გიორგი ბეჟანიშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. კარგი კი ისაა, რომ ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის პრე-საპლეიოფო მატჩებში ქართველი ფორვარდი საუკეთესო იყო.

Big Ten-ის კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბეჟანიშვილის "ილინოის ფაითინ ილინიმ", რომელმაც 7 მოგებითა და 13 მარცხით 14-გუნდიან კონფერენციაში მე-12 ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში მოსახვედრად საკვალიფიკაციო მატჩებში გადაინაცვლა.

ილინოისელებმა ბოლო 2 დღეში 2 მატჩი გამართეს - პირველში ოვერტაიმში იმარჯვეს, ხოლო მეორე წააგეს და პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

ორივე მატჩში საუკეთესო გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ. "ილინოისმა" "ნორსვესთერნთან" დიდი ბრძოლა გადაიტანა და ოვერტაიმში 74:69 სძლია. გიორგიმ მოედანი ძირითადი დროის ბოლო წამებზე მე-5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა, თუმცა, შეხვედრის გმირად მაინც ის იქცა.

ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბეჟანიშვილმა 15-დან 12 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.

"ოვერტაიმში ძალიან აღელვებული ვიყავი, თუმცა, ამავდროულად, ბიჭებისაც ბოლომდე მჯეროდა, რადგანაც ვიცოდი, რომ მოედანზე მაქსიმუმს გაიღებდნენ. ვგრძნობდი, მოგება ახლოს იყო და საბოლოოდ, ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა.

მეორე დღეს გამართულ მომდევნო მატჩში "ილინოისი" უშანსოდ დამარცხდა "აიოვასთან" - 62:83. ბეჟანიშვილი სასტარტოში გახლდათ და 26 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

"ილინოის ფაითინ ილინიმ" ამ წაგებით სეზონი დაასრულა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გიორგი ბეჟანიშვილს "დენვერმა" "Exhibit 10" კონტრაქტი გაუფორმა
გოგას 38 და გიორგის 25 ქულა - ქართველების ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]
მამუკელაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება [VIDEO]
"და ხალხი ამ არჩევანზე იცინოდა..." - "მამუს" კარიერის საუკეთესო შეხვედრა [VIDEO]
ეს ბიჭი შანსს იმსახურებს - ბეჟანიშვილი შესანიშნავად თამაშობს [VIDEO]
ბითაძე VS ბეჟანიშვილი - ქართველების შედეგიანი თამაში ერთმანეთის პირისპირ [VIDEO]