NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი

"დეტროიტი" არ აპირებს "ზვიგენებთან" სერიაში იოლად დანებებას. "რედ უინგზმა" გადაარჩინა მეხუთე შეხვედრა და სერიის მოგების რეალური შანსი დაიტოვა.

გუშინდელმა შეხვედრამ ეკვატორს "სან ხოსეს" ორშაიბიანი უპირატესობით მიაღწია - თავი გამოიჩინეს სეტოგუჩიმ და პაველსკიმ, მასპინძელთა გოლკიპერი ანტი ნიემი კი კარში სასწაულებს ახდენდა.

ასეთ რთულ სიტუაციაში "დეტროიტმა" მეორე მეოთხედშივე შეძლო ერთი შაიბის გაქვითვა, მესამეში კი ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. თუმცა მანამდე ლოგან კუტურმა გამოიჩინა თავი და "სან ხოსეს" ორშაიბიანი უპირატესობა დაუბრუნდა - 3:1. "ზვიგენების" სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რადგან იქვე რამდენიმე წუთის ინტერვალით ერიქსონმა და ქლირიმ გაათანაბრეს ანგარიში. საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე კი შვედური კომბინაცია ტომას ჰოლმსტრიომმა გოლით დაასრულა. ეს შაიბა გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "დეტროიტის" რუსი ლეგიონერის პაველ დაციუკის თამაში. მან სამი საგოლე პასი შეასრულა და მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა.

ახლა სერია დეტროიტში გადაინაცვლებს და ამ დაპირისპირებაში "სან ხოსე" უკვე აღარ მოსჩანს აშკარა ფავორიტად. ფსიქოლოგიური უპირატესობა თანდათან მაიკ ბებკოკის შეგირდების მხარეს გადადის.

სან ხოსე-დეტროიტი 3:4

1:0, 1:1, 1:3

გოლები: 1:0 სეტოგუჩი-5 (ბოილი-7, ტორნტონი-8), 2:0 პაველსკი-5 (ქლოუ-9, უელვუდი-6), 2:1 კრონვალი-2 (დაციუკი-8, სტიუარტი-1), 3:1 კუტური-4 (ჰიტლი-4), 3:2 ერიქსონი-1 (ზეტერბერგი-5, დაციუკი-9), 3:3 ქლირი-2 (კრონვალი-3, ბერტუცი-4), 3:4 ჰოლმსტრიომი-3 (ლიდსტრიომი-4, დაციუკი-10).

სერია: 3-2

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს