ვეტერანი დინამოელის თქმით, გარიგებულ მატჩებში მონაწილეთა გამოვლენა ქართული ფეხბურთის მომავალს წაადგება
აჭარის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი დინამოელი ვახტანგ ქორიძე ამბობს, რომ გარიგებული მატჩებში მონაწილეთა თუნდაც მცირე ჯგუფის გამოვლენა ქართული ფეხბურთის მომავალს წაადგება.

"ასეთი "ქირურგიული ჩარევა" აუცილებელიც იყო, რადგან ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო ის ამაზრზენი მოვლენები, რაც ქართულ ფეხბურთს კლავდა. ხალხი რომ მოდის, ფეხბურთის ყურება სურს და არა გარიგებული მატჩებისა. ეს ჩვენი ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი იყო, დროზე უნდა მოკვეთილიყო და მოიკვეთა კიდეც. დარწმუნებული ვარ, ამიერიდან მსგავს სიბინძურეში მონაწილეობას სხვები ვერ გაბედავენ."

ქორიძე მიიჩნევს, რომ გარიგებულ მატჩებზე სალაპარაკოდ შეკრებილ ვეტერანებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ემოციები იყო და მეტი არაფერი.

"ქორთიარდ მერიოტში" გამართული შეხვედრა მეტისმეტად ემოციურად ჩატარდა, მთავარ თემასაც გადავუხვიეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ემოციები და გულახდილი ლაპარაკი საჭიროც იყო. ჩვენ დიდი ხანია, ასე გულწრფელად არ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის ურთიერთბრალდებების მოსმენა, ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ სათქმელი ითქვა. ეს ფეხბურთელებს შორის ვითარებას არ დაძაბავს, გასაგები გახდა, ვის რა აწუხებს და ჩვენს ფეხბურთს რა ვუშველოთ. ახლა სწორედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ სირთულეები, რათა ქართული ფეხბურთი გაჯანსაღდეს და საერთო კლასი ამაღლდეს", - ამბობს ქორიძე.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე