28 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად "რეალს" 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილობდნენ, უფრო პოზიციური ბრძოლა მიდიოდა, "ბარსელონა" აგრესიულად ვერ უტევდა, "რეალს" კი სამი კარგი მომენტი ჰქონდა (ორი ვინისიუსს და ერთი ბენზემას), მაგრამ ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ შესვენების შემდეგ გამოიყენა სუარესმა, რომელმაც აქტიური დემბელეს გადაცემულ ბურთს ნავასის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მასპინძლებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა რეგილიონმა და ვინისიუსმა შანსი ვერ გამოიყენეს და კონტრიერიშზე დემბელეს ჩაწოდებულ ბურთზე სუარესთან ბრძოლისას ვარანმა ავტოგოლი გაიტანა. მერე კაზემირომ სუარესი საკუთარ საჯარიმოში მოცელა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა მოიყვანა სისრულეში (პანენკას სტილში) და ყველაფერი დასრულდა.

სუარესმა ბლანკოსს 13 მატჩში 11 გოლი გაუტანა. რაც ის "ბარსაში" გადავიდა, "რეალის" კარში ამდენი გოლი არავის არ გაუტანია.

"ბარსელონა" მიჯრით მეექვსედ გავიდა ფინალში, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

ეს გუნდები 2 მარტს ამავე სტადიონზე ლა ლიგას მორიგ ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 80 472 მაყურებელი

რეალი - ბარსელონა 0:3

გოლები: 0:1 სუარესი (50), 0:2 ვარანი (69, საკ. კარსი), 0:3 სუარესი (73, პენ)

რეალი: ნავასი, ვარანი, რეგილიონი, კარვახალი, რამოსი, მოდრიჩი, კაზემირო (ვალვერდე 75), ვასკესი (ბეილი 68), კროოსი, ვინისიუსი (ასენსიო 81), ბენზემა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი (არტური 86), დემბელე (კოუტინიო 75), სემედუ, მესი, სუარესი (ვიდალი 78)

ქართველი
სულ რო 7-0 მოიგოს ბარსამ რეალთან ყველა თამაში რეალზე დიდი გუნდი ვერასოდეს ვერ გახდება იმიტო რო დიდი გუნდები ტიტულებით ფასობს და არა ურთიერთ შეხვედრების ანგარიშით, თანაც რეალის ბალანსი ბარსასთან ჯერ ისევ პლიუსია...
huseina
კიდევ ერთხელ დამტკიცედა ვინაა საუკეთესო მერამდენე წელია ტავზე გახევთ ბურთს ერთI რონალდო გშველოდათ და ისიც გააქციეთ შაბათსაც იგივეს ელოდეთ :D
გულშემატკივარი
ახლა დაიწყება ბაზარი რეალს რონალდო რომ ყოლოდა მიანგრევდაო,ბარსას რომ ტერ შტეგენი არ ყოლოდაო,ბებიას რომ ყვ....ი ქონებოდა ბაბუა იქნებოდაო და ა.შ. არადა როცა რონალდო ბრძანდებოდა რეალში მაშინ ხომ საერთოდ ვერ უგებდა ბარსა რეალს:-) :-) :-)ბოლო რამდენი წელია სანტიაგო ბერნაბეუს ადუმებს ბარსა და რონალდო მხოლოდ ეს წელია აღარაა მაქ.ზოგს არ უნდა სიმართლეს შეხედოს თვალებში.
გოგა
ფორვარდი რო არ ყავს როგორ ეტყობა რეალს. ბენზემამ მე ვარ ლიდერი ეხლაო წუხელ რას შვრებოდა ეგ იდიოტი. მოკლედ რონალდო რო ყოლოდა პირველ ტაიმშივე მოუმთავრებდნენ ბარსას საქმეს. ან აზარის დონის ფორვარდია საჭირო
Lasha
აშკარად აჯობა თამაშით რეალმა. შერცხვა ძაან ხმამაღალი ნათქვამია. იღბალი და გამოცდილება დააკლდა. ასევე რონალდუ, რომელიც ვინისიუსმა რომ გააფუჭა, ისეთებს მანქანასავით ტენის. ბარსელონამ კლასი აჩვენა, მეკარეც ძალიან დამაჯერებელი იყო. სულ 3 მომენტი შექმნა მგონი და სამივე გაიტანა. პ.ს. არც ერთი მეხატება გულზე და არც მეორე, მაგრამ ბარსას ეს 3-0, ისევე როგორც 5-0 ხალხს 1, 2, მაქსიმუმ 5 წელი ემახსოვრება. რეალმა რომ 3-ჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ათწლეულების განმავლობაში არ დაავიწყდება არავის.
giglia
და დემბელემ კიდე.
წერო
აბა რაა,ესპანეთში თასსაც და ჩემპიონატებსაც ბარსა იგებს,და რაღაც ხომ უნდა მოიგოს რეალმა?ბოლოს და ბოლოს სამეფო გუნდი ქვია :-) ჰოო მართლა რომელი ლიგა თურქმა ჩაქირამ რომ მოაგებინაა?სულ დამავიწყდა.:-) :-)ძლიერი ვინცაა ქი ვხედავთ,მერამდენე წელია ანგრევს მისსავე მოედანზე..ასეა ეს...
ოთო
ყველა დარტყმული ბურთი რომ კარში გადიოდეს, კალათბურთი იქნებოდა.
კობა
სიმონა. ისე იძახი ბარსას გამოცდილი ფეხბურთელები ყავსო, თითქოს რეალს არ ყავს გამოცდილი მოთამაშეები?!
ოთო
იმ თასს ჩემპიონთა თასი თუ ჰქვია, რეალი ჩემპიონი ვერ ხდება და შესაბამისად არც ის თასები ეკუთვნოდა ლოგიკურად, თან გაიხსენეთ ბაიერნთან ორჯერ და იუვენტუსთან გამართული თამაშები.
გია1
ქართველო! ეგ ყველაფერი გავიგეთ, რომ რეალს ამდენი ტიტულები აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. დღეს ვთამაშობთ დღევანდელი დღით და რეალობა ეს არის. ისე ბარსას და რეალის ფანებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ასე ჯობია.
კოკა
aburjga რაღაც არ გეტყობა შენ, რომ ბარსას ფანი იყო.
Levani
ლა ლიგას ეგენი ვერ იგებენ და ესპანეთის თასს, თუ ჩემპიონთა ლიგაზეც ვერაფერი ქნეს მაშინ მაგათი ადგილი ლა ლიგაში კი არა აქ ყოფილა ეროვნულ ლიგაში.
ქართველი
ისე ნამუსიც კაი საქონელია როცა ბარსას ფანი რეალს დასცინის, რა იყო თქვენი მიზანი თუ მარტო რელთან მოგებაა კი ბატონო, მარა ისე თასების რაოდენობაც დათვალეთ ხოლმე, თან ჩემპიონთა თასების....
sormona
რეალმა აჯობა მაგრამ ბარსას უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ყავს და მოიგო ისე კი ის რასაც ბარსა ოცნებობს რეალმა მარტო ბოლო 5 წელიწადში ოთხჯერ მოიგო. ამიტომ ბარსა რეალთან ახლოსაც ვერ მივა მიღწევებით :):):)
aburjga
მხოლოდ სასწაული უიღბლობის გამო წააგო რეალმა! პირველი ტაიმის შემდეგ 3 :0 უნდა ყოფილიყო რეალის სასარგებლოდ. ისე მე ბარსას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ სიმართლე ასეა!
ჰა ჰა ჰაააა
ბოლოს როდის მოუგო სანტიაგო ბერნაბეუზე რალმა ბარსას მგონი თვითონაც არ ახსოვს,მოუგო კიარა როდის აღარ წააგო :-) ბარსა,ბარსა,ბარსააააააააააა !!!!!
Mefe333
ნავასმა არ მათამაშებთ არ მათამაშებთ, ეს ბუღალტერია რაღას შემომტენეთო(კურდღლის პონტში) :D
ჰმ
თორე რონალდოს დროს არ გაუფარჩაკებია ბარსას რეალი

ეს თამაში სუარესმა და ტერ შტეგენმა მოიგეს.
დათო
აი ასე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ როლანდო იყო ამ გუნდის ძირითადი ლიდერი. თუმცაღა ამ თამაშის შემხედვარე, დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშს რეალი მ-ო-ი-გ-ე-ბ-ს.
Tolika
Ronaldo rom iko kho naklebi angarishit agebda barsastan
7
რეალის 7-ანი კიდე დიდხანს იქნება გასახდელში რონალდოს ჩრდილქვეშ. რაული უკეთესი შვიდიანით შეიცვალა თავის დროზე და ეხლა ???????? გავა კიდე 20 წელი და იქნებ რამე გამოჩნდეს.
ლევან BARCA
სირცხვილი და თავის მოჭრა რეალს... ნწ ნწ ნწ... :))) მიეჩვია რეალიც გაფარჩაკებას და რაღა ქნას :D

სასწაული თამაში იყო. რეალი ვინისიუსის მუხტით თამაშობდა, რომელიც აკეთებდა და არანაკლებს აფუჭებდა. მესიმ ჩააგდო თამაში და არც დანარჩენები ბრწყინავდნენ, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ მოიგო როგორც მწვრთნელის ასევე წინა ხაზის მოთამაშეების. გოლეადორი თავდამსხმელის გარეშე და მეკარის გაუგებარი როტაციით (ნავასი უთამაშებლობით ფორმაში არ არის - ბურთი არც კი მოხვედრია, ფეხით და გამოსვლაზე თამაში არც იყო მაგის ძლიერი მხარე და ახლა საერთოდ უცხოსავით იდგა კარში) აი ეს შედეგია, დანარჩენებიც ბუნებრივად დემოტივირებულები არიან 5 წელში 4 ლიგის მოგების შემდეგ და გუნდს ახალი ღერძი და ჟინი ესაჭიროება, რაც დააგვიანეს რეალის ბოსებმა. ყველაფრის მიუხედავად ბარსას 3:0 ამ თამაშში უცნაურზე გაცილებით მეტია.
irakli
ჯერ სად არის, სამ დღეში კიდე მოუგებს
ზური
ისე მაინც ნუ იბლატავებთ!
ზაზა
მერამდენედ მართლა სირცხვილია ეს ყველაფერი, კარგი ფეხბურთელები ჭირდებათ, მესის არაფერი გაუკეთებია მაგრამ!!!
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ამ იდეაზე რას იტყოდით?" - კასილასს ფეხბურთში წესების შეცვლა სურს
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თანაგუნდელი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
ენრიკეს ყოფილი სასიძო თავისთან მიჰყავს - პსჟ-ის მწვრთნელს შეტევაში ახალი გეგმები აქვს
"ბარსელონას" შემტევი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს