ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
სლოვაკეთმა ორ დღეში ორი მატჩი წააგო და გამოეთხოვა ჩემპიონატს - NHL-ის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა მასპინძელმა მეოთხედფინალში გასვლის ყველა შანსი დაკარგა.

სლოვაკეთისთვის ჩეხეთი ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა. წინა 14 მატჩში სლოვაკებს მხოლოდ ორი ჰქონდა მოგებული და ამჯერადაც ვერაფერი მოუხერხეს მეზობელს.

ტურნირის მასპინძლებს ბოლო პერიოდის უკანასკნელ ორ წუთში გამოუვიდა თამაში, მაგრამ ამ დროისთვის ანგარიში უკვე 3:1 იყო ჩეხეთის სასარგებლოდ. სლოვაკეთს ასე რომ ეთამაშა მთელი შეხვედრის განმავლობაში, მეტოქეს შანსი არ ექნებოდა, ასე კი მხოლოდ ერთი შაიბა გაიტანა და მორიგი მატჩი წააგო. ამ მოგებით ჩეხეთმა არა მარტო საკუთარი თავი, არამედ რუსეთი და გერმანიაც გაიყვანა მეოთხედფინალში.

მეორე დღეს მასპინძლები ფინეთს ეთამაშებოდნენ. გაბორიკის გოლით მოპოვებული უპირატესობა სლვაკეთმა პრაქტიკულად მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ტუომო რუუტუმ თქვა - ფინელმა სამი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა.

საინტერესო ფაქტია: 1986 წლიდან მოყოლებული (სსრკ-ის ტრიუმფის შემდეგ), მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძელი გუნდი ვერ ახერხებს გამარჯვებას. რა თქმა უნდა, გერმანია, იტალია, ლატვია ან ავსტრია ვერ გახდებოდნენ ჩემპიონები, მაგრამ კანადას (ერთხელ), ფინეთს (სამჯერ), შვედეთს (სამჯერ), ჩეხეთს (ორჯერ) ან რუსეთს (ორჯერ) ამის კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვება რომელიმე სტუმარ გუნდს რჩებოდა. ასე მოხდა წელს სლოვაკეთის შემთხვევაშიც.

E ჯგუფი

გერმანია-ფინეთი 4:5 (ბ)

1:1, 3:2, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 ტ. რუუტუ-2 (მ. კოივუ-2, ლეპისტო-2), 1:1 რანკელი-1 (ვოლფი-1, ჰოსპელტი-2), 2:1 შუტცი-3 (გოგულა-2, მაუერი-2), 3:1 ჰოსპელტი-1 (ლავალე-2, გოკი-1), 3:2 პესონენი-1 (გრანლუნდი-3, პუისტოლა-2), 3:3 იმონენი-4 (პესონენი-2, ნისკალა-2), 4:3 რაიმერი-2 (ბრაუნი-2, მიულერი-2), 4:4 ტ. რუუტუ-3 (პესონენი-3, ლეპისტო-3).

ბულიტბი გაიტანეს: მ. კოივუ (ფინეთი).

ჩეხეთი-სლოვაკეთი 3:2

1:0, 0:1, 2:1

გოლები: 1:0 ჟიდლიცკი-1 (ელიაში-3, მარეკი-1), 1:1 ნადი-3 (ვიშნოვსკი-2, შტუმპელი-1), 2:1 ჰავლატი-2 (ელიაში-4), 3:1 ელიაში-2 (ჰავლატი-3), 3:2 სუროვი-1 (რადივოევიჩი-1, ციბაკი-1).

დანია-გერმანია 4:3 (ბ)

1:1, 1:1, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 მად. ბიოდკერი-1 (კრისტენსენი-1, იაკობსენი-3), 1:1 ტრიპი-2 (მიულერი-3, ულმანი-3), 2:1 მიკ. ბიოდკერი-2 (იაკობსენი-4, იენსენი-1), 2:2 ბარტა-1 (კინკი-1, რაიმერი-1), 2:3 ლავალე-1 (ჰერდლერი-1, მიულერი-4), 3:3 ჰარდტი-4 (გრინი-2, მადსენი-1).

ბულიტები გაიტანეს: მიკ. ბიოდკერი (დანია).

ფინეთი-სლოვაკეთი 2:1

0:1, 0:0, 2:0

გოლები: 0:1 გაბორიკი-2 (ჰანძუში-1, დემიტრა-2), 1:1 ტ. რუუტუ-4 (მ. კოივუ-3), 2:1 ტ. რუუტუ-5 (სალმელა-1, პიუერიალა-2).

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. ჩეხეთი 3 3 0 0 0 11-3 9

2. ფინეთი 4 2 1 1 0 13-8 8

3. გერმანია 4 2 0 0 2 13-12 8

4. რუსეთი 3 2 0 1 0 8-8 6

5. დანია 4 0 1 3 0 8-18 2

6. სლოვაკეთი 4 0 0 4 0 9-13 0

F ჯგუფში ცენტრალური იყო მატჩი კანადისა და ამერიკის ნაკრებებს შორის. შეხვედრის ბედი ბულიტების სერიაში გაირკვა, თუმცა წესით, კანადას აქამდე საქმე არ უნდა მიეყვანა. მატჩის ნერვული დასასრული იმის ბრალია, რომ აშშ-ის გოლკიპერმა ტაი კონკლინმა 48 დარტყმა მოიგერია და მეტოქეს უდიდესი უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცა.

თავისი მეკარის ბრწყინვალე თამაშით გამხნევებულმა ამერიკელებმა ორჯერ წაიყვანეს ანგარიში, მაგრამ კანადამ ორივეჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი წინ გასვლა მოახერხა - 3:2. ეს ანგარიში 52-ე წუთამდე იყო ძალაში, როცა დერეკ სტეპანმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. იქ საგოლე მომენტები არ ყოფილა, ბულიტების სერიაში კი კონკლინის გმირობები ამოიწურა - ის ვერ გაუმკლავდა ებერლეს პენალტს და კანადამ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ტურნირზე.

მეორე დღეს ფავორიტმა ნორვეგიაც დაამარცხა. აქაც კანადა ვერ გადაურჩა ნერვულ დასასრულს. შარშან ამ გუნდების შეხვედრა 12:1 დასრულდა. ამჯერად კანადა 50-ე წუთისთვის უფრო მოკრძალებული ანგარიშით, მაგრამ მაინც დამაჯერებლად იგებდა - 3:0. სწორედ ამის შემდეგ ათამაშდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ოლიმბი, რომელმაც სოლოგარღვევით ერთი შაიბა გაქვითა, შემდეგ ჰოლტეტმა მეორე გაიტანა, ბოლო წუთზე კი კინაღამ ბასტიანსენმა გამოიჩინა თავი. ნორვეგიამ მორიგი გმირული თამაში აჩვენა და სამწუხარო იქნება, თუ ეს გუნდი ვერ მოახერხებს შემდეგ ეტაპზე გასვლას.

ამ ჯგუფში პირველი ადგილის ბედი კანადისა და შვედეთის მატჩში გადაწყდება.

F ჯგუფი

კანადა-აშშ 4:3 (ბ)

0:0, 1:2, 2:1, 0:0

გოლები: 0:1 კომისარეკი-1 (სმიტი-3, კონკლინი-1), 1:1 ბერნსი-2 (პიეტრანჯელო-2), 1:2 ჯონსონი-1 (უილერი-1, ი. შჩასტნი-1), 2:2 ტავარესი-3 (კ. სტიუარტი-1, გრანიანი-1), 3:2 სპეცა-2 (ტავარესი-4, ბერნსი-1), 3:3 სტეპანი-1 (უილერი-2).

ბულიტები გაიტანეს: ებერლე (კანადა).

შვედეთი-საფრანგეთი 4:0

3:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 რ. ნილსონი-1 (ფენრჰოლმი-1, ერისქონი-2), 2:0 ეკმან-ლარსონი-1 (ს. კრონვალი-2), 3:0 ბერგლუნდი-5 (პააიარვი-3, გუნარსონი-1), 4:0 ს. კრონვალი-1 (ეკმან-ლარსონი-1, ბეკლუნდი-1).

ნორვეგია-კანადა 2:3

0:1, 0:1, 2:1

გოლები: 0:1 სპეცა-3 (ნეში-2, ჯ. ნილი-2), 0:2 ტავარესი-4, 0:3 ჯ. ნილი-1 (ნეში-3, სპეცა-2), 1:3 ოლიმბი-2 (რეიმარკი-1), 2:3 ჰოლტეტი-2 (ტოლეფსონი-1, ასკი-2).

აშშ-საფრანგეთი 3:2

1:1, 2:0, 0:1

გოლები: 0:1 ტრეი-2, 1:1 სტეპანი-2 (უილერი-3), 2:1 მ. სტიაურტი-1 (პორტერი-1, გოსტადი-1), 3:1 კრეიდერი-2 (მილე-1), 3:2 მენიე-1 (ეკეფეი-2).

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. კანადა 4 2 2 0 0 20-9 10

2. შვედეთი 3 2 0 0 1 14-7 7

3. აშშ 4 2 0 1 1 12-14 7

4. ნორვეგია 4 1 1 2 0 12-13 5

5. შვეიცარია 3 0 1 1 1 6-7 3

6. საფრანგეთი 4 0 0 3 1 3-17 1

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...