ალექსანდრა კოსტენიუკმა თბილისის დათვალიერების შემდეგ, შთაბეჭდილებები საკუთარ ბლოგზე დაწერა
6 მაისს, თბილისში დაიწყო ევროპის ქალთა ინდივიდუალრი ჩემპიონატი ჭადრაკში. მასში მონაწილეობენ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები, მათ შორის მსოფლის მე-12 ჩემპიონი, რუსეთიდან - ალექსანდრა კოსტენიუკი, ვინც საქართველოს დედაქალაქს ჩემპიონატის გახსნამდე რამდენიმე დღით ადღე ესტუმრა.

კოსტენიუკმა ეს დრო დედაქალაქის დასათვალიერებლად გამოიყენა. "ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში და დღეს მე დაუვიწყარი დღე გავატარე თბილისში." - ამ სიტყვებით იწყება ალექსანდრას პოსტი საკუთარ ბლოგზე (http://chessqueen.com). გთავაზობთ ამონარიდებს:

"თბილისის დათვალიერება მე იმით დავიწყე, რომ სასტუმროსთან ახლოს მდებარე "300 არაგველის მეტროში ჩავედი და მეტროსადგურ "თავისუფლებაზე" ამოვედი. იმის გათვალისწინებით, რომ მე წინასწარ არ მქონდა გადაწყვეტილი სად უნდა წავსულიყავი, უბრალოდ გზას გავუყევი... თავისუფლების მოედნიდან, მთაზე მე შევამჩნიე ქალის ქანდაკება და გადავწყვიტე ახლოს მივსულვიყავი მონუმენტან, რათა გადამეღო ფოტოსურათები... მონუმენტამდე მიმავალ გზაზე მე დავინახე ბევრი ლამაზი და ძველი შენობა, მოვინახულე მე-5 საუკუნეშე აგებული ბეთლემის ეკლესია, ეკლესიიდან ფეხით გავუყევი კიბეებს და ქართლის დედის მონუმენტთან აღმოვჩნდი..."

თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტს, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ჭადრაკში, ასე ამთავრებს: "ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, მე პირველ პარტიას ვითამაშებ. ძალიან მიხარია, რომ ამ ჩემპიონატს თბილისზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ვიწყებ."

ალექსანდრა კოსტენიუკი დაიბადა 1984 წელს რუსეთის ქალაქ პერმში. ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო. 1994 წელს კი პირველ წარმატებას მიაღწია - ალექსანდრა 10-წლამდე გოგონებში ევროპის ჩემპიონი გახდა. იმავე წელს - 10 წლამდე გოგონებში მან მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. 1998 წელს მიენიჭა გროსმეისტერის სტატუსი ქალებს შორის, ხოლო 2000 წელს კაცებში საერთაშორისო ოსტატის წოდება.

ალექსანდრა კოსტენიუკი არის 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, 2004 წლის ევროპის და 2005 წლის რუსეთის ჩემპიონატების გამარჯვებული. ჭადრაკის სამყაროში მისი უმაღლესი რეიტინგია - 2540 ქულა.

ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, ალექსანდრა კოსტენიუკი სამოდელო ჩვენებებში მოდელის სტატუსითაც გამოდის.

ალექსანდრა კოსტენიუკს მინიჭებული აქვს ჭადრაკის დედოფლის სტატუსი.

msy.gov.ge

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს