მოსკოვის "ლოკომოტივის" ვებგვერდმა ქართველ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ახალგაზრდა მოთამაშემ, რომელმაც ამხანაგურ მატჩში გოლის გატანაც მოასწრო, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

- დავიბადე თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში, სადაც დედა, მამა და ორი ძმა მყავს. მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მამაჩემი თვითონაც ყოფილი ფეხბურთელია და ამ სპორტს ბავშვობიდან ვუყურებ. ჩვენ სტადიონზეც დავდიოდით. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი.

- სად დაიწყე ფეხბურთის თამაში?

- პირველად ოლიმპიურ აკადემიაში ვიყავი, შემდეგ - "ავაზაში", შემდეგ კი - თბილისის "დინამოში". ეს ძალიან კარგი სკოლაა - იქ მათ მოკლე პასებით თამაში, სწრაფად გადაადგილება, გახსნა მასწავლეს. პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტიც ამ გუნდში მქონდა, გასული სეზონი კი "რუსთავში" გავატარე.

- რა იცოდი "ლოკომოტივის" შესახებ აქ მოსვლამდე?

- "ლოკო" რუსეთის ჩემპიონია. ეს შესანიშნავია. როცა "ლოკომოტივის" შემოთავაზების შესახებ გავიგე, ერთი წამითაც არ მიფიქრია. ასეთ კლუბში თამაში ოცნების ახდენას ჰგავს.

- ამ გუნდში ქართველები ყოველთვის იყვნენ...

- და წარმატებაც მოჰქონდათ. ჰო, ბიჭებმა ეს უკვე მითხრა. ვიცი, რომ აქ ზაზა ჯანაშია და მალხაზ ასათიანი თამაშობდნენ. მათ საქართველოში ყველა იცნობს.

- საბა კვირკველიას იცნობდი?

- არა, პირველად აქ შევხვდით. საბა ენობრივი ბარიერის დაძლევაში მეხმარება. ბევრი რამ მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. რუსულს ვისწავლი, გპირდებით. საბა რომ არ იყოს, გამიჭირდებოდა.

- ხვიჩა, შენ "ვიკინგთან" ითამაშე და გაიტანე. რას იტყვი?

- კარგი თამაში იყო. მომეწონა, რომ პარტნიორებს გავუგე.

- ვინ არის ყველაზე მეგობრული გუნდში?

- ყველა მეგობრულია. უფრო ახლოს იმათთან ვარ, ვისთანაც საბა ურთიერთობს. დიმა ბარინოვი, რიფატი, ტარასოვი და რა თქმა უნდა, თვითონ საბა.

- მოსკოვში აქამდე ნამყოფი იყავი?

- არასდროს. საინტერესოა, როგორი ქალაქია. მისი მასშტაბი, განსაკუთრებით, პატარა საქართველოს შემდეგ, შთამბეჭდავია. თავიდან ბაზაზე ვიცხოვრებ. შემდეგ კი მინდა ჩემი მშობლებიც ჩამოვიდნენ და ყველაფერი ვანახო. მათთვის ბინას ვიქირავებ. ვნახოთ, როგორ იქნება საქმეები.

- გადმოსვლამდე რუსეთის ჩემპიონატს თუ უყურებდი?

- ხანდახან საინტერესო თამაშებს, ლიდერების მატჩებს ვუყურებდი. აქ გადმოსვლამდე კი, რა თქმა უნდა, დეტალურად შევისწავლე. საინტერესო ჩემპიონატია. ბევრი ორთაბრძოლაა, თუმცა კრეატივის დროც რჩება. იქამდე ვიმუშავებ, სანამ მოედანზე არ მოვხვდები. ბედნიერი ვარ.

- საყვარელი ჩემპიონატი, კლუბი და ფეხბურთელი რომელია?

- ესპანეთის ჩემპიონატი, კლუბი კი მადრიდის "რეალი" და თბილისის "დინამო". საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, ბავშვობის გმირი კი - რონალდინიო.

გიორგი
თქვენ ხალხო რა გჭირთ? ხო თქვა საყვარელი გუნდი მადრიდის რეალი ან კიდევ დიპლომატაზე თუ გაგიგიათ რამე? აბა რა უნდა ეთქვა აქ არ მინდოდა გადმოსვლა და ძალით გადმომიყვანესო? მაგრები ხართ რა მაგრები :) :) :) :) ): ტიპი გუნდში გადავიდა და უნდა გალანძღოს? :)
G.A.L.
თუ მამაშენივით შრომისმოყვარე ხარ ყველაფერს მიაღწევ. წარმატებას გისურვებ!
Megrel!
წიმოძინეფ ხვიჩა!
ბორის შუტკინი
ამ ინტერვიუმდე მეგონა ფეხბურთელისთვის ოცნების ახდენა პრემიერ ლიგაში , ბარსელონაში,რეალში ,ბაიერნში თამაში იყო ჰოდა თურმე მოსკოვის ლოკომოტივში თამაში ყოფილა კაცო !
romandro
warmatebebi...
ზორბეგი
გილოცავ ოცნების ასრულებას მეტი რაღა უნდა ინატროს კაცმა ამ ცხოვრებაში, მოსკოვშია უკვე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს