საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ღონისძიების ორგანიზატორებმა პირველი შეჯიბრის დაწყებამდე გუდაურში პრესკონფერენცია გამართეს.

დღეს და ხვალ "კუდების" ფერდობზე FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. სამდღიანი ტურნირი საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ორ დისციპლინაში გაიმართება ბაკურიანში. სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობასა და მანამდე დაგეგმილი ეტაპების წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ:

"როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღვის ოთხწლიანი შეჯიბრებების ციკლი, რომელთა ჩატარება განაპირობებს იმ წარმატებამდე ღირსეულად მიახლოებას, რასაც ყველა ჩვენგანი დიდი პასუხისმგებლობითა და სიხარულით ელოდება. ეს ეტაპები და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. უდიდესი წვლილი იმაში, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება, სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანიის დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს მიუძღვის. დიდი მადლობა მას, საქართველოს მთავრობასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას".

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან პროცესსა და მის მზადებაში პირველი დღიდანაა ჩართული. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა მომავალ თაობებს სათხილამურო სპორტში ჩართულობის ენთუზიაზმს გაუჩენს, ქვეყანას კი მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაუმკვიდრებს.

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 62-მა სპორტსმენმა გაიარა რეგისტრაცია. ბაკურიანში შარშან ჩატარებულ შეჯიბრთან შედარებით, მონაწილეთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. შეჯიბრების პირველი დღე 4 გამარჯვებულს გამოავლენს.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად