ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველმა გოგონებმა ბელორუსები დაამარცხეს

ქართველმა გოგონებმა ბელორუსები დაამარცხეს

საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა დღეს მინსკის საფეხბურთო მანეჟში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ბელორუსის 17 წლამდე ქალთა ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ქართველი გოგონების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. 2019 წლის სადებიუტო მატჩში ერთადერთი გოლი მეგი ეჯიბიამ გაიტანა.

ლევან ბაჯელიძე: „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმა 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა ბოლოს ერთად, დღეს, როგორც ველოდით, რთული შეხვედრა გამოვიდა. მით უმეტეს, რომ ბელორუსი, რომელიც სპეციალურად ელიტ-რაუნდის მოსამზადებელი ეტაპისთვის შევარჩიეთ სპარინგად, საკმაოდ ძლიერი გუნდია. უპირველესად, ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. ამიტომ, დღევანდელ მატჩს და შედეგს დადებითად ვაფასებთ. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, დავინახეთ ბევრი შეცდომა, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ელიტ-რაუნდში ბელორუსთან შედარებით, ძლიერი მეტოქეები გველის და გუნდი ყველა თვალსაზრისით ფორმაში უნდა იყოს. დღეს ნამდვილად კარგი სპარინგი იყო. მინდა, გოგონებს ეს გამარჯვება მივულოცო.“

დღევანდელი შეხვედრა კი, ძირითადად, ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრის პირველი 20 წუთი, თუმცა, ქართველებმა გოლის გატანა მხოლოდ 82-ე წუთისთვის მოახერხეს, 0-1. მატჩის დანარჩენი დრო გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძელი გუნდი გააქტიურდა და მასიურ შეტევაზე გადმოვიდა. თუმცა, ჩვენი ნაკრები დამატებული ცენტრალური მცველის ხარჯზე გაძლიერდა, კარის მშრალად შენახვაც მოახერხა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც.

საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი სასტარტო შემადგენლობა დააყენა: სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი (კაპიტანი), მეგი ეჯიბია, ანა წულაია, ნათია დანელია, მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე, ლიზი მწყერაშვილი, ნათელა წოწერია.

სათადარიგო მოთამაშეები: ლანა მჟავია, ანა აკობიძე, მეგი გოცირიძე, ანა ძაძუა, მარიამ რომანჩუკი, სალომე თოდუა, ქეთევან ცაავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის გადის მოსამზადებელ ეტაპს. მის ფარგლებში ქართველი გოგონები 21-25 თებერვლის ჩათვლით მინსკში იმყოფებიან და დღევანდელი შეხვედრის გარდა, კიდევ ერთ სპარინგს 24 თებერვალს გამართავენ. შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდებიან და მცირედი შესვენების შემდეგ მომდევნო, ამჯერად აზერბაიჯანის 17 წლამდე გოგონათა გუნდის წინააღმდეგ თამაშებისთვის კვლავ თბილისში, 9 მარტიდან შეიკრიბებიან.

ელიტ-რაუნდის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებში გამოძახებულები არიან:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე", თბილისი), ნინო გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბილისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი);

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“).

საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17 წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველმა 17 წლამდე გოგონებმა პირველად შეძლეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლების მოპოვება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა

WU17 | 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა A ლიგაში პირველი მატჩი გამართა

WU17 | საბერძნეთი 2:0 საქართველო