გუშინ, 6 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საზეიმოდ გაიხსნა მოჭადრაკე ქალთა მე-12 ევროპის ჩემპიონატი
გუშინ, 6 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საზეიმოდ გაიხსნა მოჭადრაკე ქალთა მე-12 ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 26 ქვეყნის 132 წარმომადგენელი იასპარეზებს.

შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმა ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის მერი გიგი უგულავა. "ამ რანგის საჭადრაკო შეჯიბრება არასდროს გამართულა საქართველოს დედაქალაქში, სადაც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალბატონები ცხოვრობენ. სასიამოვნოა, რომ ამ ჩემპიონატში კონტინენტის თითქმის ყველა უძლიერესი დიდოსტატი მანდილოსანი მოსინჯავს ძალებს, რაც ასპარეზობის უმაღლეს სპორტულ დონეს უზრუნველყოფს.

თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჩემპიონატის მონაწილეებს შესანიშნავი გარემო შეუქმნას, რათა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ და საქართველოს დედაქალაქში გატარებული დღეები მათთვის დაუვიწყარი იყოს", - თქვა გიგი უგულავამ.

ლადო ვარძელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: "მადლობა ყველას, ვინც ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. შესანიშნავი გარემოა. ურთულესი სპორტული ორთაბრძოლები იქნება, რადგან თბილისში საუკეთესო დიდოსტატები ჩამოვიდნენ. საპრიზო ფონდიც სოლიდურია. წარმატებას ვუსურვებ ჩემპიონატის ყველა მონაწილეს, უპირველესად ქართველ მანდილოსნებს. ვფიქრობ, დადგა დრო, ჩვენმა მოჭადრაკეებმაც მოსინჯონ ევროპული კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური".

კირსან ილუმჟინოვი, ფიდეს პრეზიდენტი: "შემთხვევითი არ არის, რომ შეჯიბრების მასპინძლად თბილისი აირჩიეს - საქართველოს მნიშვნელოვანი ტურნირების უმაღლეს დონეზე გამართვის შესანიშნავი გამოცდილება აქვს. საგულისხმოა, რომ ამ მიწაზე აღიზარდნენ სახელოვანი დიდოსტატები, მათ შორის - ჭადრაკის ლეგენდა ქალები: ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონმა ნონამ მსოფლიოში მანდილოსანთა შორის პირველმა მოიპოვა დიდოსტატის წოდება კაცებში. ორიოდე დღის წინათ ყაზანში დაიწყო მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირი. ბიჭებმა რომ გაიგეს, თბილისში ქალთა ევროპის პირველობის საზეიმო გახსნაზე მოვემგზავრებოდი, მთხოვეს, შეჯიბრების მონაწილეებისთვის მხურვალე სალამი გადმომეცა, რომელსაც მეც ვუერთდები. დიდი მადლობა თბილისის მერიას, სპორტის სამინისტროს და ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას, რომლებმაც უმოკლეს ვადაში შეძლეს ამ შეჯიბრების უმაღლეს დონეზე ორგანიზება."

ასპარეზობის მონაწილეებს, ასევე, მიესალმნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური მდივანი სავა სტოისავლევიჩი, "სოკარი ენერჯი ჯორჯია" თავკაცი მაირ მამედოვი, ჩემპიონატის მთავარი მსაჯი ნანა ალექსანდრია.

ტურნირის საზეიმო გახსნის შემდეგ შეჯიბრების რეიტინგფავორიტებს, რუს დებს - ნადეჟდა და ტატიანა კოსინცევებს (ისინი ჩემპიონატზე რეიტინგის შესაბამისად პირველ-მეორე ნომრებად არიან განთესილი) ვესაუბრე.

ტატიანა კოსინცევა, ორგზის ევროპის ჩემპიონი: "თბილისში პირველად ვარ. ჯერ ქალაქის დათვალიერება ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც ვნახე, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით სტუმართმოყვარეობამ და თბილმა დახვედრამ მომხიბლა. შესანიშნავ სასტუმროში ვართ, ტურნირის ორგანიზებაც ჩინებულია. რაც შეეხება ტიტულის მესამედ მოპოვებას, წინასწარ გადაჭრით რამის თქმა წარმოუდგენელია, რადგან აქ უძლიერესი დიდოსტატები იბრძოლებენ მედლებისთვის."

ნადეჟდა კოსინცევა: "ტატიანას ვეთანხმები - ტურნირის რეიტინგფავორიტობა ბევრს არფერს ნიშნავს, მით უმეტეს ქალთა ჭადრაკში, სადაც ყველაფერია მოსალოდნელი. Aასპარეზობის მონაწილეთა უმრავლესობა ერთმანეთს კარგად იცნობს, ამიტომ იოლად ფონს გასვლა შეუძლებელი იქნება. ვფიქრობ, ქართველ გულშემატკივრებს საინტერესო, დაძაბული პაექრობები ელით".

"შერატონი მეტეხი პალასში" დღეს პირველი ტურის პარტიები გაიმართება.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"