NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი

გასულ უქმეებზე გაირკვა აღმოსვლეთი კონფერენციის ფინალური წყვილი. "ბოსტონმა" "ტამპა ბეის" მიბაძა და მანაც "მშრალი" ანგარიშით მოიგო თავისი სერია, ასე რომ სტენლის თასის ფინალის ერთ-ერთ საგზურს სწორედ ეს გუნდები გაითამაშებენ.

აღმოსავლეთი

ბოსტონი-ფილადელფია 5:1

1:0, 0:1, 4:0

გოლები: 1:0 ლუჩიჩი-1 (ჰორტონი-4, კრეისი-5), 1:1 ვერსტიგი-1 (მ. რიჩარდსი-6), 2:1 ბოიჩუკი-2 (რაიდერი-3), 3:1 ლუჩიჩი-2 (ჰორტონი-5), 4:1 მარშანი-5 (რეკი-5, პევერლი-5), 5:1 პეი-2 (გ. კემპბელი-2, შ. ტორნტონი-1).

სერია: 4-0

"ფილადელფია" პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობაში შეხვდა ამ მატჩს, მაგრამ "მფრინავების" უშანსოდ გამოცხადებას ვერავინ რისკავდა, რადგან ამ გუნდების შარშანდელ სერიაში "ფილადელფიამ" სწორედ 0:3-დან შეძლო გამარჯვება და პლეი ოფში წინსვლა.

მაგრამ ამჯერად სასწაული არ მოხდა. სტუმართა გუნდი აშკარად დემორალიზებული ჩანდა. ლუჩიჩისგან მიღებული პირველი შაიბის შემდეგ "ფლაიერზი" ჯერ კიდევ ახერხებდა წინააღმდეგობას, დარტყმების რაოდენობითაც თითქმის გაუთანაბრდა მეტოქეს და ვერსტიგის გოლით ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ ბოლო პერიოდმა ლოგიკური წერტილი დაუსვა ამ სერიას.

ბოიჩუკმა მახვილი კუთხიდან ცხრიანში გაგზავნა შაიბა, ლუჩიჩმა კი დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და 3:1 გახადა ანგარიში. ბოლოსკენ "ფილადელფიამ" მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა, მაგრამ ამან მისივე კარში ორი გოლი მოიტანა.

ასეთი დამაჯერებელი რევანში აიღო შარშანდელი დამარცხებისთვის "ბოსტონმა" და ახლა აღმოსავლეთის ფინალში "ტამპა ბეის" შეხვდება. ბოსტონელთა სამწუხაროდ, ამ სერიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პატრის ბერჟერონი - ჟირუს ძალისმიერი ილეთის შემდეგ ის მოედნიდან გაიყვანეს და მოგვიანებით ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

დასავლეთი

დეტროიტი-სან ხოსე 4:3

3:1, 0:1, 1:1

გოლები: 1:0 ბერტუცი-2 (ზეტერბერგი-3, ქლირი-3), 2:0 ლიდსტრიომი-3 (ქლირი-, ბერტუცი-3), 3:0 ლიდსტრიომი-4 (ზეტერბერგი-4, დაციუკი-7), 3:1 კუტური-3 (ქლოუ-6), 3:2 დ. ბოილი-2 (უელვუდი-5, ქლოუ-7), 3:3 ჰიტლი-3 (ქლოუ-8, კუტური-6), 4:3 ჰელმი-2 (ივსი-1, რაფალსკი-1).

სერია: 1-3

"დეტროიტმა" მინიმუმ ერთი მატჩით გაახანგრძლივა "სან ხოსესთან" სერია და კონფერენციის ფინალში გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა. პირველ პერიოდში "რედ უინგზის" გულშემატკივრებმა, როგორც იქნა, იხილეს თავიანთი საყვარეული გუნდისგან ჩვეული შემტევი და მხიარული ჰოკეი. საწყის 20 წუთში მასპინძელებმა 17 ზუსტი დარტყმა შეასრულეს და 3:0 წაიყვანეს ანგარიში, მაგრამ პირველ შესვენებამდე ვერ შეძლეს ამ სხვაობის შენარჩუნება - ნიჭიერმა "ზვიგენმა" ლოგან კუტურმა ერთი გოლი გაქვითა.

ამ შაიბამ "სან ხოსეს" მოთამაშეების გამოფხიზლებაში დიდი როლი ითამაშა - თითქმის თანაბარ მეორე პერიოდში დენ ბოილმა დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მესამე პერიოდის სტარტზე კი დენი ჰიტლიმ თანაფარდობა აღადგინა. "დეტროიტი" კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა - ერთი გაშვებული შაიბა აშორებდა პლეი ოფიდან გავარდნას. მაგრამ გამოცდილმა დეტროიტელებმა თავი ხელში აიყვანეს და საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ჰელმმა გამარჯვების შაიბა გაიტანა.

ვანკუვერი-ნეშვილი 3:4

2:1, 0:1, 1:2

გოლები: 0:1 ლეგუანდი-4 (ჯ. უორდი-5), 1:1 ტორესი-1 (ჰანსენი-1, ჰამჰუისი-2), 2:1 კესლერი-4 (რეიმონდი-4, ჰიგინსი-1), 2:2 ლეგუანდი-5, 2:3 ჯ. უორდი-6 (ფიშერი-4), 2:4 ჯ. უორდი-7 (ტუტუ-5), 3:4 კესლერი-5 (ედლერი-4, ტორესი-1).

სერია: 3-2

სტუმრად ორი მატჩის მოგების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ "ვანკუვერი" სწორედ ამ მატჩში დაასრულებდა სერიას და კონფერენციის ფინალამდე დასვენების საშუალებას მიიღებდა. პირველ ეტაპზე "ჩიკაგოსთან" შვიდმატჩიანი სერიის შემდეგ "კენაქსი" გადაღლილი ჩანს და ზედმეტი თავისუფალი დღე აშკარად წაადგებოდა გუნდს. მაგრამ "ნეშვილმა" ნაადრევად დანებება არ მოისურვა და გუშინდელი მოგების შემდეგ სერია საკუთარ მოედანზე დააბრუნა.

წინა მატჩებში "ნეშვილის" მხრიდან მეკარე პეკა რინეს კარგ თამაშს გამოვყოფდით ხოლმე, მაგრამ ახლა, "პრედატორზს" ორი ახალი გმირი გამოუჩნდა - უორდისა და ლეგუანდის დუბლებმა სტუმრების წარმატება განაპირობეს.

მატჩი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო - მათ პირველებმა მიიღეს რიცხობრივი უპირატესობა და სწორედ ამ დროს გაუშვეს შაიბა. მიუხედავად ამისა, "ვანკუვერმა" პირველივე პერიოდში მოახერხა წინ გასვლა. "ნეშვილს" აშკარად გაუმართლა, როცა მეორე პერიოდის 51-ე წამზე გაათანაბრა ანგარიში - კარის უკან მყოფმა ლეგუანდმა უბრალოდ დაარტყა შაიბა, რომელიც "კენაქსის" მცველს მოხვდა და ისე შევარდა კარში.

მესამე პერიოდის სტარტიც სტუმრების იყო - ჯოელ უორდმა ლეგუანდს მიბაძა და დუბლი შეასრულა. მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა "ვანკუვერი", მაგრამ 14-მა ზუსტმა დარტყმამ კანადურ კლუბს ვერ უშველა. სერიის საუკეთესო მოთამაშემ რაიან კესლერმა მხოლოდ ერთი საპასუხო შაიბა გაიტანა და ახლა სერია ნეშვილში გაგრძელდება.

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
"ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში