მოსალოდნელი. ჩემპიონობისთვის ასპარეზობის გაგრძელების უფლება განაღდებული მხოლოდ ორს აქვს.

დარჩენილი ოთხი ადგილისთვის კი ერთბაშად ექვსი გუნდი იბრძვის, აქედან ოთხი ქართველ მორაგბეთა გუნდებია, "კლერმონი", "კასტრი", "მონპელიე" და "ტულონი".

ყველაზე კარგი სატურნირო მდგომარეობა დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" აქვს. "ვულკანები" 72 ქულით მესამე ადგილზე არიან, თუმცა პლეი ოფს მიღმა დარჩენის თეორიული საფრთხე მათთვის მაინც არსებობს. ჩვენებურის გუნდისთვის პლეი ოფში მოსხვედრად ერთი პრემიალური ქულის აღებაც საკმარისია. თუმცა, შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ის ერთი ქულაც არ დასჭირდეს.

"კლერმონი" ბოლო ტურში სტუმრად ხვდება გათამაშების ლიდერ "ტულუზს", რომელიც, ფაქტობრივად, უმოტივაციოდაა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ბრძოლა მაინც მძაფრი იქნება, რადგან ეს გუნდები ბოლო წლებში პრონციპულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ. ჩემპიონატის ფავორიტებიც, რეალურად, ისინი არიან.

"კლერმონს" დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული უკანახაზელი ჟულიენ მალზიო. სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს დავით ზირაქაშვილი.

პირველ წრეში კლერმონელებმა შინ 32:25 მოიგეს.

დაახლოებით "კლერმონის" იდენტური მდგომარეობა აქვს ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრს", რომელიც 72 ქულით მე-4 ადგილზეა.

"კასტრი" სტუმრად ეთამაშება კატალონიურ "პერპინიანს", რომელიც 63 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი რამდენიმე ტურის წინ დაკარგა. კასტრელები წლეულს შინ დაუმარცხებელნი არიან, თუმცა სტუმრად თამაში ნაკლებად წარმატებულად გამოსდით. გამარჯვების მიღწვეა მათ უფრო გაუჭირდებათ, რადგან "პერპინიანის" საშიანო არენა დიდი "სტუმართმოყვარეობით" არ გამოირჩევა.

"კასტრის" რიგებს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, ფეიქრიშვილმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ერთი სიტყვით, "კასტრს", მშვიდად რომ იყოს, ერთი პრემიალური ქულა სჭირდება. პირველ წრეში ჩვენებურთა გუნდმა შინ 23:13 მოიგო.

ყველაზე საინტერესო ბრძოლა მონპელიეში გაიმართება, სადაც მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის ადგილობრივი გუნდი, დავით ქუბრიაშვილის "ტულონს" უმასპინძლებს.

ამ დაპირისპირებაში ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება. დამარცხებული პლეი ოფის მიღმა დარჩება. მატჩის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ გუნდებს შორის ურთიერთობა მამუკა გორგოძესთან დაკავშირებულმა სატრანსფერო სკანდალმა გაართულა. გუშინ სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, რომელშიც "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი "მონპელის" წლიწადში 500 ათას ევროს ედავება. ჩვენებურთა გუნდის ადვოკატების თხოვნით სასამართლომ მოსმენა 24 მაისისთვის გადადო.

"ჩემმა ადვოკატებმა ბევრი იმუშავეს და გარწმუნებთ ცამდე მართალი ვარ, ახლა მხოლოდ იმის დადგენა მინდა, კომპენსაციის თანხის გადახდას როდის დაიწყებენ.

პირადად გორგოძეს არაფერს ვერჩი, თუ ხელს გამომიწვდის, მეც ვუპასუხებ, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში, სხვაგვარად ვერ მოვიქცევი. მე რომ მსგავსი შეცდომა დამეშვა, დარწმუნებული ვარ არავინ მაპატიებდა" - თქვა ბურჯელალმა.

ერთი სიტყვით, სასამართლომდე "მონპელიეს" და "ტულონს" ურთიერთობის გარკვევა ჯერ მოედანზე მოუწევთ. ქართველ მორაგბეთაგან ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ ჟღენტი, გორგოძე და ქუბრიაშვლი.

პირველ წრეში "ტულონმა" შინ მეტოქე 29:13 დაამარცხა.

ბექა შეყლაშვილის "აჟენი" ბოლო ტურში შინ ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივს". ამ მატჩს რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ორივე გუნდი დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და მიზანს რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მიაღწიეს.

I დივიზიონი

XXVI ტური

პერპინიანი-კასტრი, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი, ლა როშელი-ბაიონი, მონპელიე-ტულონი, აჟენი-ბრივი, ტულუზი-კლერმონი, ბურგუენი-ბიარიცი

სატურნირო მდგოამრეობა

1. ტულუზი - 78 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 74, 3. კლერმონი - 72, 4. კასტრი - 72, 5. ტულონი - 70, 6. ბიარიცი - 68, 7. მონპელიე - 67, 8. ბაიონი - 67, 9. პერპინიანი - 63, 10. სტად ფრანსე - 49, 11. ბრივი - 46, 12. აჟენი - 46, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგუენი - 10.

ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება ელიტურ, მეორე დივიზიონის რეგულარულ გათამაშებაშიც. აქ სატურნირო ცხრილს 97 ქულით სათავეში გურამ კავთიძის "ლიონი" უდგას, რომელიც უახლოეს მდევარ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" სამი ქულით უსწრებს.

ლიონელები ბოლო შეხვედრას სტუმრად გამართავენ დივიზიონიდან უკვე გავარდნილ "სენტ ეტიენთან" და, სავარაუდოდ, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. შედეგად, მათ პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილება, რითაც ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ.

კიდევ ერთი საგზური კი პლეი ოფში გათამაშდება. მასში მონაწილეების ვინაობა ჯერ კიდევ წინა ტურის შემდეგ გახდა ცნობილი. ქართველ მორაგებთა გუნდებიდან, აქ მხოლოდ "გრენობლი" იასპარეზებს.

II დივიზიონი

XXX ტური

მონ დე მარსანი-ოიონაქსი, პო-გრენობლი, ოში-ბორდო, კოლომიე-კარკასონი, დაქსი-ნარბონი, ექსი-ალბი, ორიაკი-ტარბი, სენტ ეტიენი-ლიონი

სატურნირო სმდგომარეობა

1. ლიონი - 97 ქულა, 2. გრენობლი - 94, 3. ალბი - 88, 4. ბორდო - 83, 5. მონ დე მარსანი - 81, 6. ოში - 75, 7. ოიონაქსი - 69, 8. პო - 69, 9. კარკასონი - 66, 10. ორიაკი - 66, 11. ტარბი - 62, 12. ექსი - 62, 13. ნარბონი - 60, 14. დაქსი - 50, 15. კოლომიე - 50, 16. სენტ ეტიენი - 17.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა