"ვიტ ჯორჯიამ" ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრა ფრედ 1:1 ითამაშა
ბოლოდროინდელი სკანდალების შემდეგ ყველა შეხვედრას ეჭვით ვუყურებთ, მით უფრო, "ვიტ ჯორჯიას" და "სპარტაკის" მატჩებს. უეფას გამოგზავნილ წერილში ხომ ამ გუნდების ორი შეხვედრა საეჭვოდ დასახელდა.

თუმცა, იმედია, ეს შეხვედრა მაინც არ იყო გარიგებული. მეტიც, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. როგორც ჩანს, გიგა ბეჭვაიას ამბავმა ვიტელებზე ძალიან ცუდად იმოქმედა და მათ პირველი ტაიმი ჩააგდეს, "სპარტაკმა" კი, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია, შეხვედრა მონდომებით დაიწყო.

ანგარიში სტუმრებმა 24-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიას" მეკარე არდალიონ მიქაბერიძის უხეში შეცდომის წყალობით გახსნეს: მის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან ბესიკ დეკანოიძეს მიუგორდა, რომელსაც ცარიელი კარის აღება არ გასჭირვებია - 0:1.

თუმცა თერთმეტ წუთში მიქაბერიძემ საკუთარი შეცდომა გამოასწორა, როდესაც გიორგი მამუჩიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზვიად მეტრეველმა დაარტყა - მიქაბერიძემ ბურთი მოიგერია. დამატებაზე დეკანოიძის დარტყმა მცველს ხელზე მოხვდა, რაზეც სპარტაკელები მეორე პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ თამაში გააგრძელა. ეტყობა, ჩათვალა, რომ ბურთმა მოძებნა ხელი და არა ხელმა ბურთი.

არადა, ეს ბურთი რომ გასულიყო, "ვიტ ჯორჯიას" საქმე წასული იყო, მაგრამ გაფუჭებულმა პენალტმა მასპინძლები გაამხნევა და მეორე ტაიმში უჩვეულო მონდომებით და აგრესიით ათამაშდნენ.

მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს: 62-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ ახლო მანძილიდან სოსო გრიშიკაშვილს ვერ აჯობა. განსაკუთრებით გიორგი კორიფაძე და შეცვლაზე შესული გიორგი გურეშიძე აქტიურობდნენ. ვფიქრობთ, რომ უმცროს გურეშიძეს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელთა ყურადღება რომ მიიქციოს, რადგან პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოედანზე მისი გამოჩენისას "ვიტ ჯორჯია" თამაშს ამწვავებს.

კორიფაძემ და გურეშიძემ რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყეს კარში, მაგრამ გრიშიკაშვილი კარგად თამაშობდა. თუმცა "სპარტაკის" მეკარემ 81-ე წუთზე გუნდი ვეღარ გადაარჩინა, როდესაც დავით ხურცილავამ უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:1.

ამის შემდეგ თავის გამოჩენა შეეძლოთ ისევ გიორგი გურეშიძეს, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ლაშა გაბრიჭიძეს (დარტყმა იჩქარა და კარს ააცილა), არდალიონ მიქაბერიძემ კი სპარტაკელი თემურ შონიას ძლიერი დარტყმა დაამიწა, საბოლოოდ, ფრე - 1:1, რომელმაც ცხინვალელები პირველ ლიგას მიუახლოვა.

08.05.2010. თბილისი. "შატილი". 400 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია- პარტაკი 1:1

გოლები: 0:1 დეკანოიძე (24), 1:1 ხურცილავა (81).

35-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა მეტრეველმა (მეკარემ მოიგერია).

ვიტ ჯორჯია სპარტაკი

4-1-4-1 4-3-1-2

ა. მიქაბერიძე გრიშიკაშვილი

ხურცილავა ჭაფოძე

გოგიაშვილი ბოიომო

ადამაძე ბურძენაძე

ღანიაშვილი მანჩხავა

გურ. გურეშიძე მამუჩიშვილი

კორიფაძე შონია

ჯანელიძე კილასონია

ვასაძე ჯაკობია

ზაქრაძე დეკანოიძე

ჩიმაკაძე მეტრეველი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ზ. ბერიძე ბ. კვარაცხელია

ვიტ ჯორჯია:

59. ჯანელიძე - გიორ. გურეშიძე

73. ზაქრაძე - გაბრიჭიძე

88. კორიფაძე - კასრაძე

სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, დვალაშვილი, როსტიაშვილი.

სპარტაკი:

65. დეკანოიძე - კლოვისი.

69. ჯაკობია - მ. ბარაბაძე.

83. მანჩხავა - სეფიაშვილი.

სათადარიგოები: დაუშვილი, ალავიძე, ზერეკიძე, კაკაშვილი

გაფრთხილება: ჯაკობია (30), ადამაძე (34).

არბიტრი: თ. გვანცელაძე

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს