"პარი სენ ჟერმენს" სეზონის პირველი ტიტული ცხვირწინ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედუარდ სისემ ააცალა.

"პარი სენ ჟერმენს" სეზონის პირველი ტიტული ცხვირწინ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედუარდ სისემ ააცალა. სწორედ 32 წლის ნახევარმცველმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი საფრანგეთის სუპერთასზე (ან, როგორც ფრანგები უწოდებენ, ჩემპიონთა ტროფეიზე) და "მარსელმა" პენალტების სერია 5:4 მოიგო. ფრანგული სეზონი აფრიკაში გაიხსნა, ქალაქ რადესის სტადიონზე ჩემპიონთა ტროფეის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი მოიყარა - 57 ათასი. თამაში კი, როგორც პირველ მატჩს შეეფერება, ოდნავ დუნე აღმოჩნდა, 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მეტოქეებმა გოლის გატანაც კი ვერ შეძლეს...

საფრანგეთის სუპერთასის მატჩი პირველად 1949 წელს ჩატარდა, როცა პარიზის გარეუბან კოლომბეში "რეიმსმა" 4:3 სძლია "რასინგს". 1986 წლის შემდეგ სუპერთასი 1995 წლამდე აღარ ჩატარებულა. მას შემდეგ კი ახალი სახელი ეწოდება. პსჟ-მ ჩემპიონთა ტროფეიზე ხუთჯერ იასპარეზა და ოთხჯერ თამაშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. პარიზელებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს, 1996 წელს, როცა კლოდ მაკელელემ ვერ გაიტანა გადამწყვეტი პენალტი. მაშინ მაკელელე წაგებული "ნანტის" წევრი იყო, ახლა კი ის პსჟ-ის კაპიტანია. თავისი პენალტი მან ახლა აუღელვებლად შეასრულა, მაგრამ... ჩემპიონი "მარსელი" კი პირველად მონაწილეობდა ჩემპიონთა ტროფეიზე და პირველივე ჯერზე იმარჯვა.

ბოლო ორი წელიწადია ფრანგული სუპერთასისთვის უცხოეთში იბრძვიან: შარშან "ბორდომ" ტიტული კანადურ მონრეალში მოიპოვა. წლეულს არჩევანი ტუნისზე შეჩერდა. პარიზელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ბრაზილიელ ნენესა და მატიო ბოდმერს. "მარსელის" მაისურა პირველად მოირგო ესპანელმა სესარ ასპილიკუეტამ. თამაში უკეთ დედაქალაქელებმა დაიწყეს, მათი ფორვარდები მევლუთ ერდინგი და პეგი ლუინდულა მუდამ პრობლემებს უქმნიდნენ სამხრეთელებს. პირველი ტაიმის შუაწელზე ნენეს ჩამოწოდებული კუთხური გოლად იქცეოდა, ზუმანა კამარას ცოტა ძლიერად, რომ დაეტყა თავი. "მარსელის" ახალგაზრდა ესპანელმა ასპილიკუეტამ თავიდანვე წარმოაჩინა თავი შემტევ მცველად, მისი ფლანგური გარღვევები და შორეული ჩაწოდებები მეტოქის დაცვას ატერორებდა.

დიდიე დეშამმა საფრანგეთში დატოვა გაბრიელ ჰაინცე და სტეფან მბია, რადგან ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაიღალნენ. მარსელელებს ისედაც მწირი არჩევანი ჰქონდათ და პირველ ტაიმში სულეიმან დიავარამ ფეხი იტკინა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ის სამ კვირას დააკლდება გუნდს.

სტადიონი 50-ე წუთზე "აფეთქდა" აპლოდისმენტებით - ამის მიზეზი კი მარსელელთა რიგებში ტუნისური წარმოშობის ჰატემ ბენ არფას გამოჩენაა. სხვათა შორის, ბენ არფამ, შესაძლოა, დატოვოს "მარსელი" და "ჯენოაში" გადაბარგდეს. თამაში პენალტების სერიისაკენ მიექანებოდა, როცა ლუინდულას შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა - მან ორი მარსელელი ჩამოიტოვა, მაგრამ კარს ააცილა. წამებში მომენტი დედაქალაქელთა კართან შეიქმნა - ტაიე ტაივომ ბურთი ძელს გაარტყა.

პენალტების სერიაში პარიზელებმა პირველივე დარტყმა ვერ გამოიყენეს, ლუინდულამ ვერ ივარგა, მაგრამ ვერც არგენტინელმა ლუჩო გონსალესმა გაიტანა. სერიის დასრულების შემდეგ სისემ გაიტანა, ხოლო შეცვლაზე შესულ ლიუდოვიკ ჟიულის სტივ მანდანდამ აუღო და მატჩის გმირობაც დაიბევა.

დიდიე დეშამი (მარსელი): "ძალიან სასიამოვნო იყო, რომ სტადიონზე შეკრებილთაგან უმრავლესობა ჩვენ გვიჭერდა მხარს. მარსელი კოსმოპოლიტური ქალაქია და საზღვარგარეთ ჩვენ ყოველთვის მეტი მხარდამAჭერი გვყავს. კარგი მატჩი იყო, ორივე გუნდმა შეუტია, უგოლობის მიზეზი კი ორი კარგი გოლკიპერია. რა თქმა უნდა, ძალიან გვაკლდნენ ნიანგი და ბრანდაო, თუმცა მათმა შემცვლელებმაც კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით ეს სამასაზე ითქმის. დიდებულია, პენალტების სერიაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. სეზონი ბრწყინვალედ დავიწყეთ, ასე უნდა გავაგრძელოთ".

ანტუან კამბუარე (პსჟ): "მეტად უკმაყოფილო ვარ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, მეტი შანსი ჩვენ გვქონდა, მაგრამ უტიტულოდ დავრჩით. ხელი სიცხემაც შეგვიშალა, რომელსაც ჩვენი სამხრეთელი კონკურენტი უფრო შეგუებულია. ეს მატჩი სეზონისთვის მომზადებაში ერთობ წაგვადგება".

საფრანგეთის სუპერთასი. 28 ივლისი. რადესი (ტუნისი). 57 ათასი მაყურებელი

მარსელი-პარი სენ ჟერმენი 0:0 (5-4 პენ. სერია)

მარსელი (4-3-2-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, ილტონი, დიავარა (45. ნდიაე), ტაივო - გონსალესი, სისე, კაბორე - ვალბუენა (50. ბენ არფა), აეუ (85. გნაბუიუ) - სამასა.

პსჟ (4-4-2): კაპუე - ჟალე, სახო, კამარა, არმანი - სესენიონი (64. ჟიული), მაკელელე, ბოდმერი (76. კლემანი), ნენე - ლუინდულა, ერდინგი (81. კეჟმანი).

გაფრთხილება: არმანი (5), აეუ (29), სახო (57), ტაივო (74)

პენალტების სერია: 1:0 ტაივო, 1:0 ლუინდულა, 2:0 ბენ არფა, 2:1 ჟალე, 2:1 გონსალესი, 2:2 ნენე, 3:2 კაბორე, 3:3 კეჟმანი, 4:3 გნაბუიუ, 4:4 მაკელელე, 5:4 სისე, 5:4 ჟიული.

მაიგა სოშოშია

"სოშომ" ლიგა 2-ში გავარდნილი "ლე მანიდან" მალელი თავდამსხმელი მოდიბა მაიგა შეიძინა. აფრიკელი ახალ კლუბში 2-წლიანი კონტრაქტით ითამაშებს. "მაიგას შენარჩუნება მე-2 დივიზიონში რომ გაგვიჭირდებოდა, ვიცოდით, მაგრამ "სოშოს" თავიდან უარი ვუთხარით. შემდეგ ისინი უკეთესი პირობებით დაგველაპარაკნენ და შეთანხმებაც შედგა", - განაცხადა "ლე მანის" პრეზიდენტმა ანრი ლაგარდამ. შარშან მაიგამ 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა და აფრიკის ერთა თასზეც იასპარეზა. "სოშოში" მაიგა კონკურენციას ჩეხ ფორვარდ ვაცვლავ სვერკოშსა და ნიგერიელ ბრაუნ იდეიეს გაუწევს.

ლელო

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა