როგორც იცით, მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას 12-გუნდიანი ჩაკეტილი ტურნირის ჩატარება ჰქონდა განზრახული, სადაც საქართველოსთვის ადგილი არ იქნებოდა. ამან ჩვენშიც და სხვა ქვეყნებშიც პროტესტი გამოიწვია, ფორმატის კრიტიკოსებმა ტურნირზე ფიჯის, ტონგას, სამოასა და საქართველოს დაშვება მოითხოვეს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, შედეგიც გამოიღო.

მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელმა სერ ბილ ბომონტმა განცხადება გაავრცელა და რაგბის მომავლის შესახებ შეხვედრის გამართვა დაანონსა.

ახლა კი ამ პატივცემულმა ორგანიზაციამ აღნიშნული ტურნირის რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით "ბორჯღალოსნებს" 6 ერში მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. კერძოდ, შეეძლებათ პლეი-ოფში ბოლოადგილოსანს შეხვდნენ.

პროექტის თანახმად, ლიგა სამ იარუსად დაიყოფა და აქ ჩვენთვის საინტერესო პირველი და მეორე 12-12-გუნდიანი ჯგუფებია. პირველ ჯგუფში 6 ერის წარმომადგენლები, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ფიჯი და იაპონია მოხვდებიან.

მეორე ჯგუფში საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ტონგა, აშშ, სამოა, ურუგვაი, ჰონგ კონგი და ნამიბია წრიული სისტემით იასპარეზებენ და საკმაოდ დატვირთული და საინტერესო შეჯიბრიც გამოვა.

ეს ჯერ მხოლოდ პროექტია, მაგრამ რადგან საჯაროდ გაცხადდა, ეტყობა, დუბლინურ შეხვედრაზე დამტკიცდება კიდეც. მოკლედ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე გამოდის.

"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

sdfffff
ამხელა პროწიალა ტურნირი რაში გვჭირდება? საშინელებაა. მაგას ჯობია ტურნირი ჩატარდეს ერთ ადგილას, მსოფლიო ჩემპიონატივით. და არავითარ შემთხვევაში ნამიბია, ჰონგ კონგი და კიდევ პორტუგალია.
irakli
შენ მართლა Ivan მაგასაც რომ ვერ ხვდები ეს ორი სხვადასხვა ტურნირია და თუ 6 ერიდან გავარდები მომდევნო 12 ქვეყნიან ტურნირშიც ვერ მიიღებ მონაწილეობას და დაქვეითდები მეორე 12 გუნდში
fifa
ანუ პირევლი ჯგუფი არის ექვს გუნდიანი, იგივე ექვსი ერი.... მეორე და მესამე ჯგუფები არის 12-12 გუნდიანები.... მეორედან პირველ ჯგუფში და მესამედან მეორეში გადასვლისას იქნება პლეიოფები... ჩვენ ვიქნებით მეორე 12 გუნდიანში...
ალეკო
ეს ჰონ კონგი საიდან გამოქექეს, მაგას კანადის დამატება აჯობებდა, კარგი პოროექტია იმასთან შედარებით რაც ტავიდან იყო და რეალური შანსიც გვიჩნდება, თან მთავარია სტიმული გვიძლიერდდება წინ სვლისთვის!!!
anz
მაინც ვერ მივხვდი მასონები რა შუაში არიან.
Ivan
თუ ექვსი ერის პლეიოფში ვითამაშებთ, მაშინ მოგების მერე 12 ერში რაღა გვინდა. ნეტა შენ თუ გესმის რასაც ამბობ.
irakli
რა არის აქ გაუგებარი? 6 ერში მოსახვედრად ვითამაშებთ პლეიოფს და თუ მოვიგეთ შემდეგ უკვე პირველ 12 გუნდში ვიქნებით, თუ წავაგებთ პლეიოფს ისევ რაგბი ევროპას ვითამაშებთდა მეორე 12 გუნდში ვიქნებით და დაველოდებით შემდეგ პლეიოფს.
მ. ტ.
გარკვევით წერია, რომ პლეი-ოფში ბოლოადგილოსანთან შეხვედრა შეგვეძლება, თუმცა რატომღაც ისევ 6 ერში მოხვედრაზეა აქცენტი გაკეთებული და არა პირველ იარუსზე, ალბათ დააზუსტებენ... ახლა მთავარია, გერმანიამ არ ატეხოს ალიაქოთი - უამრავი ფული დახარჯეს და მეორე იარუსშიც ვერ მოხვდნენ. ისე ჰონგ-კონგის რაგბი ვიღას გაუგია და მგონი, განგებ გამოიტანეს ისეთი პროექტი, რომ ახლა მეორე იარუსში ვერმოხვედრილმა გუნდებმა ატეხონ აყალ-მაყალი...
Emigranti
Ese dzala ertobashia masonebi dzirs. Aravisi ar unda gveshinodes madloba svanadzes eseti mcvave da vashkacuri pozociistvis rom qartuli ragbis saxelit ese xmamagla gaakritika cxvir aceuli masonebi eseti martveli gvchirdeba tavis qveynistvis ibrdzvis da daicavs ♡♡♡
rugby
ჰონ კონგს რომ შეგახვედრებენ რა მიღწევაზეა ლაპარაკი ? მაგნაირებს ისედაც ვხვდებით. ჭ გუნდად აღგვიქვამენ, დაგვცინიან. აქცენტი იაპონიისკენ, უნდა ჩავხადოთ ყველა ვინც დაგვიპირისპირდება.
Geo_Dinamo
ამ სტატიით ჩანს მხოლოდ ის 12 გუნდიანი ჯგუფი სადაც ჩვენ მოვხვდებით, სხვაა ვერაფერს მივხვდი შემდეგ რა იქნება? იქნებ სრულად დაწეროთ,
v
რა არის აქ გასაგიჟებელი, ჭ გუნდად აღვიქვამენ. ვართ თუ არა ეს სხვა საკითხია.
Irakliy
აბა რაღას გავლანძღეთ ეს კაცი? მშვენიერი პროექტია. უკეთესს ვერ ინატრებს კაცი.
qar
სტატია არაინფორმაციულია და უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე აქამდე იყო. სად ჩანს რომ შანსი გვაქვს 6ერში მოხვედრის, სამი იარუსი რას ნიშნავს, გვექნება შანსი რომ გადავიდეთ პირველ 12ეულში?
სტატუს ქუო
მეორე ჯგუფში მაგარი შანსი გვაქვს,ყველასთან გვაქვს თამაშები მოგებული.
ბარჯგი
იმედია ასე იქნება!
Gio
ან მე ვარ გამოუძინებელი ან სტატიაა აბდაუბდა :))) 6 ერში მოხვედრა რაღა შუაშია თუ 12 გუნდიანი მსოფლიო ლიგაა
kika
მარტო ფორმატის ცვლილებაა არაა მთავარი, აგერ ფეხბურთში კი გვყავს ხოლმე ჯგუფში გრანდაები მაგრამ რა ხეირი ამით?უფრო ტრანსლაციებით ანუ ფულით ვხეირობთ ხოლმე ამ შემთხვევაში! ქართველები მუდამ მიზეზებს ვეძებთ და ხელს უმრავლეს შემთხვევაში მესამე პირისკენ ვიშვერთ ხოლმე.ჯერ ჩვენ უნდა ავიმაღლოთ კლასი და უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, არაა საკმარისი ეს შრომა, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რომ ელიტის დონეზე ავიდეთ! ამ შემთხვევაში პირველ რიგში ფინანსურად დავრჩებით(ჩვენ ვითომ ხალხი? უფრო რაგბის ჩინოვნიკები!)მოგებული, ვიდრე სპორტული თვალსაზრისით!
nnn
ეს უკვე ნორმალურია ეტყობა მიხვდნენ რომ 12 გუნდში ამერიკის შეყვანა და ფიჯის ამოგდება ძაან ფულზე გაყიდვა გამიდიოდა არავის ეგონოს მარტივი ტურნირი იქნება ყოველთვის შეეცდებიან ამერიკა გაიყვანონ ნებისმიერ ფასად
nnn
ეს უკვე ნორმალურია ეტყობა მიხვდნენ რომ 12 გუნდში ამერიკის შეყვანა და ფიჯის ამოგდება ძაან ფულზე გაყიდვა გამიდიოდა არავის ეგონოს მარტივი ტურნირი იქნება ყოველთვის შეეცდებიან ამერიკა გაიყვანონ ნებისმიერ ფასად
სოსო
ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობა,ჩემპიონთა ლიგაზე თუ სხვა ტურნირებზე კლუბებში თამაშები და ამას დამატებული მთელ მსოფლიოში მისვლა მოსვლით სეზონში 11 თამაში,გადამეტებული დატვირთვა იქნება მსოფლიოს წამყვანი რაგბისტებისათვის,ეს აუცილებლად დასწევს თამაშის ხარისხს და გამოიწვევს ტრავმიანობას.ასე რომ არა მგონია თვითონ სპორტსმენები წავიდნენ თანხმობაზე,თუნდაც ასეთ პროექტზე.თან ამას, მსოფლიოს თასიც ხომ უნდა დავუმატოთ.ძალიან მძიმე დატვირთვები გამოვა.
ნემო ბურჭულაძე
იტალია არაა არსად? ეჰ ჯერემი...
მერაბი
ევროპის თასზე მოთამაშე გუნდების გარდა, კარგია რომ ტონგას, სამოას, აშშ-სა და ნამიბიას შევხვდებით. შეეძლოთ გუნდების სხვაგვარად დალაგებაც. ფლეი-ოფი თუ ორ-ორი გუნდიანი იქნება, მაშინ შანსი და მოტივაციაც იმატებს.
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
[VIDEO] ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"იბერია 1999"-მა ხორვატი ცენტრალური მცველი დაიმატა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ევროპის 5 სტადიონი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
"გვყავს ფაბიან რუისი და უსმან დემბელე" - ენრიკეს თქმით "ოქროს ბურთი" პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს
"მან აფრიკელებს ოცნების საშუალება მისცა" - ეტო'ომ ინფანტინო დაიცვა
"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო