"მანჩესტერ იუნაიტედი" სამშობლოში ზედიზედ 13 მატჩია წაუგებელია, აქედან 11 კი სულაც მოგებაა. "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერი ნამდვილად ქების ღირსია.

ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ ახლა "იუნაიტედში" მძიმე სიტუაცია ჩამოწვა.

"იუნაიტედის" რიგებში იმდენი ტრავმირებულია, რომ უფრო ადვილი ჯანმრთელი ფეხბურთელების ჩამოთვლაა. მხოლოდ "ლივერპულთან" მატჩში სოლსკაიერს პირველივე ტაიმში სამივე შეცვლის გამოყენება მოუწია და სამივე იძულებითი. ყველაფრის მიზეზი, რა თქმა უნდა, ტრავმებია. დაიმტვრნენ: ერერა, მატა და ლინგარდი. აღსანიშნავია, რომ ჯესი ლინგარდი თავად შევიდა შეცვლაზე, მხოლოდ 17 წუთი ითამაშა და შემდეგ მოედანი დატოვა. მოკლედ, ნამდვილი კოშმარია.

პირველად 4 წლის განმავლობაში, პრემიერლიგაში გუნდმა სამივე შეცვლა პირველივე ტაიმში გამოიყენა.

იქიდან გამომდინარე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ლივერპულთან" მატჩამდე არც ისე აკლდა ტრავმირებული ფეხბურთელები, საბოლოოდ ძალიან სამწუხარო სიტუაცია შეიქმნა.

ესენი "იუნაიტედის" ტრავმირებული ფეხბურთელები არიან:

ფილ ჯონსი, მცველი

მატეო დარმიანი, მცველი

ანტონიო ვალენსია, მცველი

ხუან მატა, ნახევარმცველი

ანდერ ერეა, ნახევარმცველი

ჯესი ლინგარი, ნახევარმცველი

ნემანია მატიჩი, ნახევარმცველი

ანტონი მარსიალი, ფორვარდი

მარკუს რეშფორდი, ფორვარდი

მეისონ გრინვუდი, ფორვარდი

რომ გადახედოთ სიას, მხოლოდ მეკარე აკლია და სასტარტო 11-ეული შეიკვრება. თან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფეხბურთელი ან ძირითადის, ან როტაციის ფეხბურთელია. ერთი მეისონ გრინვუდის შესახებ არ გაგიგიათ ალბათ, რომელსაც საკმაოდ კომიკური და სამწუხარო ისტორია აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" U18-ის საუკეთესო ბომბარდირი სოლსკაიერმა სწორედ ტრავმების ეპიდემიის გამო მიიწვია. მეორე დღეს კი გრინვუდმაც ტრავმა მიიღო.

"ჩვენი სამედიცინო შტაბი ბრწყინვალედ მუშაობს. ამდენი ტრავმა უბრალოდ იმის ბრალია, რომ არ გვიმართლებს", - ამბობს სოლსკაიერი.

დღეს სოლსკაიერს კიდევ ერთი გამოცდა ელის - "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "კრისტალ პალასს" ხვდება, პრემიერლიგის ყველაზე დაუნდობელ გუნდს.

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
რეშფორდი: შავკანიანი ვარ და ამით ვამაყობ!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"სეულში" გადასული ლინგარდი "სამხრეთკორეელ კიმ კარდაშიანს" დაუკავშირდა - გოგონამ ამის შესახებ ისაუბრა
სამწუხარო ცნობა - გიორგი ჩაკვეტაძე ევრო 2020-ის 2 მატჩში "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"ბარსელონა" "მანჩესტერის" თავდამსხმელებით გაძლიერებას აპირებს
"მანჩესტერმა" რეშფორდთან მოლაპარაკება განაახლა
ოფიციალურად - რეშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
ჯესი ლინგარდი "მანჩესტერის" დატოვებას აპირებს
"უსიამოვნო ინციდენტი მოხდა" - ლიონელ მესი გულშემატკივრებს მიმართავს
ლინგარდის მოთხოვნებმა არაბული კლუბი დააფრთხო და მის ტრანსფერზე უარი თქვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
სერხი რობერტომ კუნთი დაიზიანა და "ტოტენჰემთან" არ იქნება
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მბაპე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, მესი - 21-ე, რონალდო - 70-ე
"რეშფორდ, შეიძლება დედა მაისურში გაგიცვალო?" - ბიჭი "მანჩესტერის" თამაშზე პლაკატით მივიდა
სანდრო კობახიძემ, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ ითამაშოს
ჰარი კეინისთვის სეზონი დასრულდა
+18. ფრანგმა ძალოსანმა ბათუმში, ევროპის ჩემპიონატზე საზარელი ტრავმა მიიღო [VIDEO]
ფაბრიციო რომანო: ლინგარდი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია