ოთხთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სუმოს სეზონი განახლდა - გუშინ ტოკიოში დაიწყო ზაფხულის ბაშო (ნაცუ ბაშო), რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება
ოთხთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სუმოს სეზონი განახლდა - გუშინ ტოკიოში დაიწყო ზაფხულის ბაშო (ნაცუ ბაშო), რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება.

სუმოს სამყაროში მიჯრით მიწყობილი სკანდალების გამო ეს სუპერტურნირი შეთხელებულია, რადგან ასოციაციის ხელმძღვანელებმა მაქინაციებში მხილებულ სუმოისტებს პენსიაზე გასვლა აიძულეს. უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში ორი ქართველი ჭიდაობს: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) - აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა. ძურიოს დივიზიონში გავარდნილი ლევან ცაგურია (კოკაი) კი დასავლეთის მე-6 ნომერია ლიგაში.

როგორც ჩანს, "შავი ზღვის" საუკეთესო ხანა დაისისკენ მიდის - 30 წლის კოკაიმ, რომელიც კარიერაში პირველად გავარდა უმაღლესი დივიზიონიდან, ძურიოშიც წააგო პირველი ორთაბრძოლა. ქართველს ვინმე აკესეუმამ (ძურიო 7) აჯობა ქართველის საყვარელი ილეთი ოშიდაშით.

სამაგიეროდ, იმარჯვეს ჩვენმა ელიტელებმა და ბაშოზე კარგი განწყობა დაიბევეს. ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტამავაშის აჯობა, ქართველმა მონღოლს უვატენაგეს ილეთი (ქართული მოგვერდის მსგავსი) ჩაუტარა. ელიტაში ყველაზე მძიმე რიკიშიმ კი (გაგამარუ 200 კილოგრამს იწონის) მონღოლი მე-13 მაეგაშირა ტოკიტენკუ დაამარცხა. ქართველმა ყოფილ კომუსუბის ოშიტაოშით აჯობა - ისეთი ძალით მიაწვა, რომ ვეტერანი ზურგზე დავარდა.

დღეს ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა იოშიკაძეს გამოცდის. 29 წლის იაპონელთან ქართველს დადებითი ბალანსი აქვს, ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს უგებს. გაგამარუს გამოცდილი ტაკამისაკარი ერგო მეტოქედ, იაპონელთა ერთ-ერთ საყვარელ სუმოისტთან ჩვენებურს ჯერჯერობით ძალთა თანაფარდობა აქვს - 1:1. ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაის კი ახალგაზრდა ტაკარაფუჯი გაუწევს წინააღმდეგობას. ბუნებრივია, მას "შავი ზღვა" არასოდეს შეხვედრია.

მოგებით დაიწყო ბაშო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, რომელმაც დოჰიოდან ყველაზე დაბალი რიკიში, ტოიონოშიმა მოისროლა. ოთხიდან ორი ოძეკი კი დამარცხდა - კაიო და ჰარუმაფუჯი.

I დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კოტოოშუ-კაკურიუ (უვატენაგე), გოეიდო-კაიო (ოშიდაში), ბარუტო-ჰომაშო (სუკუინაგე), ტოჩიოძანი-ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), კოტოშოგიკუ-კიტატაიკი (იორიკირი), ამინიშიკი-კისენოსატო (ჰიკიოტოში), ტაკეკაძე-ოკინოუმი (ცუკიოტოში), ვაკანოსატო-არანი (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-ტამავაში (უვატენაგე), იოშიკაძე-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-შოტენრო (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-ვაკაკოიუ (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), გაგამარუ-ტოკიტენკუ (ოშიტაოში), ტოჩინონადა-ტაკამისაკარი (სუკუინაგე), კაისეი-მიაბიამა (ოშიტაოში), კიმურაიამა-ტოკაიასუ (ცუკიოტოში); ძურიო: აკესეუმა-კოკაი (ოშიდაში).

II დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო (იოკოძუნა)-გოეიდო (მ 1), კაიო (ოძეკი)-ტოიონოშიმა (კომუსუბი), ბარუტო (ოძეკი)-კაკურიუ (კომუსუბი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი)-ჰომაშო (მ 3), კოტოოშუ (ოძეკი)-ტოჩიოძანი (მ 2), კისენოსატო (სეკივაკე)-კიტატაიკი (მ 3), კოტოშოგიკუ (სეკივაკე)-ამინიშიკი (მ 3), ტოჩინოშინი (მ 6)-იოშიკაძე (მ 7), გაგამარუ (მ 14)-ტაკამისაკარი (მ 15); ძურიო: კოკაი (ძ 6)-ტაკარაფუჯი (ძ 3).

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად