ყმაწვილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ზუგდიდის "ბაიამ" რუსთავის "ოლიმპი" 3:1 დაამარცხა
გარიგებულ თამაშებში მხილებული "ბაიას" ორი ფეხბურთელი ონიანი და ვართგავა კლუბმა იმ დღიდანვე დაითხოვა, რაც ეს ფაქტი გახმაურდა. ცოტა მოგვიანებით კლუბმა კიდევ ორი ფეხბურთელი (აქუბარდია, ქირია) გამოძიების დასრულებამდე დაითხოვა.

ისედაც შეთხელებული შემადგენლობით მოასპარზე ზუგდიდური კლუბი მთლად ყმაწვილი ფეხბურთელების ამარა დარჩა. ამიტომაც ყველა და მათ შორის ზუგდიდელებიც, "ოლიმპთან" მატჩში რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდნენ. "ბაია-ოლიმპის" მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და ქომაგებმა აწგარდაცვლილ ლეგენდარულ ქართველ მეკარეს, სერგო კოტრიკაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თამაში დაიწყო და მასპინძლები ირაკლი ეხვაიას გოლის წყალობით მე-5 წუთზე დაწინაურდნენ. რუსთაველებმა სწრაფადვე უპასუხეს პირველ "დარტყმას". "ბაიას" მცველ გამრეკლიძეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ვადაჭკორიამაც არ დაახანა თერთმეტრმეტრიანი. პენალტი კი გამოცდილმა მოდებაძემ ვერ გამოიყენა, მას სომხიშვილმა აჯობა.

მასპინძლებს 23-ე წუთზე ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ბედიაშვილმა პირისპირ გასულ "ბაიას" ფორვარდს ქობალიას დაასწრო. რამდენიმე წუთში "ოლიმპის" ფეხბურთელებმაც შექმნეს ხიფათი, გეწაძის გრძელი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაში პავლიაშვილი აღმოჩნდა, მაგრამ მის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა კარს. ატალახებულ მინდორზე ბურთის გაგორებაც სჭირდა, მაგრამ სახიფათო მომენტი ხშირად იქმნებოდა. პირველი ტაიმის მიწურულს ისევ მასპინძლები გააქტიურდნენ და ჯერ ქობალიამ, ხოლო შემდეგ ლომიამ შექმნეს ხიფათი.

მეორე ტაიმიც სწრაფი გოლით დაიწყო, ოღონდ ამჯერად სტუმრებისა. ბურთი მასპინძელთა კარში გეწაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ აღმოჩნდა. ქვემოქართლელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, ორ წუთში მასპინძლებიც საჯარიმოთი დაწინაურდნენ, სიხარულიას ჩაწოდებულს თავი ეხვაიამ დაუხვედრა და ბედიაშვილს აუღებელი დაურტყა. სტუმრებს თავიდან მოუწიათ ანგარიშის გათანაბრებაზე ზრუნვამ. ერთ-ერთი შეტევისას მურველაშვილი დაშავდა სომხიშვილთან შეჯახებისას და ორივეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რუსთაველთა მე-2 ნომერმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 65-ე წუთზე კი სტუმართა სურვილს წერტილი დაესვა. ნიკა შონიას ჩინებული გადაცემით ლომიამ ისარგებლა და ტაბლოზე მესამე გოლი დააფიქსირა.

თორნიკე მაისურაძე (ოლიმპი, კლუბის დირექტორი): "მატჩი წაგებულია და შედეგით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები, თამაშს ფეხბურთის გარდა ყველაფერი შეიძლება ეწოდოს. ფაქტობრივად გუნდებმა წყალბურთი ითამაშეს. მსაჯობა კატასტროფული ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთ ეპიზოდში, როცა ჩვენი ფეხბურთელი პირისპირ გადიოდა, არბიტრი თამაშგარეს დაფიქსირებაში შეცდა. მიუხედავად ამისა, მეტოქეს გარჯას ვერანაირად დავუკარგავ, მათ დამსახურებულად მოიგეს და ვულოცავ".

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "დღევანდელი მატჩი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქალაქში საფებურთო პოტენციალი მაღალია. რამდენი ფეხბურთელი წავიდა ჩვენი კლუბიდან და გუნდი მაინც იბრძვის ბოლომდე. ესენი ახალბედები არიან და მჯერა, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. რაც შეეხება თამაშს, მართალია, სველმა მინდორმა ორივე გუნდს ხელი შეუშალა, მაგრამ ჩვენ სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ".

8.05.11 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი. 350 მაყურებელი

ბაია-ოლიმპი 3:1

გოლი: 1:0 ეხვაია (6 წთ), 1:1 გეწაძე (51 წთ), 2:1 ეხვაია 2:1 (53 წთ), 3:1 ლომია (65 წთ)

ბაია ოლიმპი

4-2-3-1 4-5-1

სომხიშვილი ბედიაშვილი

სვირავა მურველაშვილი

აფაქიძე ქემოკლიძე

გამრეკლიძე რეხვიაშვილი

ქვარცხავა დობროვოლსკი

ნ.შონია პავლიაშვილი

სიხარულია ქავთარაძე

შ. ლომია კანდელაკი

წურწუმია ბოლქვაძე

ეხვაია გეწაძე

ქობალია მოდებაძე

მთ: მწვრთნელი მთ: მწვრთნელი

ელგუჯა ქომეთიანი არმაზ ჯელაძე

ბაია

73. წურწუმია – სამუშია

80. ლომია – კ.ახალაია

82. ეხვაია – ჩანგელია

სათადარიგოები: მაქაცარია, ენდელაძე, ფარჯიკია, კუკავა

ოლიმპი

62. მურველაშვილი – ჯაფარიძე

71. ბოლქვაძე – აბურჯანია

85. გეწაძე – სეთურიძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ბახტაძე, ჭელიძე, მაისურაძე

გაფრთხილება: გამრეკლიძე (9), რეხვიაშვილი (23), ლომია (41), გეწაძე (60), კანდელაკი (83), მოდებაძე (90), ჩანგელია (90)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

ლაშა გოგილავა ზუგდიდიდან

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა