ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ორი თვე ახალ ევროსეზონამდე

ორი თვე ახალ ევროსეზონამდე

ვინ გვეღობება ჯგუფებისკენ მიმავალ გზაზე
მიმდინარე სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია და მალე ევროპის ყველა ქვეყანაში გაირკვევა ჩემპიონ-პრიზიორთა და ევროტურნირებზე გამსვლელთა ვინაობა. უეფამ სეზონის დაწყებამდე დაადგინა, რომელ ქვეყანას რამდენი ადგილი ეკუთვნის ევროთასებზე და საქართველოს კვლავ ოთხი კვოტა გამოუყო - ერთი ჩემპიონთა ლიგაზე, სამიც - ევროპის ლიგაზე. მოდი, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთა ევროკალენდარს გავეცნოთ და სამომავლო პერსპექტივებზეც ვიმსჯელოთ.

2011-2012 წლების ევროსეზონი 29 ივნისს დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში რეიტინგითYოთხი უსუსტესი ქვეყნის (სან მარინო, მალტა, ანდორა, ჩერნოგორია) ჩემპიონები დაწყილდებიან და მეორე ეტაპზე გასულ ორ კლუბს გამოავლენენ, მეორე რაუნდში კი შედარებით ძლიერი ქვეყნების ჩემპიონები მოიყრიან თავს. საქართველო ევროპის საკლუბო რეიტინგში, რომელშიც უეფას წევრი 53-ივე ქვეყნის საევროთასო მიღწევებია დაჯამებული, 38-ე ადგილზეა, რაც განთესილთა შორის მოსახვედრად საკმარისი არ არის. ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, ავსტრია, სერბეთი, ისრაელი, კვიპროსი, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ხორვატია, ფინეთი, ლიტვა, ირლანდია, ლატვია, სლოვენია - ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის ჩემპიონთან მოუწევს საქმის დაჭერა საქართველოს საუკეთესო კლუბს და თავად განსაჯეთ, ვისთან გვიჯობს დაწყვილება.

ფაქტია, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, თუმცა ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ისეთი ქვეყანაა, მის ჩემპიონთან დაპირისპირება უფრო სასურველი რომ იქნება. ამ ეტაპიდან გავარდნილი ევროპის ლიგაზე ასპარეზობას ვერ აგრძელებს, სამაგიეროდ, თუ ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდამდე გავაღწიეთ, იქ მარცხი ევროპის ლიგაზე გადაგვიყვანს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კი ჩვენი დონის ქვეყნებისთვის სამი რაუნდის გადალახვაა საჭირო. საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე 13 ან 14 და 20 ან 21 ივლისს ითამაშებს.

გადავინაცვლოთ ევროპის ლიგაზე, სადაც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მესამეადგილოსანი ბრძოლას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ. იქ ისინი განთესილთა შორის იქნებიან და მატჩებს 1 და 8 ივლისს ჩაატარებენ, მეტოქეებად კი რეიტინგით უსუსტესი ქვეყნების პრიზიორები ეყოლებათ.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან კი ევროპის ლიგაში თასის მფლობელები (ან ან ფინალში ჩემპიონთან დამარცხებულები) ჩაერთვებიან და მათ შორის იქნება საქართველოს წარმომადგენელიც. ქართულ კლუბებს ამ ეტაპზე გაცილებით სოლიდური, რეიტინგით ოდნავ მაღლა მდგომი ქვეყნების გუნდები დაუპირისპირდებიან.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მისასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპების (სულ სამია) გადალახვა და პლეი ოფში გამარჯვებაა აუცილებელი.

ქართული კლუბების შარშანდელი ევროასპარეზობა ნორმალურად უნდა შევაფასოთ. მართალია, რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონთა ლიგას თავიდანვე გამოეთიშა ყაზახურ "აქტობესთან" მატჩებში და "ვიტ ჯორჯია" ევროპის ლიგაზე ჩეხურ "ბანიკთან" შერცხვა, მაგრამ სამაგიეროდ, იმავე ტურნირზე "დინამომ" და "ზესტაფონმა" ორ-ორი ეტაპი დამაჯერებლად გადალახეს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის სასტარტო ეტაპების წილისყრა 21 ივნისს გაიმართება.

ევროპის საკლუბო რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ინგლისი, 2. ესპანეთი, 3. იტალია, 4. გერმანია, 5. საფრანგეთი, 6. რუსეთი, 7. უკრაინა, 8. ჰოლანდია, 9. რუმინეთი, 10. პორტუგალია.

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი ქვეყანა ოთხ-ოთხი კლუბით იქნება წარმოდგენილი, მომდევნო სამი - სამ-სამით, 7-დან მე-16 ადგილებზე მყოფი ქვეყნები კი - ორ-ორით. ათეულში შემავალი რუსეთის, უკრაინის, ჰოლანდიის, რუმინეთისა და პორტუგალიის გარდა, ეს პატივი წილად თურქეთს, საბერძნეთს, შოტლანდიას, ბელგიასა და შვეიცარიას ხვდათ წილად.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება ინგლისისა და ესპანეთის სამ-სამი, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ორ-ორი და უკრაინის, ჰოლანდიის, რუმინეთის, პორტუგალიის, თურქეთის, საბერძნეთისა და შოტლანდიის თითო კლუბი.

რაც შეეხება ევროპის ლიგას, მის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული გუნდები მოხვდებიან, ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, ოთ-ოთხი წარმომადგენელი კი უკრაინას, ჰოლანდიასა და რუსეთს ეყოლებათ.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...