ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბელარუსს ისევ მოუგო

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბელარუსს ისევ მოუგო

ევროპის 2018-2019 წლების ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მოსამზადებელ ციკლში, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ბელარუსში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა დღეს, მინსკის საფეხბურთო მანეჟში ბელარუსი თანატოლები კვლავ მინიმალური ანგარიშით, ამჯერად 2:1 დაამარცხეს.

ლევან ბაჯელიძე: „ვიცოდით, რომ მეორე თამაში პირველთან შედარებით, ბევრად უფრო რთული იქნებოდა. პირველი შეხვედრის შემდეგ, ადღგენის თვალსაზრისით, მხოლოდ, ერთი დღე გვქონდა. ადრეც მითქვამს, რომ ბელარუსის ეს ასაკობრივი ნაკრები, ამ ეტაპისთვის, ფიზიკურად ჩვენზე კარგ კონდიციაშია. მიუხედავად ამისა, მადლობას ვუხდი ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის შემოტრიალებისთვის. ეს ორი თამაში, ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებლად ძალიან წაგვადგება, რადგან ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ გვაკლია. საერთო ჯამში, ბელარუსის შეკრებას დადებითად შევაფასებ. ამ გამარჯვებებით, გოგოებმა დაამტკიცეს, რომ კიდევ მეტი შეუძლიათ. ამავდროულად, ორი მოგებული თამაში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან კარგია“.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს შეხვედრა, ბელარუსის 17-წლამდე გოგონების უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმიც მასპინძლებმა, 36-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, 1-0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ქართველებმა შესძლეს თამაშის გაკონტროლება და 52-ე წუთზე, ნათელა წოწერიამ ანგარიში გაათანაბრა, 1-1. მეორე გოლი, ქართველმა გოგონებმა ზუსტად 5 წუთში გაიტანეს. გოლის ავტორი ლიზი მწყერაშვილი გახდა, 1-2.

არ შეცვალა ლევან ბაჯელიძემ, გუნდის შემადგენლობა და დღესაც, ბელარუსთან მეორე ამხანაგური იგივე სასტარტო შემადგენლობით დაიწყო, რაც 2 დღის წინ: სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი, მეგი ეჯიბია, ანა წულაია, ნათია დანელია (კ) (ანა აკობიძე 46), მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე (მეგი გოცირიძე 82), ლიზი მწყერაშვილი (ქეთევან ცაავა 85), ნათელა წოწერია (მარიამ რომანჩუკი 88).

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას აგრძელებს. ქართველი გოგონები 21-25 თებერვლის ჩათვლით მინსკში იმყოფებოდნენ და ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენი 17-წლამდე ნაკრები მცირედს შეისვენებს და მომდევნო, ორი ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად 9 მარტიდან კვლავ შეიკრიბება. საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები 13 და 15 მარტს თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის მოედანზე აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრებს ორ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

ელიტ-რაუნდისთვის საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებში, ლევან ბაჯელიძის მეთვალყურეობით ემზადებიან:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი), ნინო გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი);

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“).

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17-წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველ 17-წლამდე გოგონებმა პირველად შესძლეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლების მოპოვება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა

WU17 | 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა A ლიგაში პირველი მატჩი გამართა

WU17 | საბერძნეთი 2:0 საქართველო