დღეს ოქსფორდში შეკრებაზე მყოფმა ბორჯღალოსნებმა ინგლისის ნაკრებთან პირველი ერთობლივი ვარჯიში გამართეს.

თავდაპირველად გუნდები ერთმანეთის დამოუკიდებლად გახურდნენ, რის შემდეგაც გაერთიანდნენ, მოედანი ორად გაიყო და ნახევარზე ქართველთა და ინგლისელთა შერკინებამ, ხოლო ნახევარზე ხაზის მოთამაშეებმა ივარჯიშეს.

დღევანდელი ვარჯიში შერკინებას და პირველი პასით შეტევას დაეთმო. გუნდები შეტევით და დაცვით პოზიციებს ცვლიდნენ და წვრთნით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

მილთონ ჰეიგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თიერ 1-ის გუნდებთან თამაშის ნაკლებობის ფონზე, ასეთი ერთობლივი ვარჯიშები საუკეთესო გამოსავალია:

„როდესაც ჩვენს დღის წესრიგს განვიხილავთ, ყოველთვის ვეძებთ პირველი დონის გუნდებთან თამაშის, ან ვარჯიშის შესაძლებლობას. ამ თემაზე ედი ჯოუნსთან 2 წლის წინ მქონდა საუბარი და მან ჩვენს შერკინებასთან ვარჯიშის დიდი სურვილი გამოთქვა. ეს ჩვენც გვაწყობდა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბექებთან შეტევასა და დაცვაში ვარჯიშის შესაძლებლობა გვეძლეოდა. შედეგად, აგერ უკვე მეორე წელიწადია ინგლისთან ერთობლივად ვვარჯიშობთ და ამისთვის ინგლისის რაგბის კავშირის და პირადად ედის მადლობელი ვარ“.

ახალ ზელანდიელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი წვრთნებით საქართველო სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნებისთვისაც უფრო მეტად ცნობადი ხდება და საქართველო ამით მუდან „დღის წესრიგშია“:

„მსგავსი ვარჯიშები სიტყვით რომ ვერ გადმოგცემთ, ისეთი სასარგებლოა. შარშანდელი ვარჯიში ძალზედ პოპულარული გახდა, მასზე ყველა საუბრობდა, ყველგან იწერებოდა, რომ ინგლისისა და საქართველოს შერკინება ერთად ვარჯიშობდა. როდესაც როუნთრი გავიცანი, პირველად სწორედ ამ ვარჯიშებზე დაიწყო საუბარი. ეს ვარჯიშები კარგია ჩვენი პროგრესისთვის, ასევე იმისთვის, რომ მაღალ დონეზე უფრო მეტად ვჩანდეთ“.

მეტი გამოცდილება

ჰეიგმა ინგლისთან ერთობლივი ვარჯიშით მიღებული გამოცდილების გარდა, გრეემ როუნთრიზეც ისაუბრა, რომელიც 8 წლის განმავლობაში სწორედ ინგლისის ნაკრების შერკინებას წვრთნიდა:

„გრეემს უდიდესი გამოცდილება აქვს, ის ავარჯიშებდა ინგლისის ნაკრებს, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს და ახლა ეს გამოცდილება ჩვენს ნაკრებში მოიტანა. გარდა ამისა, როუნთრი ძალიან კარგი ადამიანია, რასაც საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და აფასებენ. საქმისადმი მის დამოკიდებულებაში იგრძნობა, რომ ძალიან უნდა ჩვენი შერკინება, ზოგადად მორკინალების თამაში კიდევ უფრო უკეთესი გახადოს და ეს დასაფასებელია“.

განვითარების პერსპექტივა

ბორჯღალოსნების თავკაცმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქართული რაგბის შემდგომი პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ფრანჩაიზის რომელიმე ძლიერ ტურნირში ჩართვა, ისეთში, როგორიც პრო 14, ან მსგავსი ჩემპიონატია, ხოლო მანამდე 6 ერის პერსპექტივებზე ისაუბრა, რაზეც კითხვა ვარჯიშზე მისულმა ინგლისურმა მედიამ დაუსვა:

„სამწუხაროდ, ჩვენ ამ კუთხით გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ [6 ერის ფორმატი] და მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მოედანზე რეგულარულად დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე. მიმდინარეობს საუბრები სხვადასხვა ძლიერი პირველობების წარმომადგენლებთან. ჩვენი მომდევნო ნაბიჯია, ფრანჩაიზით რომელიმე ტურნირში ჩართვა - იქნება ეს ქარი ქაფი, გინეს პრო 14, თუ ზე რაგბი.

„საერთაშორისო დონეზე დიდი წარმატებების მისაღწევად, აუცილებლად გვჭირდება ტრამპლინი. სასურველია, რომ ეს იყოს ევროპული ტურნირი, თუმცა მზად ვართ ნებისმიერ შესაძლებლობას ჩავეჭიდოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს 2 წელიწადში ამ მხრივ გარკვეული ცვლილებები იქნება“.

ჰეიგს ექვს ერზე და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ბენ მორელის სიტყვებზეც კითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ ტურნირის ფორმატში რაიმე სახის ცვლილებების შეტანა გამორიცხულია:

„რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რადგან გვაქვს იმედი, რომ ისინი უფრო მეტ რისკზე წავლენ და ერთ დღეს ტურნირის კარს გახსნიან. მესმის, რომ სუფთა ბიზნეს-მოდელის კუთხით, ეს შესაძლოა საინტერესო არ იყოს. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ ტესტზე რეპუტაცია გავიმყაროთ და ვნახოთ მომავალში რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ინგლისის ნაკრებთან ერთად ხვალაც ივარჯიშებენ, ხოლო პარასკევს კი ბელგიაში გაემგზავრებიან.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

dat
ჩვენი ექვს ერში შესვლა ნატოში შესვლასავითაა.
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"რვა ერის" გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
მერაბ შარიქაძე: დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
მსოფლიო თასი: პირველი ფინალისტი ცნობილია და ეს ახალი ზელანდია არაა [VIDEO]
სამხრეთ აფრიკამ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
მაისაშვილი ინგლისთან მატჩზე: ახალ გუნდს ვაშენებთ - თამაშიდან თამაშამდე გავიზრდებით
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო