3 ივნისს, სპილიტში დაგეგმილი ხორვატია-საქართველოს მატჩის წინ სლავენ ბილიჩს თავსატეხი მრავლად აქვს
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ხორვატიას სენსაციურად სძლია, ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება ხორვატიაში უმალ მოინათლა წლის მატჩად. 3 ივნისამდე თვეზე ნაკლები რჩება და ამ ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ახსენებენ მოახლოებულ შეხვედრას.

აჟიოტაჟი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, მასპინძლად დიდი ხნის წინ გამოცხადებულ სპლიტს მოცილედ დედაქალაქი ზაგრები რომ გამოუჩნდა. ზაგრების უფრო ტევადი სტადიონის ტრიბუნები პირთამდე აუცილებლად შეივსებოდა, მაგრამ სპლიტელები მაგრად დადგნენ და არაფრისდიდებით არ დათმეს იმ მატჩის მასპინძლობის უფლება, რომელიც შესარჩევი ციკლის დაწყებამდე არცთუ მნიშვნელოვანი ეგონათ.

"ლელოს" დღევანდელ ნომერში საქართველოს ნაკრების საკადრო პრობლემებსა და იმ ფეხბურთელთა ნუსხას გაეცნობით, რომელთა ნაწილის სპლიტში თამაში გამორიცხულია, ხოლო დანარჩენების იქ გამგზავრება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საბედნიეროდ, თავსატეხი მხოლოდ თემურ ქეცბაიას კი არა, მის კოლეგა სლავენ ბილიჩსაც მრავლად აქვს. უპირველესად, უნდა ვახსენოთ ნიკო კრანჩარი - მიმდინარე შესარჩევში ხორვატთა საუკეთესო ბომბარდირი ჯანზე კია, მაგრამ თბილისში მიღებული გაფრთხილება სპლიტში თამაშს უკრძალავს. როგორც მიხვდით, ეს ყვითელი ბარათი ამ ციკლში მისთვის მეორე აღმოჩნდა, ამის შემდეგ კი ხორვატებს ოფიციალური მატჩი აღარ ჩაუტარებიათ.

გეხსომებათ, ბილიჩის გუნდი თბილისიდან პარიზში გადაფრინდა და თუკი "ბორის პაიჭაძეზე" ხელი მოეცარა, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან საპატიო ფრეს მიაღწია - ამხანაგურში.

ხორვატებს დასჯილი მხოლოდ ერთი ჰყავთ, სამაგიეროდ, ბევრი პაციენტი ჰყავს მათ ლაზარეთს. ბილიჩის გუნდის ყველაზე მრისხანე ფორვარდი, შემოდგომაზე მძიმედ დაშავებული ივიცა ოლიჩი რომ ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავიდოდა, ეს მაშინვე გახდა ცნობილი, თუმცა მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი იმედს არ კარგავდა, რომ საქართველოსთან განმეორებით შეხვედრაში ითამაშებდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლიჩის იმედებს ცივი წყალი გადაესხა. ასე რომ, ივიცა, რომელმაც ხუთი წლის წინ რუსეთში თამაშისას მალხაზ ასათიანს მძიმე ტრავმა მიაყენა, მატჩს ასათიანის მსგავსად დააკლდება. ოლიჩი ივნისში მსუბუქად ვარჯიშს შეუდგება, მწყობრში მომავალი სეზონისთვის იქნება და, საბედნიეროდ, საქართველოს ნაცვლად ჩვენი ჯგუფის სხვა ბინადრებს შეუტევს.

დაშავებულია ხორვატიის ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეული ფიგურა ივან რაკიტიჩი. "სევილიას" პლეიმეიკერმა, რომელიც ნაკრებში საყრდენის ფუნქციებს უფრო ასრულებს, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ფეხის თითი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. გამორიცხულია, 3 ივნისისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს. კრანჩარის არყოფნასთან ერთად, საქართველოს ნაკრებისთვის ესეც დიდი შვება იქნება. ერთ დროს ლევან ყენიას კონკურენტი რაკიტიჩი გერმანული "შალკედან" პრიმერა დივიზიონში გადასვლის შემდეგ გაცილებით ეფექტურად ათამაშდა და დაშავებამდე ჩინებულ ფორმაში იყო.

ხორვატთა კიდევ ერთი სავარაუდო დანაკლისია მლადენ პეტრიჩი. გერმანული "ჰამბურგის" თავდამსხმელისთვის, რომელიც ნაკრებში უფრო ხშირად ფლანგიდან უტევს, ფეხის ტრავმის გამო სეზონი დასრულებულია, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ თამაშის იმედი ჯერ არ დაუკარგავს.

რუნიე, სრნა, ლოვრენი, ჩორლუკა, სტრინიჩი, დუიმოვიჩი, პეტრიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, კრანჩარი, კალინიჩი - ეს ის ძირითადი შემადგენლობაა, რომელიც ბილიჩმა 26 მარტს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირა. გამოაკელით ამ თერთმეტეულს კრანჩარი და რაკიტიჩი, დიდი ალბათობით პეტრიჩიც და ნახავთ, რომ ხორვატთა დიდ შემტევ პოტენციალს საკმაო ძალა მოაკლდება - მათ უპირველეს ვარსკვლავ ლუკა მოდრიჩს წინა ხაზზე სასურველი დონის პარტნიორი არ ეყოლება.

ბუნებრივია, მატჩის უდავო ფავორიტი მაინც ხორვატიაა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ჩვენი გუნდი სპლიტში უშანსოდ არ უნდა იყოს.

drinjo
mtavaria ar chevrcxvet dzalian.naxevari gundi ar gvkavs,risi imedi unda gvkondes,somxebtan meore taimchi gamochnda dziritadi pexbutelebis arkopna.
giorgi
მიუხედავად ხორვატთა უდიდესი დანაკლისისა მის შემადგენლობას რთულია მეორე ვუწოდოთ, მეკარე ადგილზეა, დაცვაში თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს შიმუნიჩი, ჩორლუკა კი ფლანგზე გადმოვა, ეს გამოიწვევს შეტევაში სრნას ასვლას პეტრიჩის ნაცვლად(ხშირად უწევს ნაკრებში ამ პოზიციაზე ყოფნა), პლიუს კრანჩარის ნაცვლად ედუარდო უბრუნდებათ, რაკიტიჩს კი ბევრად გამოცდილი პრანიჩი შეცვლის(არამგონია დიდი შვება იყოს) რუნიე->ლოვრენი-შიმუნიჩი-ჩორლუკა-სტრინიჩი->დუიმოვიჩი-მოდრიჩი-პრანიჩი->ედუარდო-სრნა-კალინიჩი და ვიღებთ ამ შემადგენლობას... ჩვენ კი აშკარად სერიოზული დანაკლისი გვაქვს, მეკარე ადგილზეა )), დაცვის ცენტრში გვაქვს სერიოზული პრობლემები ამისულაშვილი-ასათიანის შეცვლა ძალიან რთული იქნება და შეიძლება ხიზანიშვილს მოუწიოს ჩამოწევა, ლობჟანიძე უთამაშებელია და სავარაუდოდ კვლავ სალუქვაძე დადგება მარჯვნივ. ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ დაუშვილი-კანკავას წყვილს, მათზე ოდნავ წინ კი სავარაუდოდ ხოჯავა დადგება(თუ ანანიძე ვერ გამოჯანმრთელდა), ფლანგებზე სავარაუდოდ იაშვილი და გურული დადგებიან, ცნტრფორვარდის პოზიციაზე კი შეიძლება გამოჯანმრთელებული მჭედლიძე ვიხილოთ... რევიშვილი->ხიზანიშვილი-ხუბუტია-სალუქვაძე-კალაძე->დაუშვილი-კანკავა-ხოჯავა-გურული-იაშვილი->მჭედლიძე ასევე ძალიან დიდი დანაკლისის გოგუა, კობიაშვილი, ყენია, მარცვალაძის არყოფნა... ასე რომ მემგონი ჩვენ უფრო დიდი დანაკლისი გვაქვს და ამას ისიც ემატებათ რომ ხორვატებს ჩვენზე გრძელი სკამი აქვთ(მაღალი დონის შემსრულებლები იგულისხმება)
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს