დაეხმარება თუ არა ერთი "ბორუსია" მეორეს? ეს არის ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი კითხვა. ანუ აართმევს თუ არა მიონხენგლადბახის "ბორუსია" ქულებს ტურის ცენტრალურ მატჩში "ბაიერნს", რითიც სეხნია ლიდერის, დორტმუნდის "ბორუსიას" საქმეს გააკეთებს.

ბოლო დროს "რეკორდმაისტერისთვის" "გლადბახი" მთლად მოსახერხებელი მეტოქე ვერ არის, მაგრამ "ბაიერნი" თანდათან შედის ოპტიმალურ ფორმაში. გარდა ამისა, ნიკო კოვაჩის გუნდი ამ თამაშს ძალიან კარგ ხასიათზე ეგებება. საქმე ისაა, რომ "ბაიერნმა" დაიბევა "ლაიპციგისა" და გერმანიის ნაკრების ფორვარდი ტიმო ვერნერი, რომელსაც ზაფხულიდან თავის განკარგულებაში გადაიყვანს.

...ერთი სიტყვით, ძალიან კარგი თამაშის მოლოდინში ვართ და ეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს "გლადბახმა" ტემპს მოუკლო - ერთმანეთის მიყოლებით წააგო ორი საშინაო მატჩი ("ჰერტასა" და "ვოლფსბურგთან") ერთი და იმავე ანგარიშით - 0:3. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ერთმანეთს ბუნდესლიგის მეორე და მესამე გუნდი ეთამაშება, მით უფრო, "ბაიერნი" რომ გყავს ოპონენტად, ეს უკვე ორმაგი მოტივაციაა და ყველა სირთულეს გავიწყებს. იმედია, დიდი მატჩის მოლოდინი არ გაგვიცრუვდება.

ლიდერი "დორტმუნდი" კი გასვლით მატჩს ჩაატარებს "აუგსბურგთან". რა თქმა უნდა, სტუმრები ფავორიტები არიან, მაგრამ მათ ბოლო დროს ჩავარდნებს შეგვაჩვიეს. ახლა ამის უფლება ლუსიენ ფავრის ბიჭებს ნამდვილად აღარ აქვთ. სხვა თუ არაფერი, სასწორზე საჩემპიონო ტიტული დევს და "ბაიერნიც" არ არის ის გუნდი, ვინმეს რამე რომ აპატიოს.

მასპინძელთა მთავარი საზრუნავი ახალგაზრდა ინგლისელის, ჯეიდონ სანჩოს შეჩერება იქნება. ეს უკანასკნელი ბოლო დროს გუნდის უდავო ლიდერად იქცა და მასზე ევროპული ფეხბურთის გრანდები ნადირობენ.

ფაქტები

"დორტმუნდისა" და "აუგსბურგის" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ლევერკუზენისა" და "ფრაიბურგის" უკანასკნელი 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

"აინტრახტისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 3 თამაშში ორივემ გაიტანა.

"ჰერტასა" და "მაინცის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ნიურნბერგისა" და "ლაიპციგის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შალკემ" ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგო "ფორტუნას".

"გლადბახისა" და "ბაიერნის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შტუტგარტისა" და "ჰანოვერის" ბოლო 3 თამაშში ორივემ გაიტანა.

"ვერდერმა" მიჯრით 2 თამაში მოუგო "ვოლფსბურგს".

ბუნდესლიგა. XXIV ტური

პარასკევი, 1-ლი მარტი

აუგსბურგი-დორტმუნდი 23:30

შაბათი, 2 მარტი

შალკე-ფორტუნა 18:30

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 18:30

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 18:30

ჰერტა-მაინცი 18:30

ნიურნბერგი-ლაიპციგი 18:30

გლადბახი-ბაიერნი 21:30

კვირა, 3 მარტი

შტუტგარტი-ჰანოვერი 18:30

ვოლფსბურგი-ვერდერი 21:00

ბომბარდირები: 14 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!