ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ლიდერი "ბარსელონა" ერთადერთ რეალურ მდევარ "ატლეტიკოს" 7 ქულით უსწრებს. ამ ტურში ორივე მადრიდულ კლუბებს ხვდება და ორივეს გუმანში ერთი საფიქრალი ექნება - ჩემპიონთა ლიგის მატჩები მომდევნო კვირაში...

შაბათს, ნაშუადღევს, მადრიდული დერბია - "ატლეტიკო" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ლეგანესს" იღებს. დიეგო სიმეონეს მთავარი კონცეფცია იმაში გამოიხატება, რომ ის არასდროს არ ფიქრობს სხვა მატჩებზე და ამას უკრძალავს თავის ფეხბურთელებსაც, სამიზნე ყოველთვის მომდევნო თამაშია. თუმცა, ძნელია, არ იფიქრო "იუვენტუსთან" გადამწყვეტ დაპირისპირებაზე და მომავალ ტურინულ მატჩზე.

გუნდებს დიამეტრულად განსხვავებული მიზნები აქვთ, "ლეგანესი", რა თქმა უნდა, ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. 33 ქულა უკვე აქვს და გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს. პირველი წრის მატჩში დერბი 1:1 დასრულდა - ანტუან გრიზმანის გოლით "ატლეტიკო" იგებდა, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა სიმეონეს გუნდმა მისთვის კომფორტული 1:0 ვერ შეინარჩუნა - გვიდო კარილიომ 82-ე წუთზე გაიტანა და ახლა "ატლეტიკო" "ბარსას" 7 ქულით ჩამორჩება და არა 5-ით.

ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, სავიჩი, ხუანფრანი - საულ ნიგესი, თომასი, როდრი ერნანდესი, ლემარი - მორატა, გრიზმანი.

შაბათსვე ერნესტო ვალვერდეს გუნდი "რაიო ვალეკანოს" მიიღებს. "ელვების" საქმე ცუდაა - ვალეკასის მკვიდრნი 23 ქულით გასავარდნ ზონაში არიან და საშინლად თამაშობენ - ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩი წააგეს.

"რაიო ვალეკანომ" ნოემბერში დიდი ბრძოლა გადაატანინა კატალონიურ გრანდს და 2:3 დამარცხდა. მეტიც, 87-ე წუთამდე "ბარსა" 1:2 მარცხდებოდა, როცა ჯერ უსმან დემბელემ გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი ლუის სუარესმა სულაც გაამარჯვებინა სტუმრებს.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - არტური, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე.

უმოტივაციოდ დარჩენილი "რეალი", რომელსაც ალბათ, გაუჭირდება მე-2 ადგილისთვის ბრძოლა ("ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩება), არც მესამეს უნდა ჩამოსცდეს. კვირას "რეალი" "ვალიადოლიდს" სტუმრობს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.

ყველაზე დიდი ინტრიგა ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-4 საგზურისთვის არის შემორჩენილი. ამჟამად ეს ადგილი "ხეტაფეს" (!) უკავია. მადრიდული კლუბი ბოლოადგილოსან "უესკას" მასპინძლობს და მე-4 ადგილზე დარჩენის კარგი შანსიც აქვს. მე-5 ადგილზე მყოფ "ალავესს" ბასკური დერბი აქვს "ეიბართან", ხოლო "სევილია" "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს.

მეოთხეზე გასვლის შანსი ბასკებსაც აქვთ შემორჩენილი. "ვალენსია" კატალონიაში მიემგზავრება "ჟირონასთან" სათამაშოდ, ხოლო "ბეტისი" ვიგოში "სელტას" სტუმრობს.

ფაქტები

"ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 34 მატჩიდან 32 არ წააგო.

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 42 მატჩიდან 35 მოიგო.

"ბილბაოს" ბოლო 8 საშინაო მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა (ლა ლიგა).

"ლეგანესს" ლა ლიგაში ბოლო 28 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 მოგება აქვს.

"ატლეტიკომ" ლა ლიგის მატჩებში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ბოლო 8 თამაშიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.

"ატლეტიკოსა" და "ლეგანესს" შორის ბოლო 8 თამაშიდან 7-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

"ბარსამ" "რაიო ვალეკანოსთან" ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11-ში სულ მცირე, 3 გოლი მაინც გაიტანა.

"ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში მოიგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე მთლიანად მატჩი.

"რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 4 საგარეო მატჩში პირველი ტაიმებიც მოიგო და მთლიანად თამაშებიც.

"რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 5 საგარეო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

"რეალ სოსიედადმა" ლა ლიგაში ბოლო 3 საგარეო მატჩი ფრედ ითამაშა.

"სევილიას" ლა ლიგაში 3-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

"ჟირონამ" ლა ლიგაში ბოლო სამ საშინაო მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

"ვალენსია" 8 ტურია, რაც დაუმარცხებელია.

ლა ლიგა. XXVII ტური

პარასკევი, 8 მარტი

ბილბაო-ესპანიოლი 1:1

გოლები: 0:1 ფერეირა (9), 1:1 გარსია (8)

შაბათი, 9 მარტი

ალავესი-ეიბარი 16:00

ატლეტიკო-ლეგანესი 19:15

ბარსელონა-რაიო ვალეკანო 21:30

ხეტაფე-უესკა 23:45

კვირა, 10 მარტი

სელტა-ბეტისი 15:00

ჟირონა-ვალენსია 19:15

ლევანტე-ვილიარეალი 21:30

სევილია-სოსიედადი 21:30

ვალიადოლიდი-რეალი 23:45

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 12 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია), შარლესი (ეიბარი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნონა
წარმატება დღეს ბარსას! ლეო ბურთები უნდა გაიტანო!
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა