სერბმა ჩოგბურთელმა მადრიდის მასტერსის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალის ძლევით (7:5, 6:4) მოგებათა სერია 32-მდე აიყვანა
მადრიდის მასტერსის ფინალში ის ჩოგბურთელები გავიდნენ, რომელთა ხილვაც ყველაზე მეტად სურდათ ესპანელ გულშემატკივრებს - რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი.

პირველ მათგანს გრუნტზე ორი წელია არ წაეგო და მისი გამარჯვებათა სერია ამ საფარზე 37 შეხვედრას უტოლდებოდა, სერბს კი სეზონის სტარტიდან მოყოლებული 31 მატჩიდან 31 მოგება ჰქონდა. ჩოგბურთელები 26-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და შესაბამისად კარგად იცოდნენ მოწინააღმდეგის დადებითი თვისებები თუ ნაკლოვანებები.

ნოვაკს რაფაელი ცხრაჯერ ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ ეს არასოდეს მომხდარა ბუნებრივ საფარზე - გრუნტზე ან ბალახზე. გრუნტზე დაფიქსირებული იყო ნადალის ცხრიდან ცხრა გამარჯვება. თუმცა მათი ბოლო მატჩი ამ საფარზე სწორედ მადრიდში გაიმართა და ის ოთხი საათი გაგრძელდა. მარათონულ ბრძოლაში ესპანელმა სამი მატჩბოლი მოიგერია და მოახერხა უმძიმესი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ორივენი ისე დაიღალნენ, რომ ცოტა ხანში როლან გაროსი ჩააგდეს. ეს 2009 წელს მოხდა.

სავარაუდოდ, გრუნტის ყველაზე მსხვილ ტურნირებს შორის სწორედ მადრიდში გამოსდის კარგად თამაში ნოვაკს, რადგან აქ შედარებით სწრაფი საფარია. წლევანდელ ფინალში ჯოკოვიჩმა უპირატესობა ტემპის მაქსიმალურად გაზრდის ხარჯზე მოიპოვა. თუმცა პირველ გეიმში ნოვაკს ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია და შემდეგ კიდევ სამი გეიმის აღებით 4:0 დაწინაურდა. ნადალი არ გატყდა და სერბის ორმაგი შეცდომით ერთი ბრეიკი დაიბრუნა. 5:2-ზე ჯოკოვიჩი სეტზე აწვდიდა, მაგრამ სამმაგი სეტბოლის მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან. სეტბოლები მას შემდეგ გეიმში ჰქონდა, თუმცა ისიც წააგო და საქმე იქამდე მივიდა, რომ სეტში ანგარიში თანაბარი გახდა. თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ნადალის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ 5:5-ზე ჯოკოვიჩმა ზედიზედ ორი გეიმი და მასთან ერთად სეტი აიღო - 7:5.

მეორე სეტი ნადალის ულამაზესი დარტყმით დაიწყო - უკანა ხაზზე ბადესთან ზურგით მდგარმა რაფაელმა ფეხებს შუა გაიტარა ბურთი, რომელიც თავზე გადააფრინდა ჯოკოვიჩს და ხაზზე დაეცა. ნადალმა ამით ბრეიკი მოიპოვა, თუმცა მისი სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა - ნოვაკმა იქვე მოუმატა, ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ დარჩენილ დროში თავის მოწოდებებს უფრო დამაჯერებლად იღებდა, ვიდრე მისი მეტოქე. 5:4-ზე სერბმა კიდევ უფრო მოუმატა და მორიგი ბრეიკით თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:5, 6:4.

ასე რომ, ჯოკოვიჩმა 32 მატჩამდე აიყვანა თავისი მოგებათა სერია. თუ ის ამ კვირას რომის მასტერსზე კიდევ ორ შეხვედრას მოიგებს, გაასწრებს ლეგენდარულ ბიორნ ბორგს, რომელსაც 1980 წლის დასაწყისში 33-მატჩიანი სერია ჰქონდა. გარდა ამისა, ახლა ნოვაკი რაფაელს რეიტინგში მხოლოდ 1805 ქულით ჩამორჩება - ასეთი სხვაობის გაბათილება "დიდი სლემის" ტურნირზეა შესაძლებელი, ასე რომ, უკვე როლან გაროსის შემდეგ შეიძლება ჯოკოვიჩი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდეს. თუმცა ამის გაკეთება უფრო რეალური უიმბლდონზე ან ამერიკულ მასტერსებზე იქნება.

ATP

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 7:5, 6:4.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...