სტამბოლის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა 22 წლის ჩვენებურმა ფავორიტობა გაამართლა
მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით იბრძოდა "ფედერაციის თასზე", ნაკრებში არგამოძახებული სოფიო ქვაცაბაია (429) სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში ყოჩაღობდა. 22 წლის ქვაცაბაია პირველ ნომრად განთესეს თურქეთში და მანაც გაამართლა ფავორიტობა.

ჩვენი თხრობა მეოთხედფინალზე შევწყვიტეთ, რომელშიც ქართველმა რუსი იანა ორლოვა დაამარცხა - 6:0, 6:2. ნახევარფინალში ჩვენებურმა მე-3 ნომრად განთესილ რუმინელ ლაურა-ლოანა ანდრეის (576) მოუგო - 6:4, 2:6, 6:2. ფინალში მას მე-4 ნომრად განთესილი ბელარუსი ქსენია მილევსკაია (692) გადაეყარა. ფინალი ჩვენმა თანამემამულემ ძალიან იოლად მოიგო - 6:2, 6:1.

ქვაცაბაია წყვილთა ბადის ფინალშიც გავიდა რუმინელ ანდრეისთან ერთად. ფინალში მათ ბულგარელი მლადენოვა და სლოვენიელი პრიშლანი დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფინალი ერთ დღეს გაიმართა, ჩვენი თანანემამულე აქაც გამარჯვებული გამოვიდა - 6:2, 6:2. სოფიოს წყვილთა თანრიგში ტიტული ადრეც მოუგია (5-ჯერ, ერთი წლეულს ფრანგულ ლიონში), მაგრამ ერთეულებში ეს მისი პირველი გამარჯვებაა კარიერაში.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა