ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით, მსოფლიო რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაპებს ჩაატარებს.

8-დან 10 მარტამდე გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს. პირველ დღეებში "კუდების" ფერდობზე ქალთა და ვაჟთა შორის ეტაპები გაიმართება. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. საქართველოს ეწვევიან მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული მოთხილამურეები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და სხვ.

ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა სნოუბორდ-კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. დაბრკოლებებიანი ტრასის გავლას სნოუბორდისტები მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს, აზარტულ სანახაობას ქმნიან.

საერთაშორისო შეჯიბრს საქართველომ გასულ წელს პირველად უკვე უმასპინძლა. ბაკურიანში სკი-კროსში ჩატარებულმა ტურნირმა უცხოელი სპორტსმენებისა და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

შეჯიბრება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მისი გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტისა" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ვებგვერდს: www.gsf.ge

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა