"მასტერქარდმა" და საქართველოს რაგბის კავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, "მასტერქარდი" ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი სპორტის პირველი საერთაშორისო სპონსორი და მხარდამჭერი გახდა.

"მასტერქარდი" დიდი ხანია თანამშრომლობს ყველაზე წარმატებულ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებთან მსოფლიოში (UEFA ჩემპიონთა ლიგა, როლანდ გაროსი და სხვა). სპორტის, კულტურის, მოდის, კულინარიისა და სხვა მიმართულებებით იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ინოვაციურ გამოცდილებას.

წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორი "მასტერქარდია", საქართველოს შემთხვევაში კი პირველი პრეცედენტია, როცა "მასტერქარდი" ლოკალურად ხდება ნაკრების სპონსორი.

ისრაელის, საქართველოსა და დსთ-ს "მასტერქარდის" გენერალური მენეჯერმა ანდრაშ ჰემბერგმა განაცხადა: "საქართველოში რაგბი არა მხოლოდ საყვარელი სპორტი, არამედ ქართული დნმ-ისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. მეამაყება, რომ "მასტერქარდი" რაგბის ეროვნული კავშირის პარტნიორი ხდება, რადგან ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, შემართებასა და ოპტიმიზმს ქართული სპორტისა და ბიზნესის მომავლის შესახებ, რასაც თქვენ, ქართველები! წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს და ვფიქრობთ, თქვენთან ერთად რაგბის გულშემატკივრებს შეუფასებელი სიურპრიზები და ემოციები ვაჩუქოთ".

რაგბის კავშირის ხელმძღვანელი გოჩა სვანიძე: "პარტნიორობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ბრენდთან საქართველოს რაგბის კავშირისთვის ბევრ ახალ შესაძლებლობასა და გამოწვევას ქმნის, რის გამოც ძალიან გახარებულები ვართ. ველით შემდგომ თანამშრომლობას "მასტერქარდთან" საქართველოში და მომავალ მსოფლიო თასზე ტოკიოში".

2019 წელს "მასტერქარდი" საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს შეთანხმება რაგბის კავშირსა და "მასტერქარდს" შორის ამ დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის გამორჩეულ პატივისცემასა და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

Zuka
Peri kide shevcvalet formis? Tu es savarjisho formaa?
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე