ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფეხბურთის წესებში 7 ცვლილება დაამტკიცეს - არ გამოგრჩეს

ფეხბურთის წესებში 7 ცვლილება დაამტკიცეს - არ გამოგრჩეს

2 მარტს აბერდინში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირის (IFAB) სხდომა გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია ფეხბურთში წესების რეგულაციაზე მუშაობს.

სხდომაზე წესებში რამდენიმე ცვლილება დაამტკიცეს.

თუ გოლის გატანისა და საგოლე მომენტის დროს ფეხბურთელი ბურთს ხელით შეეხო სპეციალურად თუ უნებლიეთ, ამიერიდან წესების დარღვევად ჩაითვლება. აქამდე გამიზნულად ხელით თამაში ისჯებოდა და ამასაც მსაჯი წყვეტდა, როდის იყო გამიზნული და როდის არა.

შეცვლილმა ფეხბურთელმა მოედანი ახლოს მდებარე გვერდით ხაზთან უნდა გადაკვეთოს. აუცილებელი აღარ იქნება მოედნის ცენტრთან მისვლა და შემცვლელთან ჩახუტება. ამით, რა თქმა უნდა, დრო იზოგება, როცა ფეხბურთელები ნელა მიდიან მოედნის ცენტრამდე.

საჯარიმო დარტყმის დროს შემტევი გუნდის ფეხბურთელები "კედელში" ვერ ჩადგებიან, რომელსაც მეტოქე დგამს. მინიმალური დაშორება მეტოქეებს შორის ერთი მეტრი უნდა იყოს. ამასთან ერთად, შემტევი გუნდის ფეხბურთელებს მეტოქის "კედელსა" და ბურთს შორის საკუთარი "კედლის" დადგმა შეუძლიათ. ამის მიზანი ფეხბურთელებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრა და დროის დაზოგვაა.

გაუქმებულია წესი, რომლის მიხედვით, კარიდან დარტყმის შემდეგ ბურთმა მეკარის საჯარიმო ზონა უნდა დატოვოს, სანამ მოედნის ფეხბურთელი შეეხება. ახლა მეკარე და ფეხბურთელი საჯარიმოშივე შეძლებენ ბურთის გათამაშებას.

ამიერიდან პენალტის დარტყმის დროს მეკარეს შეუძლია კარის ხაზს მხოლოდ ერთი ფეხით შეეხოს. თუმცა წინა წესს, როცა ორივე ფეხი ერთ ხაზზე უნდა ჰქონოდა, მაინც არავინ ასრულებდა.

ყვითელ და წითელ ბარათებს ახლა მწვრთნელებსაც მისცემენ. აქამდე მსაჯები ჟესტებით და სიტყვებით მწვრთნელებს ტრიბუნაზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

თუ ბურთი მსაჯს მოხვდა, "სადავო ბურთი" დაინიშნება. აქამდე მსგავს მომენტებში თამაში არ ჩერდებოდა.

სხდომაზე ასევე ვიდეოგამეორების სისტემა VAR-ი შეაქეს.

• giorgi

რას ნიშნავს ნებსით თუ უნებლიედ ხელით თამაშის დაფიქსირება? რა ქნან ფეხბურთელებმა, მოიკვეთონ ხელები? მსაჯი იმიტომაა, გადაწყვიტოს, განზრახ ითამაშა ხელით ფეხბურთელმა თუ არა, თანაც, ხელმა რადიკალურად შეუცვალა ბურთს მიმართულება თუ არა.

• მენტორი

"ვეტერანმა" დაწერა ეგ.

• sandro

აბა, რას ბრძანებთ, ბატონო "რიგითო"? თამაშგარეს წესის მოსპობა ხომ ეგრევე დაასამარებს დიდ ფეხბურთს? დიდი ბოდიში, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი თუ არ გესმით, ე.ი. თანამედროვე ფეხბურთიც არ გესმით.

• გოგა

ნულოვანი ფრეა საზიზღრობა როცა შეგნებულად თამაშობს ორივე გუნდი და ეგ ცალკე თემაა რამენაირად ეგ უნდა აღმოიფხვრას,მაგრამ ჩემპიონათებძე როცა გუნდს სეზონში 50 და მეტი თამაში აქ სათამაშო გინდა თუ არა ყველა თამაში გაიტანეო უთხრა მგონი ეგ ცოტა სისულელეს წაგავს.

• ვეტერანი

0-0 ზე 0 ქულა მეკარის გარეშე თამაშის ვარიანტში მაქვს გათვალისწინებული, რომლის საჩვენებელი მატჩი პირველად 2013 წლის ივნისში ჩატარდა "ბენდელას" სტადიონზე. დამატებით მეორე მონაცემად მაქვს ძელებზე მოხვედრა. ის გუნდი მიიღებს იმ ერთ ქულას რომელიც მეტჯერ მოარტყამს ძელს. აქაც თანაბრობის შეთხვევაში სტუმარი მიიღებს დამატებით ქულას, რომელიც ახლა ფრეზე იკარგება.

• დათა

წესი რომელიც მოიცავს, რომ ფეხბურთელის მიერ მეკარისათვის იკრძალება ხელით თამაში (ხელში აღება დაბრუნებული ბურთის) არის ქართველი ადამიანის მიერ მიწერილი და ფიფას მიერ დამტკიცებული!! მან არაერთხელ მიწერა და მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ მიიღეს ეს წესი. ფარ-ხმალი არ დაყარო მეგობარო!!!

• რიგითი

ფრის მოსპობა არ შეიძლება ეს უხვ ქულიანი სპორტი არ არის სადაც ფრე იშვიათობას წარმოადგენს.. უბრალოდ ნულოვან ფრეზე სადაც მხოლოდ ბურთის გორებაა არც ერთ გუნდს ქულა არ უნდა მიეცეს და გუნდი ეცდება ერთი გოლი მაინც გაიტანოს რო ქულის აღების შანსი მიეცეს..1-1 2-2 ასეთი ფრეები კი ბატონო, ორივეს თითო ქულა ჩაეწეროს.. დანარჩენი იგივე უნდა დავტოვოთ რათა ფეხბურთი იყოს და დარჩეს ფეხბურთად..

• ვეტერანი

ზედაპირული ცვლილებებია უფრო რადიკალურია საჭირო ვთქვათ: მეკარისთვის ბურთის დაჭერის აკრძალვა, მარტო მოგერიება. ფერადი ბარათების მიღებისათვის პენალტი. თამაშგარეს მოსპობა ან მარტო საჯარიმოში დატოვება. შეუზღუდავი გამოცვლის წესი თამაშის გაუჩერებლად. გოლის შემდეგ თამაშის განახლება პენალტის წერტილიდან. ფრეს მოსპობა..... 2014-ში შევთავაზე ეს და კიდევ სხვა ცვლილებები, არ მიიღეს. ჩემი ნაშრომი 2 კონკურენტ თამაშს ყოფნის, ვიცი არ გაუშვებთ კომენტარს....

• ჭაღარა

ეგრე უფრო სამართლიანია

• გოგა

აუფ რამდენი უფიქრიათ და უწვალიათ:)

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"