ფოტო: nj.com

2 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში, ჭიდაობაში პირველი ქალთა ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა ქრისტინე გავაშელმა მოიპოვა.

ამ შტატში ჭიდაობის ჩემპიონატი მხოლოდ ვაჟებს შორის 1930 წლიდან იმართებოდა, 2019 წელს კი ტურნირი პირველად გაიმართა გოგონათა შორის.

ქრისტინე გავაშელი ჩემპიონი 118 ფუნტ წონით კატეგორიაში (დაახლ. 53,5 კგ) გახდა.

"ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ამ გამარჯვებას არაფერში გავცვლიდი. პირველი ვარ, ვინც ამ შედეგს მიაღწია და ეს შესანიშნავია. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამას მივაღწევდი. ჯიუ-ჯიცუში ვვარჯიშობდი. შემდეგ ჭიდაობის გუნდი შექმნეს, ვიფიქრე, რომ ბედი მეცადა. რატომაც არა? როცა აქ მოვედი, კატასტროფა ვიყავი", - განაცხადა ქრისტინე გავაშელმა გამარჯვების შემდეგ.

ქართველი მოჭიდავის წარმატებას სხვადასხვა ამერიკული ონლაინ-გამოცემა და გაზეთიც გამოეხმაურა.

წყარო: nj.com

ჟორა
ქართველი ყველგან ქართველია, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და ვისი სახელითაც არ უნდა გამოდიოდეს. ის, თავისი წარმატებით მაინც საქართველოს განადიდებს. გვიმრავლოს უფალმა სახელოვანი ქართველები. ამ ანგელოზს კი ვულოცავ ამ გამარჯვებას, ეს ერთი და სხვა ათასი.
სესიაშვილი
მართალი ხარ, ეგრეა.
ბიძგვინა
ქართული წარმოშობის, ქართული სახელი და გვარის. ამერიკელია ეს ბავშვი და შტატის შიდა კონკურსში მონაწილეობს. რა შუაშია ქართველი?
ილარიონი
აუ თან რალამაზი გოგოა. მაღალი მიზნებისთვის მიგეღწიოს!
გიზოგ
გაიხარე, უფალმა სულ წარმატებით გატაროს.
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა