ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

5 მარტს, "კვირა.ჯე"-ს პრესკლუბში "საქართველოს მორაგბეთა ასოციაციის" პრეზენტაცია შედგა, რომლის მიზანია მოთამაშეებისთვის უკეთესი სათამაშო გარემოს შექმნა, განათლების დონის ამაღლება და სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მათი გადამზადება-დასაქმება.

ასოციაციას 7 დამფუძნებელი ჰყავს და ყველა მათგანი კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს. ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ლექსო იორდანიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა:

"მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მორაგბეთა ასოციაცია. ასეთი ორგანიზაცია ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანაში არსებობს, მოწინავე ათეულს ქვემოთ კი, საქართველო პირველია, რომელმაც მორაგბეთა ასოციაცია დააარსა. ჩვენი პირდაპირი მოვალეობა მორაგბეებზე ზრუნვა და მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მათი სოციუმში უმტკივნეულო ინტეგრაციაა. პროფესიონალ მოთამაშეებს განათლებისთვის დიდი დრო არ რჩებათ და ჩვენ მათ განათლებაზე, ასევე, შემდგომ დასაქმებაზე ვიზრუნებთ".

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს, რომელმაც ასოციაციის დაარსებაში დიდი დახმარება გაგვიწია. დღეს ჩვენსა და სრკ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ვიმედოვნებთ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ".

"მორაგბეთა ასოციაციის" მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ:

"მორაგბეთა ასოციაციის იდეა თავად მორაგბეებიდან მოდის და ამ საკითხზე თითქმის ორი წელია საუბრები მესმის. იურიდიულად ის გასულ წელს დაარსდა და დღეს ფორმა და სახე ოფიციალურად მიიღო. მისი მნიშვნელობა განუზომლად დიდია, რადგან დღესდღეობით საქართველოში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 17 ათასს აღწევს და ბუნებრივია, კარიერის დასრულების შემდეგ ყველა მათგანი რაგბიში ვერ დასაქმდება. პროფესიონალური კარიერის დასრულებას უამრავი ტკივილი ახლავს და ასეთ დროს მოთამაშეებს ასოციაციის დახმარება ცხოვრების გზის პოვნაში დაეხმარება. გარდა ამისა, ასოციაცია მოთამაშეებს კლუბებთან ურთიერთობაში დაეხმარება. მინდა აღვნიშნო, რომ მორაგბეთა ასოციაცია რაგბის კავშირისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ის იმ სეგმენტებს შეეხება, რომლებსაც რაგბის კავშირი ვერ ფარავს. ჩვენ ამ წამოწყებას მთელი გულით მივესალმებით".

იორდანიშვილის გარდა, ასოციაციის პრეზენტაციას კიდევ სამი მისი დამფუძნებელი ესწრებოდა და მათ საკუთარი მიმართულებების შესახებ ისაუბრეს. ერთ-ერთი დამფუძნებელი სიმონ მაისურაძეა, რომელიც მოთამაშეთა გადამზადება-განათლება-დასაქმებას უხელმძღვანელებს. მას კითხვა მორაგბეთა დასაქმების შესახებ დაუსვეს:

"დასაქმების კუთხით ვმუშაობთ მემორანდუმის გაფორმებაზე HR.GE-სთან, ასევე, სხვა კომპანიებთან. თუმცა, სანამ საქმე დასაქმებაზე მიდგება, აუცილებელია მოთამაშეთა ფორმაცია და გადამზადება, ამისათვის კი საჭიროა, ბავშვებს ადრეული ასაკიდან მივაწოდოთ ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო სპორტის იმედზე არ დარჩნენ და ბავშვობიდანვე დაიწყონ სწავლა. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდებს ჩავუტარებთ პრეზენტაციებს.

ასევე გვაქვს მოლაპარაკება კომპანიებთან, სადაც მორაგბეები გაივლიან სტაჟირებას და საქმის ათვისების შემთხვევაში იქვე დასაქმდებიან. გვაქვს იმედი, რომ ამ კომპანიებთან მემორანდუმი უახლოეს ხანში გაფორმდება. ვამყარებთ ურთიერთობებს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, სადაც ჩვენი მორაგბეები უფასოდ გაივლიან სწავლების კურსებს. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებს განათლების მიღებაში კლუბებმაც გაუწიონ დახმარება. ვაპირებთ ფონდის შექმნას, რათა დავაფინანსოთ იმ მორაგბეების სწავლა, რომელთაც ამის საშუალება არ ექნებათ".

ჯაბა მალაღურაძე კლუბიდან კლუბში გადასვლისას წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაზე, ასევე, კონტრაქტის საერთო მოდელის შექმნაზე იმუშავებს, რომლითაც შემდგომში დიდი 10-ის კლუბები იხელმძღვანელებენ.

"ჩვენი მიზანია მოთამაშეებს არა მხოლოდ პრეცედენტულ საქმეებში დავეხმაროთ, არამედ ავუმაღლოთ განათლება, რათა სწორად დაგეგმონ თავიანთი პროფესიული კარიერა. ვგეგმავთ, რომ ამ კუთხით აქტიურად ვიმუშაოთ ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგის გუნდებთან და მათ საჭირო ცოდნა მივცეთ. საქართველოს კანონმდებლობაში ძალიან ბევრი სიკეთეა, რომელთა შესახებ მოთამაშეებმა არაფერი იციან და მათ ამ საკითხების გამოყენებაში დავეხმარებით. შევქმნით კონტრაქტის ერთიან მოდელს, სადაც კონფიდენციალური მხოლოდ ხელფასი და გარკვეული დეტალები იქნება, დანარჩენი საკითხები კი, სრულად იქნება მოგვარებული და მოთამაშეს ეცოდინება, რომ ხელს გამართულ დოკუმენტს აწერს. ჩვენ მოთამაშეებს მაქსიმალურ თანადგომას გამოვუცხადებთ".

ქეთი მოდებაძე, რომელიც მოქმედი მორაგბე და საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანია, გენდერულ და სოციალურ საკითხებს გაუძღვება:

"ყველა სარგებელი, რომელსაც ეს ასოციაცია მოთამაშეებს მისცემს, თანაბრად გავრცელდება კაცებზეც და ქალებზეც, რადგან ჩვენ არ ვმიჯნავთ ქალ და კაც მორაგბეებს და ეს საზოგადოებამაც უნდა გაითავისოს. ხშირად შემქმნია პრობლემები, რომელთა მოგვარება ადვილად შეიძლებოდა და ჩვენი ასოციაცია ყველა მოთამაშეზე იზრუნებს, იქნება ეს ადვილი თუ რთული საკითხები".

მორაგბეთა ასოციაციის კიდევ ერთი დამფუძნებელი ნონო ანდღულაძეა, რომელიც მოთამაშეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე იზრუნებს. ასევე დამფუძნებლები არიან "ბორჯღალოსნები" - ლაშა ხმალაძე და სანდრო თოდუა, რომლებიც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე არიან, რაგბი ევროპის დარჩენილი შეხვედრებისთვის ემზადებიან (10 მარტს ქუთაისში გერმანიასთან და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან) და ასოციაციის პრეზენტაციას ამის გამო ვერ დაესწრნენ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ირაკლი
ყოჩაღ! P.S. ქალებმა სურათი არ დაიმსახურეს?
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად