აპარნობის სახალხო დღესასწაული აპარნის მთაზე განთავსებული წმიდა გიორგის სახელობის მოანსტრის ტერიტორიაზე ტარდება
აპარნობის სახალხო დღესასწაული აპარნის მთაზე განთავსებული წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება, იქ, სადაც 1625 წელს გიორგი სააკაძემ მარტყოფის ბრძოლაში სძლია სპარსთა მრავალრიცხოვან ლაშქარს.

"ვენახოვანი ხილიანი და ყოვლითა შემკული ჰავითა მშვენი" დიდი სოფელი იალნოს მთის ძირშია შეფენილი, რომლის ანტიკური სახელი აკრიანია (ქვიანი ადგილი) დღევანდელი სახელი კი სირიელ მამათაგან ერთერთს ანტონ მარტომყოფს (მარტყოფელს) უკავშირდება. მარტყოფი ყოველთვის გამოირჩეოდა ღირსეული ფალავნებით. აქაურები არიან ამირან ტოტიკაშვილი, ოთარ შინჯიკაშვილი, გივი კახაბრიშვილი, კობა გულიაშვილი, ზაურ ივანიშვილი, ტარიელ მელელაშვილი, ვანო ჩუბინიძე...

წლევანდელი აპარნობა მარტყოფელებმა ქართული ჭიდაობით და დოღით აღნიშნეს. ქართული ჭიდაობა აქ ყოველთვის საქართველოს ფალავნობის ტოლფასი იყო. ამჟამად აბსოლუტური ფალავნობაში 12 უძლიერეს მოჭიდავე მონაწილეობდა.

მარტყოფის სპორტული სკოლის მშვენიერ დარბაზში ქომაგებმა უშეღავათო ბრძოლები იხილეს. ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ სოლიდური ფულადი ჯილდოებიც დააწესა. ამიტომ ცნობილი და ტიტულოვანი ფალავნები არ აკლდა ასპარეზობას.

ტურნირი იმითაც იყო გამორჩეული, რომ არცერთი ორთაბრძოლა არ ყოფილა იოლად "გასავლელი" დამთავრებული ფინალური ორთაბრძოლით.

ნახევარფინალში და ფინალში მაინც ცნობილი მოჭიდავეები ვიხილეთ.

გაოცება გამოიწვია 73 კილოგრამიანი ამბაკო ავალიანის გამოსვლამ, რომელიც თავის წონაში ანგარიშგასაწევი ფალავანია, მაგრამ აბსოლუტური პირველობა მაინც გოლიათების საქმეა. ამჯერად 155 კილოგრამიანმა და 205 სმ სიმაღლის თელაველმა, 28 წლის გიგანტმა ზვიად ხანჯალიაშვილმა დაძაბულ ფინალურ ბრძოლაში მასპინძელ დავით ლორიაშვილთან გაიმარჯვა და ჯილდოდ 1000 ლარი დაიმსახურა. მესამე პრიზიორი გახდა საგარეჯოელი დიმიტრი ტურაშვილი, რომელიც კარგახანია ესპანეთშია ძიუდოს კლუბში და ქართულ ჭიდაობაში აპარნობის ტურნირით განაახლა გამოსვლა მშობლიურ სარბიელზე.

ფინალისტმა 600, ბრინჯაოს პრიზიორმა კი 400 ლარი დაიმსახურა. ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის ჯილდო ამბაკო ავალიანმა მოიპოვა. პრიზიორები დააჯილდოვეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ, გარდაბნის გამგებელმა ზვიად ეპიტაშვილმა და გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ფეიქრიშვილმა.

გაბრიელ ბარჯაძე

მარტყოფი

ავტორის ფოტო

სურათზე ჩემპიონ-პრიზიორები: დავით ლორიაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი, დიმიტრი ტურაშვილი

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა