2 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბელგიას 46:6 მოუგო.

ბელგიის ნაკრებს სახლში უკანასკნელი სამი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავდა, "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კი ბრძანა, რომ ისევე უნდა ეთამაშათ, როგორც ინგლისში ივარჯიშეს და არამარტო უნდა მოეგოთ, არამედ ეს ლამაზი თამაშით მოეხერხებინათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა მეტოქე, ოთხი ლელოც დადეს (გოგიჩაშვილმა, ნემსაძემ, ცუცქირიძემ და მოდებაძემ), მათიაშვილმა კი ოთხიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. მასპინძლებმა ერთი საჯარიმო გაიტანეს და პირველი ტაიმი 3:22 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელებმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს, რასაც ძნელაძის, ცუცქირიძის, აფრასიძის და თხილაიშვილის ლელოები და აფრასიძის ოთხიდან ორი გამოყენებული გარდასახვა მოჰყვა.

"ბორჯღალოსნებმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 46:6.

საქართველოს ნაკრები შემდეგ ტურში, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებს.

დაჩი
იმ ხალხით ვინც ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჯაჯგურა და ძალაზე დამოკიდებულ თამაშს თამაშობდა ძნელია მოაშლევინო და გადაიყვანოს ხელდახელ თამაშზე აქამდე სრულიად მორკინალებზე იყო აგებული თამაში მაგრამ წამოვიდა ახალი თაობა ვინც ბავშვობიდან ხშირად თამაშს თამაშობს და სეშაბამისად დაიწყო მათზე ძირითადი გუნდის ბირთვის აწყობა მათზე.
გიოშა
:)დიზლაიკის დამწერთ მინდა მივმართო-რატომ...? გთხოვთ შემატყობინოთ.მინდა ვიცოდე-იქნებ მე მეშლება რაღაც.
ako
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ სასწრაფოდ არი შესაქმნელი რაღაც რაც საშუალებას მოგვცემს ვითამაშოთ საერთო ტურნირი ფიჯისთან სამოასთან ტონგასთან აშშს თან თუნდაც კანადაც იყოს წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ცალი ხელით გვიჭირავს,
sdfffff
ეგეტი გუნდები არ უნდა ტამასჰობდნენ ცჰვენტან.
გიოშა
მადლობა ბიჭებს ბოლომდე თავდადებული ბრძოლისათვის!მაგრამ ერთი რამ თვალში საცემია-ხელით სწრაფ თამაშს ახლა რატომ ვიწყებთ??? მელიტონ ბატონო აქამდის სად იყავით?
გიოშა
გეთანხმები სოსო,მეტი სათამაშო დისციპლინა და ნაკლები შეცდობი გვმართებს,მსოფლიო თასამდე ხომ არც ისე დიდი დრო დარჩა.
მაო
თამაშის მერე, ჯგუფის ზოგადი მიმოხილვა და ცხრილიც დადეთ ხოლმე, რა უჭირს, მადლობა და ბიჭებს წარმატებები

თითქმის ყველა თამაშის მერე 9 ნომრით უკმაყოფილო ვიყავი და ისე ჩანდა რომ ჩვენი ნელი თამაში გარკვეულწილად ვასკას გამო იყო. წინა თამაშებში აფრასიძის და ბეგაძის ჩართვით თამაშში ეს უმჯობესდებოდა და ახლა ბოლომდე დავრწმუნდი რომ ბეგაძით და აფრასიძით გუნდის შეტევა გაცილებით სწრაფი და მოძრავია ვიდრე ლობჟანიძით. შეცდომები კვლავ თვალშისაცემია (სხვები არ გვაპატიებენ), სწრაფი გადალაგებები გვჭირდება, ვასკამაც უნდა მოუმატოს და მართლა კარგი გუნდი დადგება.
პიპინია ერისთვი
ბატონო სოსო - "я был строг с людьми но нежен с лошадьми!" (https://coub.com/view/dg767)
გლახუნა
საამაყო ქართული გარბის სამყარო! მსოფლიოსათვის კიდევ უფრო ფიზიკა- მომზადებაა საჭირო ...რაც შეიძლება ნაკლები შეცდომის დაშვებისათვის. მათიაშვილი აღარ იზრდება (დაცვაშიც სუსტია) , აბჟანდაძე გაცილებით სტაბილურია ჯარიმებში. ფიჯის მძლავრ გუნდს რაქებში სისწრაფით და ძალიამ მჭირდო და მძლავრი კონტაქტებით უნდა დავჯაბნოთ- მით ფსიქოლოგიური წნეხში მოვაქციოთ და მოვუგებთ, ანუ ფეხით ა რ უნდა ვეთამაშოთ და ...იგივე უელსთან!
Me
ბურთი სწრაფად იმიტო გამოქონდათ რო ბელგია იყო და არა რუმინეთი და რაქშიც ისწავლა შებოჭილმა ბურთის გამოწევა აღარ ეუტება ასე რომ 9ნომერს უადვილდება აღარ ჭირდება ამოჩიჩქვნა. ბეგაძეს სისწრაფის გამო არ იყო ბურთის ვარდნა უბრალოდ ფეხებში აძლევდა პასს და როცა აწია ზემოთ დაიწყეს დაჭერა.
სოსო
ზაზა,ეს ბიჭები ფეხბურთელები არ არიან,რომ მუდამ მოფერებას თხოულობდნენ.თუ კარგად წაიკითხავ ჩემ პოსტს,კარგსაც დაინახავ მათზე თქმულს,მოფერებით კი,მაშინ ვეფერები,როცა ძალიან უჭირთ და ბევრი ლანძღავს.
ზაზა
ერთი კარგი სიტყვა, ერთიშექება, ერტი მოფერება - რამე მაინც წამოგცდეს რა?
სპორტ ფაზა
საინტერესო მატჩი იყო!!! მგონი ეს ის შემადგენლობაა რომლითაც მსოფლიოზე უნდა წავიდეთ! როგორც იქნა მიხვდა მელიტონა რო წინა შეხვედრებში 9 ნომრის თამაში პირდაპირ რო ვთქვათ იყო ამაზრზენი(ბურთის უნელესი გამოტანით და წინ უაზრო დარტყმებით) ბეგაძეს გამოტანილი ბურთები იმდენად სწრაფი იყო რო ჩვენი ბიჭები მიჩვეულები ძველ ნელ გამოტანას...ვერც იღებდენ ნორმალურად სწრაფ პასებს..მაგრამ მერე დაამუღამეს!! არცერთი უაზრო გადაგდება ფეხით ბირთის წინ!!! ახალგაზრდები ლომები!!! მათიაშვილს ბევრი გაუცდა და მისი მონდომება ამ თამაშში დასაფასებელია...შეცდომები ჰქონდა მაგრამ არაფერი.... და კარკაძე ხო საოცრება--კვაჭია თუ ცხრა ნომერი ვერ გაიგებ რა პასები აკეთა!!!!
სოსო
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას,დამაჯერებელ გამარჯვებას,მაგრამ სიმართლე გითხრათ,მაინც უფრო მეტს ველოდი.გასაგებია,აქცენტი ხელით თამაშზე გადავიტანეთ და ინგლისელებთან ნავარჯიშების რეალიზება ვცადეთ,თუმცა ტექნიკური წუნი საკმაოზე მეტი იყო და ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებდით.მეორე ტაიმის პირველი 15-20 წუთი კი თითქოს მიმართულება დაკარგულები ვთამაშობდით,მთლიანად ავირიეთ.მხოლოდ შეცვლებმა შეცვალა თამაშის სურათი.კარგია,რომ აუტებში მოვუმატეთ,თუმცა გამომცდელიც სუსტი გვყავდა,ცხადი მინუსი კი ის იყო,რომ რვიდან ხუთი გარდასახვა გავაფუჭეთ და ჯარიმების აუტში გადაგზავნისასაც ვერ ვიყავით საკმაოდ ზუსტები.სხვათა შორის ეს,წინა თამაშებშიც იგრძნობოდა,დღეს კი კიდევ უფრო აშკარად.მათიაშვილი აშკარად ჯერ ვერ არის ფორმაში და ისედაც,თითქოს შეუნელდა ზრდა.გელა აფრასიძესაც გაუფუჭდა გასატანი გარდასახვა,არადა თითქოს არ ჩანდა ისეთი ქარი.ასეა თუ ისე,საკმაოდ სოლიდურად გავიმარჯვეთ და ვარჯიშიც კარგი გამოუვიდათ ბიჭებს.მოუთმენლად დაველოდები მომდევნო თამაშებს და განსაკუთრებით რუსებთან შეხვედრას.აი იქ კი, დარწმუნებული ვარ,ჩვენი ბიჭები შეეცდებიან რუსები დააშოშმინონ და ამბიციები დაუცხრონ.
tngh
კიდევ ერთხელ გმადლობთ და მადლობა ამდენი სიხარულისათვის!!!
ფშაველი
გენაცვალეთ ქართველებო!!!!!
Nukri
გაუჭირდებოდათ..))
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 გაგრა. გამარჯვება ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 იბერია 1999. ბედოშვილის ბენეფისი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცდომებს არ პატიობს - ქართველმა "ლევანტეს" გაუტანა
"მესისთან კონფლიქტი არასდროს მქონია" - პოჩეტინომ ლეოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
80 მილიონიანი ტრანსფერი? - პსჟ შეტევაში გაძლიერებას აპირებს
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 დილა. იაკობიძე, როგორც გამარჯვების ფორმულა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
მათეუსი: პსჟ "ბაიერნს" ვერ გაუძლებს - ბავარიელებმა პარიზში მეტოქეზე უკეთ ითამაშეს
კვერნაძის "ფროზინონემ" მოიგო და სერია A-ში დაბრუნებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნებმა" ბელგიას პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს და 22:3-ს იგებენ
"ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრები სარეკორდო ანგარიშით დაამარცხეს [VIDEO]
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
მილტონ ჰეიგი ბელგიასთან მატჩის შემდეგ: ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ
ბელგიელთა მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებს, იმედია, აღარ შეგვხდებით
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბელგია VS საქართველო - ბელგიასთან ისეთ დონეზე ვითამაშოთ, რა დონეზეც ინგლისთან ვივარჯიშეთ
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის