ზაზა ფაჩულიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში შინ "ჩიკაგოსთან" 100:88 იმარჯვა
"ატლანტა ჰოუქსი" არ ნებდება. ზაზა ფაჩულიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე, საშინაო შეხვედრა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ "ჩიკაგოს" 100:88 მოუგო და სერიაში საერთო ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ამ გამარჯვებით "ატლანტამ" დაარღვია მეორე საპლეიოფო რაუნდის უიღბლო საშინაო სერია, რომელიც სათავეს 1996 წლიდან იღებდა და რომელიც ზედიზედ 9 წაგებას შეადგენდა. ატლანტელებმა მეორე რაუნდის პირველი საშინაო შეხვედრა მოიგეს ბოლო 15 წლის მანძილზე, თუმცა ისიც სათქმელია, რომ 1996 წლის მერე მეორე წრეში სულ ოთხჯერ გასულან.

ატლანტელები წაგებასთან ახლოს იყვნენ. ისინი ბოლო მეოთხედის წინ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ ჩიკაგოელებს, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში ჯოშ სმიტმა მთელი "ჩიკაგო" დაჩრდილა და ამ საქმეში მან გამთამაშებელი ჯეფ ტიგი დაიხმარა. სმიტმა საბოლოოდ 23 ქულა, 16 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ჩიკაგოელთა უძვირფასესმა გამთამაშებელმა დერიკ როუზმა, თუმცა რაც მთავარია, "ატლანტამ" მოიგო.

ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სერიაში რეკორდულად ბევრი - 25 წუთი ითამაშა, აქამდე ზაზა ამ სერიაში 10 წუთზე მეტ ხანს მოედანზე არ გასულა. ახლა კი ის მწვრთნელმა ლარი დრიუმ საკმაო ხნით დაასაქმა და ჩვენებურმაც თავი არ შეირცხვინა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში 5 ქულა მოაგროვა და ამას 9 მოხსნა (მეორე შედეგი "ატლანტაში") და 2 პასიც მოაყოლა. ზაზა ტოლს არ უდებდა ჩიკაგოელთა ძირითად ცენტრ იოაკიმ ნოას, რომელმაც შეხვედრა 6 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

სერიის მომდევნო შეხვედრა ჩვენი დროით 11 მაისს, გამთენიისას ჩიკაგოში გაიმართება.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს